Page 1 of 2

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 02:09
by Tengo
მხოლოდ იმიტომ ვხსნი ამ თემას რომ სურათების გაზიარება შევძლო და მოკლედ მოგიყვეთ ის თუ რა მოხდა და რა დავინახეთ ამ ლამაზ საღამოს!!!

გასეირნება დათქმული 7-ის ნაცვლად 7:30-ზე დაიწყო, აღმასვლა ნარიყალის უკანა მხრიდან განხორციელდა.... წივწივას შემოერთების და ჩემს მიერ სურათების გადაღების შემდეგ, გეზი ქართლის დედისა და ახალგარდობის ხეივნისკენ ავიღეთ... რასაც მოჰყვა დაღმასვლა სოლოლაკისკენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ. ლესელიძეზე დაკეტილი მაჭახელას შემდეგ დავნაწევრდით და სახლებისაკენ გავუყევით ჩვენს ბილიკებს!

პ.ს. არჩილ - 50+ სურათი.... :):):), ვიცი აქ არაფერ შუაში ხარ, უბალოდ სხვა პოსტს ვეხმიანები ამ პატარა ჩანართით :lol: :lol: :lol:

მოკლედ, შეხვედრის ადგილი, ალიევის სახლობის სკვერი აბანოთუბანში:
Image
Image
Image

გზად მეჩეთს ჩავუარეთ გვერდი და ციტადელს უკანა მხრიდან შევუყევით...
Image

ნარიყალას წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
Image

ნარიყალადან დანახული წმ. სამება
Image

ხედი თბილისზე
Image

წმ. ნიკოლოზის სამრეკლო, აღმართული ნარიყალას კედელზე
Image

პრეზიდენტის სასახლე, დანახული ციტადელიდან
Image

ქართლის დედა, აგრეთვე დანახული ნარიყალადან
Image

ზემო ბეთლემის ეკლესია სოლოლაკში
Image

ციტადელის კედლები
Image

გზა ახალგაზრდობის ხეივნისკენ განვაგრძეთ, წმ. სამება ხეების მიღმა
Image

პრეზიდენტის სასახლე და წმ. სამება დანახული ივანიშვილის გვირაბიდან
Image

გვირაბში ამ არაორდინალურ მეგობარს გადავაწყდით, ხანმოკლე ინტერაქციის შემდეგ დავემშვიდობეთ და გზა სოლოლაკის მიმართულებით განვაგრძეთ.
Image

და აი ისინიც.... დღევანდელი საღამოს გმირთა ნაწილი
Image
Image

არ გაასწროო, მერე მიუხ-მოუხვიეო და წყალთანაც მიხვალოოო
Image
Image

წყაროსთან/ჩანჩქერთან, ქალის და ვირის ქანდაკებასთან...
Image

გზიდან დანახული ნაძვში დამალული სატელევიზიო ანძა
Image

ქიქოძის (ყოფილი მახარაძის) ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ძველი სახლი
Image

ყოფილი მესამე ექსპერიმენტული სკოლა (ალბათ განათლების რეფორმასთან ერთად სახელიც სხვა ექნება მას)
Image

ლეონიძის (ყოფილი კიროვის) ქუჩის ზედა აღმართი
Image

ეროვნული ბანკის კედელზე გამოკიდული დროშა (ლეონიძის ქუჩა)
Image

ეროვნული ბანკის კედლის ორნამენტები
Image

თბილისის საკრებულო
Image

ამ ადგილას ბავშვობაში ჩემი საყვარელი მაღაზია "ბავშვთა სამყარო" იყო.... ეხლა კი ქამინგ სუნ-ოოოო
Image

ტუდა ხადი, სუდა ნე ხადიო.... ალბათ ყველას გახსოვთ, აი მისი ტანამედროვე ინტერპრეტაციაც. ხო და ჩვენც დავემორჩილეთ და ლესელიძის ქუჩას ჩავუყევით...
Image

საკრებულოს კოშკურა ლესელიძის ქუჩიდან
Image

შემოიხედე გენაცვალე.... ჩვენ არ შეგვიხედია, მაჭახელას მივაშურეთ, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა
Image

დაკეტილი მაჭახელადან, საკვების ძიებაში სხვა რესტორანს მივაშურეთ... გზად რესტორნისაკენ
Image

ერთ-ერთი ძველი ქუჩა, აწ უკვე დანგრეული სახლით.... (ხედი ლესელიძის ქუჩიდან)
Image

და აი ისიც... რესტორანი პრესტიჟი, სადაც შევედით და ძალიან მალე გამოვედით კიდეც....
Image

ამასობაში კი რესტორნის უკან მდებარე სახლი, რომელიც ქუჩიდან არ სჩანს
Image

გუნდი ორად გავიყავით სახლებისკენ მიმავალ გზაზე..... ერეკლე მეორეს ქუჩა
Image
Image

სიონის საკათედრო ტაძარი და მასთან მდებარე აივანი შემოდგომის ფერებში
Image
Image
Image
Image

შარდენის ქუჩიდან დანახული სამება
Image

შარდენის ქუჩაზე მდებარე ჩინური რესტორანი. ამ ინტერვალში ვერაფერი გადავიღე.... ის სადილობდა მემგონი 12-ში.....
Image

მეიდანი
Image
Image

ანარეკლი მტკვარზე
Image

და ყველაფერი იქ დასრულდა სადაც დაიწყო.... აბანოთუბანში
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ასეთი იყო 18 ოქტომრბის საღამო.... მადლობა იდეის ავტორს, ხორცის შემსხმელს და ყველა მონაწილეს ლამაზი საღამოსათვის. დიდი ბოდიში იმისთვის რომ მუდმიდავ გალოდინებდით......

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 02:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
@Tengo@
ვისიამოვნე შენი ფოტოებით.
ბევრი ისეთია, რომ ხელს ნებისმიერი პროფესიონალი მოაწერდა.
ჩემი გამ20დილებიდან შემიძლია, გითხრა, რომ ღამით, სადაც ბევრი შუქია, მაშუქი არ გამოიყენო.
მგრძნობელობა (ISO) 400-800მდე აიყვანე და ისე გადაიღე.
ხან და ხან, თეთრი ბალანსის ფუნქციაში შედი და ნათურა აირჩიე.
ზოგჯერ სიმბოლო "გრძელი ნათურა" იძლევა კგ ფერს, ზოგჯერ ოთახის კლასიკური ნათურა.
თეთრი ბალანსით მოსინჯე ხოლმე სხვა და სხვა ვარიანტი

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 02:24
by Tengo
GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, დიდი მადლობა რჩევისთვის..... ეჭვი მაქვს მაგას თუ მანახებ და ისე ამიხსნი.... ან ჩემს ფოტოაპარატს თუ აქვს საერთოდ ნეტავ მაგ ნათურის ფუნქცია?

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 02:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
@Tengo@ wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა, დიდი მადლობა რჩევისთვის..... ეჭვი მაქვს მაგას თუ მანახებ და ისე ამიხსნი.... ან ჩემს ფოტოაპარატს თუ აქვს საერთოდ ნეტავ მაგ ნათურის ფუნქცია?

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
არაა პრობლემა.
ციფრულ აპარატებს თეთრი ბალანსის ფუნქცია აქვთ.
თუ ნათურის სიმბოლოები არ ახატია, შესაძლოა, რიცხვებით იყოს გამოსახული.
მკდ, თუ რამე ჩინურად ვთქვი და გაუგებარი იყო, უშუალოდ აგიხსნი

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 02:36
by Tengo
GAMARJOBA SAKARTVELO

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 10:28
by Archil
@Tengo@

მალადეც !!!

მართლა კარგი სურათებია

მაგ ადგილებში ხშირად დავდივარ და მასე ლამაზად გადაღებული იშვიათად მინახავს.

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 11:01
by bambina
@Tengo@

ასეთი სურათებისთვის ნამდვილად ღირდა შენი ლოდინი (ფაქტიურად, მთელი ანარიყალავებ-ჩამონარიყალავების მანძილზე :mrgreen: ). ერთი ის მეწყინა, რომ ვირთან გადაღებულ სურათზე ყველა ვჩანვართ მთავარი ობიექტების გარდა :roll: :D

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 12:06
by qvevri
კაი სურათებია, მაგრამ ეს ჰეიდარ ალიევის ძეგლი რა ჯანდაბაა? ბარემ შახაბასის ძეგლი დადგას მიშამ და ეგ იქნება :evil: ისე ამ ბედოვლათისაგან არ გამიკვირდება. დიდი მოთმინებით დაველოდები იმ დღეს, როდესაც ვინმე ჭეშმარიტი ქართველი მაგ ძეგლს ტრაკში პანჩურს ამოარტყავს და მტკვარში ჩააგდებს...

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 13:32
by Ninukala
@Tengo@
ძაან კარგი ფოტოებია...
მშვენიერი გასეირნება მოგიწყვიათ... :) ვისიამოვნე დიდად... :)

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 14:00
by Naia
რა კარგი ფოტოებია, ყოჩაღ! კიდევ გექნებათ მსგავსი ფოტოები, გაგვიზიარეთ :)

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 20 ოქტ 2009, 22:29
by Shanshika
bambina

+1 ... :D

მაგრა ვისიამოვნე მაგ საღამოთი... ვიბობღე, ვიბოდიალე, ბევრი ვიცინე და მოცხრის წვენიც გადავივლე ...

:D:D:D

@Tengo@

მართლა კარგი ფოტოებია ...

:roll: :roll: :roll:

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 21 ოქტ 2009, 10:46
by bambina
Shanshika
მართლაც ძალიან კარგი საღამო იყო!))))

P.S. გამოიყვანე მოცხარი? :roll: :*

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 21 ოქტ 2009, 11:14
by ZVIOSULI
წივწივა საროჩკით დამევასა :D

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 21 ოქტ 2009, 12:28
by burdula
ZVIOSULI wrote:წივწივა საროჩკით დამევასა :D
:D :D :D

19 ოქტომბრის ანარიყალებ-ჩამოსოლოლაკება (ლაშქრობის მაგვარი)

Posted: 21 ოქტ 2009, 19:39
by Shanshika
bambina

P.S.
კი, გადავარჩინე ჩემი პერანგი... :D :*