Page 1 of 1

დიდგორი-2009, ოფროუდ შეჯიბრი

Posted: 30 ოქტ 2009, 17:24
by Nika
ა.წ. 21-22-23 ნოემბერს, ჩვენი კლუბის მიერ, მოეწყობა ახალი ტიპის ოფროუდ შეჯიბრი - ტროფი რეიდი
"დიდგორი-2009".
შეჯიბრის რეგლამენტი დაზუსტების სტადიაშია და როგორც კი მზად იქნება გამოვაქვეყნებთ.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი აღჭურვილი ჯალამბარით
3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი რომელიც ტრეკების ჩაწერის და მათზე გაყოლების საშუალებას იძლევა (ოპტიმალურია ლეპტოპი ან პოკეტ პისი რომლებზეც ჩაწერილია OziExplorer-ი) და ციფრული ფოტოაპარატი.
4) უნდა ჰყავდეს შტურმანი.
5) გადაიხადოს შენატანი (შენატანის ოდენობა დამატებით იქნება დაზუსტებული).

რა არის ტროფი რეიდი
ტროფი რეიდი ტარდება კლასიკური რალის მსგავსად. ანუ შედგება ორი ტიპის მონაკვეთებისგან
1) საგზაო სექცია. აქ მონაწილემ უნდა იაროს ზუსტად დადგენილ დროში (არც უფრო სწრაფად და არც უფრო ნელა) ყველა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით.
2) სპეც მონაკვეთი. რთულად გადასალახი მონაკვეთი რომელიც მონაწილემ უნდა გაიაროს რაც შეიძლება სწრაფად. სპეც მონაკვეთების ზოგ ადგილას მოწყობილი იქნება საკონტროლო წერტილები, რომელთა დალაშქვრა მოხდება ორიენტირების მსგავსად (ფოტოაპარატის საშუალებით დადასტურებით), განსხვავება ისაა რომ ეს წერტილები სავალდებულოდ უნდა დაილაშქოს.

ამ მონაკვეთების გავლისთვის მონაწილეებს მიეცემათ GPS ტრეკები. ტრეკიდან მაქსიმალური გადახრა შეზღუდული იქნება. ამის გასაკონტროლებლად მონაწილის ავტომობილში დამონტაჟებული იქნება GPS ლოგერები რომლებიც ჩაიწერენ მათ მიერ მოძრაობის გზას.

შეჯიბრი იწარმოებს ორ ჩათვლით ჯგუფში.
1) TR2 - მომზადებული ავტომობილები. აკრძალულია, ტრაქტორის საბურავები და 33"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები, პორტალური ხიდებისთვის და 1400 მმ-ზე ვიწრო ლიანდის მქონე მანქანებისთვის 30"-ზე მეტი დიამეტრის საბურავები. დამონტაჟებული ჯალამბარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს.
2) TR3 - დაშვებულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. გარდა რეგლამენტით მოცემული შეზღუდვებისა.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული იქნება 20-ით.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
"ოფროუდერს კლუბი" 519732, 423571

დიდგორი-2009, ოფროუდ შეჯიბრი

Posted: 30 ოქტ 2009, 20:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nika
ყოჩაღობ, რა.
მშვენიერი შეჯიბრი გაქვთ.
წარმატები.