Page 1 of 2

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 11:38
by MIRANDA
09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ (აქართველოს ალათბურთის როვნული აკრები)

დაძაბული თამაშის შემდეგ ეს ანგარიში დაფიქსირდა:

Image

მეოთხედები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა

საქართველო-ბელორუსია

1. 27-19
2. 52-46 (25-27)
3. 71-68 (19-22)
4. 86-84 (15-16)

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეოთხედის ბოლოს ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, ბოლო სამი მეოთხედი, ცალკე აღებული, ქულებით უკან ვიყავით... მართალია შედეგი 2 თამაშის ჯამში ანგარიშდებოდა და ამდენად 10 ქულით წაგების შემთხვევაშიც გადავდიოდით A დივიზიონში, მაგრამ უბრალოდ სახელის და პრესტიჟის ამბავი იყო ამ თამაშის მოგება და საბედნიეროდ მოვიგეთ კიდეც.

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.. დიდი პაუზის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ელიტარულ, A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა :D

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 12:01
by MIRANDA
სხვა სტატისტიკური მონაცემები:

საქართველოს ნაკრები:
ვიქტორ სანიკიძე - 18 ქულა
ტაირონ ელისი - 17 ქულა
მოხსნები - ვიქტორ სანიკიძე - 10

Image

Image

(ვისი 2 ფოტო მოვიპარე არ ვიცი :D :D )

ბელორუსის ნაკრები:
ალექსანდერ კუდრაუცავი - 28 ქულა (მგონი უმრავლესობა სამქულიანები იყო)
მოხსნები - მიკალაი ალიქსეიევი - 8

ბელორუსიაში გამართულ თამაშში ალექსანდერ კუდრაუცავმა მხოლოდ 5 ქულის მოტანა შეძლო საკუთარი ნაკრებისთვის (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს).. არ ვიცი წინა თამაშში არ იყო ფორმაში თუ გუშინ ითამაშა განსაკუთრებული მონდომებით, მაგრამ 28-სა და 5 ქულას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

სპორტის სასახლის დარბაზი სრულად იყო შევსებული.. ხალხს კიბეებიც ქონდა დაკავებული.. რამდენად ზუსტი ინფორმაციაა არ ვიცი, მაგრამ როგორც გამოაცხადეს - თამაშს ესწრებოდა 10 000 ადამიანი :roll:

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 12:55
by QEBURIUS
კარგი თამაში იყო, კარგადაც დასრულდა

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 14:01
by QEBURIUS
პროსტა გოგრიჩამ (ესე ვეძახი ჩანადირს ცუდად რო იქცევა მაშინ) გატეხა რა.. ელისის მაიკაზეიმდენი იტირა დასაბრუნებელი გამიხდა

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 16:07
by ZVIOSULI
ზანგის მაიკაზეო 2 ქართველი რომ იჯინჯღლებს... ეჰ ბედკრულო საქართველოვ

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 16:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
ესე იგი, კგ გულიანი თამაში იყო.
ვულ20ავ ნაკრებს ელიტარულში გადასვლას.
სანიკიძემ გასა20რად ითამაშა.
ფაჩულიამ სულგული ჩდო, მაგრამ ჩაგდება არ წაუვიდა.
თითქოს, დათარსული იყო, რა.
ნიკაც საჭირო დროს აგდებდა 3ქულიანებს.
ქებათა ქება ბელორუს კუდრიავცევს. სასწაულად ითამაშა.
27 ქულა ჩააგდო და აქედან, თუ არ ვცდები, 7 3ქულიანი.
სა1ოდაც, ძნ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ბელორუსიის ნაკრებმა.
იმედია, მომავალში ისიც გადავა A დივიზიონში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენც და სტუმრებსაც აქამდე 3ჯერ გვქონდა Aდ-ში გადასვლის შანსი და სულ 1 ნაბიჯი გვაკლდებოდა.
ამჯერად, გადავედით. ჩვენ გაგვიმართლა.

და მადლობა საქართველოს ნაკრების სერბ მწვრთვნელს, კოკოშკოვს.
ძნ კგდ გამოიყენა ჩვენი +ები

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 17:47
by Naia
კარგი თამაში იყო. ბოლო ნაწილი განსაკუთრებით დაძაბულად მიდიოდა. ამდენი კარგა ხანია არ მიყვირია, ხმა სანახევროდ დაკარგული მაქვს. ჩვენებს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას. იმედი მაქვს მომავალი არაერთი წარმატების მომტანი იქნება მათთვის.

kurush
შენი მაკვირვებს, რას ჩაიციკლე იმ ოფლიან მაისურზე. რომ მახსენდება რა სუნი აგდიოდა ეგ მაისური რომ ჩაიცვი, ახლაც ცუდად ვხდები:)
არ ჯობია შეხვიდე მაღაზიაში და ელისის ახალთახალი, გარეცხილი მაისური იყიდ?

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 18:35
by MIRANDA
ქურუშ ელისი

Image[/b]

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 22:01
by Moqandake
ძალიან სასიხარულო დღე იყო ჩვენთვის და ქართული კალათბურთის ისტორიაში, თუ არ ვცდები 1994 წელს გამოვარდით ელიტ ლიგიდან და მხოლოდ გუშინ დავუბრუნდით.
KURUS დაანებე კალათბურთის მაისურებს თავი, მე მოგცემ ჩემ ბოულინგის მასტერსის მაისურს :lol:

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 10 სექ 2009, 22:03
by VANO
ZVIOSULI wrote:ზანგის მაიკაზეო 2 ქართველი რომ იჯინჯღლებს... ეჰ ბედკრულო საქართველოვ

გეთანხმები ზვიო :D :D :D :D :D

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 11 სექ 2009, 00:21
by guruli
Moqandake
თუ არ ვცდები 1994 წელს გამოვარდით ელიტ ლიგიდან და მხოლოდ გუშინ დავუბრუნდით.
ელიტ-ლიგაში არასოდეს ვყოფილვართ, პირველად გადავედით.
ცხონებული კოტეს არ იყოს,. ეს ცოცხლად-მკვდარი საფეხბურთო ნაკრები რომ არა, გუშინ ბედნიერი დრე გვექნებოდა - ზესტაფონში ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფია ფავორიტი 4:0 გაანადგურა, მილანში კი, მოკრივეთა მსოფლიოს პირველობაზე კობა ფხაკაძე ნახევარფილანში გავიდა, რიტაც, მინიმუმ, ბრინჯაო გაინაღდა. 1997 წლის მერე მსოფლიოზე კრივში მედალი არ მოგვიპოვებია. მაგრამ მაშინ ის მედლები გიორგი კანდელაკმა და კობა გოგოლაძემ ანუ ძველი თაობის (სსრკ-დან შემორჩენილი) წარმომადგენლებმა მოიპოვეს, ფხაკაძე კი მთლიანად ახალი თაობაა.

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 11 სექ 2009, 09:53
by QEBURIUS
Moqandake wrote: დაანებე კალათბურთის მაისურებს თავი, მე მოგცემ ჩემ ბოულინგის მასტერსის მაისურს :lol:

სიტყვაზე გიჭერ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Naia

შენ ამ შემთხვევაში მიუკერძოებელ არბიტრად ვერ გამოდგები :twisted: ისე მადლობა თბილ-სურნელოვანი სიტყვებისათვის

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 11 სექ 2009, 09:55
by QEBURIUS
guruli

09.09.09 დღის ჩასვრა: ფეხბურთის ძირითადმა ნაკრებმა 1:3 წააგო ისლანდიასთან. ქვეყანა სადაც 10 თვე ყინულია და ფეხბურთს ტელევიზორში ყორებით სწავლობენ ალბათ

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 11 სექ 2009, 10:41
by guruli
kurush
guruli

09.09.09 დღის ჩასვრა: ფეხბურთის ძირითადმა ნაკრებმა 1:3 წააგო ისლანდიასთან.
მაგიტომაც ვუწოდე საფეხბურთო ნაკრებს ცოცხლად მკვდრები. :cry: :cry:

09.09.09 ბოლო ნაბიჯი ელიტარული დივიზიონისკენ

Posted: 11 სექ 2009, 11:57
by Nika
kurush
ეგ ვინ არიან? :lol: :lol: :lol:

ეგეთი ნაკრებიც გვყავს?