ჯგუფური (წვეულების) თამაშები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჯგუფური (წვეულების) თამაშები

Post by MIRANDA » 29 დეკ 2009, 01:42

მეც ვიცი კიდევ ერთი ძალიან სახალისო თამაში.. პირობითად დავარქვათ

ამბის გადაცემა

ყველა გადის ოთახიდან და რჩება მხოლოდ ორი მოთამაშე. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. თამაშის დედა. დედას წინასწარ აქვს ტექსტი შედგენილი, ტექსტი უნდა შეიცავდეს რაიმე ამბავს ან დანაბარებს, თქვენი სურვილის და მიხედვით.... ასე მაგალითად:

ბიკენტის, უქმეებზე, გადაუწყვეტია ქალაქგარეთ გასვლა. საღამოს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გზაზე მოუთოვია და გზები ჩაკეტილა. ქალაქში ოთხშაბათამდე ვერ დაბრუნდება, ალბათ. დღეს ლექცია ქონდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მისი არყოფნის დროს ლექციას პროფესორი ვლადიმერ ძაგანია ატარებს ხოლმე, მაგრამ ბატონი ვლადიმერი ახლა შვებულებაშია და ბიკენტის მაგიერ ლექციას ვერ ჩაატარებს. იქნებ, ლექცია ბიკენტის მაგიერ, დღეს, თქვენ ჩაგეტარებინათ?!

ტექსტი შეიძლება იყოს უფრო ვრცელიც, ჩახლართულიც, რთული სიტყვების მომცველიც და პირიქითაც, ანუ უფრო მარტივიც.

ამ ტექსტს თამაშის დედა უკითხავს ამ, პირველ, მონაწილეს (თუ ტექსტი ძალიან გრძელია, დედას შეუძლია 2-ჯერ წაუკითხოს ტექსტი მოთამაშეს). ამის შემდეგ შემოდის მეორე მოთამაშე, რომელსაც პირველმა მოთამაშემ 2 წუთის წინ მოსმენილი უნდა მოუყვეს (თუ ამბავია) ანდა გადასცეს (თუ დანაბარებია) მას. ასე გრძელდება ბოლო მოთამაშემდე...

თამაში დროდადრო უფრო და უფრო მხიარული ხდება. თუ ბევრი მონაწილეა, ბოლო მოთამაშემდე შეიძლება ამბიდან მხოლოდ ერთმა წინადადებამ მიაღწიოს - ბიკენტი ლექციას ვერ ატარებს და იქნებ შენ ჩაგეტარებინაო... :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]