Page 1 of 1

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 11 ივლ 2004, 17:14
by tio74
ახალი იდეა!__ყაზბეგის მონახულების შემდეგ!!!!!

ამბობენ_მეორედ მოსვლისას ხალხი მთაში წავაო!.... და მართლაც, დიდი სულიერი აღმავლობა შეინიშნება საქართველოს მთიანეთში! მაგ.: გერგეტის სამებაზე და სოფ.სიონის ეკლესიასთან შენდება მამათა მონასტერი. ...
თბილისში კი ..............
კეთდება 2 საქმე:

1_WEB-გვერდი ხევის შესახებ;

2_ უბრალოდ, გულშემატკივარ ადამიანებს გვინდა პატარა საქმის ორგანიზება! : სანამ ხსენებული მონასტრები აშენდება და მათი მოკრძალებული მეურნეობაც ნელ-ნელა აეწყობა, იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ !? აქ მოღვაწე (მეტწილად ღვთის ანაბარად მყოფ) ბერებსა და მორჩილებს?? !!! (ჯერ თუნდაც ელემენტარულით(მაგ.:საკვებით), ....და სხვ. )

დრო ძვირფასია, რადგან __ ზამთარი მოდის! ზამთარი კი მთაში ძალიან მკაცრია!...

ველი გამოხმაურებას თქვენი თანადგომის დიდი იმედით !

თიო ბ.

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 04 სექ 2004, 17:11
by yoko
თიო,
ძალიან კეთილშობილური აზრი კია ბერებისთვის დახმარების აღმოჩენა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ არ შემოგიბრუნდებიან და არ გეტყვიან: შვილო ჩემო, ჩვენ აქ ადამიანთა და საკუთარი სულებისთვის ვლოცულობთ და არა ხორცისთვისო?

რა იცი, რომ ზამთარს აუშენებელ მონასტერში გაატარებენ და არა საკუთარ სახლებში ან სადმე სხვაგან?

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 10 სექ 2004, 14:36
by tio74
yoko, ბერები ლოცულობენ ამ ქვეყანაზე ჩვენი სულიერი და ხორციელი კეთილდღეობისთვისრათა ჩვენ, ჯანსაღებმა სულითა და სხეულით აღვასრულოთ უფლის ნება ამ ქვეყანაზე!)........

ხოლო იმაში რომ დარწმუნდეს ადამიანი, რომ ყაზბეგელ ბერთა სამყოფელი ზამთარ-ზაფხულ _ მონასტერია და არა თბილი სახლი_თავად უნდა ნახოს, გაიცნოს ეს ადამიანები! ის მთები_სადაც ბერები ღმერთს ავედრებენ ჩვენს სულებს! :) ............

მათ არ სჭირდებათ ბევრი საკვები, თუმცა ეკლესიის მსახურებისთვის საჭირო ნივთები კი განსაკუთრებით გაახარებთ!........ ისინი არ ითხოვენ ამას,...ეს ინიციატივა უბრალოდ ჩვენი (ჩემი და ჩემი მეგობრების) ნებაყოფლობითი სურვილია!........

ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: ....." ძალიან კარგია,თუ ეხმარებით ბავშვებს, ობლებს, ან სხვა გაჭირვებულთ, მაგრამ დამიჯერეთ, მასზედ მეტად და მეტად დიდი მადლია, თუ შეეწევით მონაზვნებს!.........."..
_რადგან სწორედ მონასტრები ლოცულობენ ყველა ამ გაჭირვებულთა, და ყველა ჩვენთაგანის სულებზე და მათ სიკეთეზე!!!!!!!!

მე ასე ვფიქრობ ! :) ........ მე უბრალოდ_მწამს!............:)..........

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 10 სექ 2004, 16:22
by yoko
მე ასე ვფიქრობ ! ........ მე უბრალოდ_მწამს!......................
ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენიო..
მართალი უთქვამთ. :roll: :oops:

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 16 სექ 2004, 15:23
by tio74
ეს მხოლოდ სურვილი და რწმენის ამბავია!........

აჩხოტის მონასტერი,გერგეტის მონასტერი,...აქ მეტი სიმაღლეა,!....სიმშვიდეა!.....სიწმინდეა!....თავის შეცნობის საუკეთესო ადგილია!...........

ადამიანებს მტად აფრთხობს რიგ სასულიერო პირთა უცოდინარობა!....ყაზბეგში კი ბერები საოცრად ნაკითხები არიან ყველა საჭირო სფეროში(სასულიერო, ფილოსოფია, ისტორია,და ა.შ.).........და დაუზარელები-საინტერესო საუბრისას! მსჯელობისას!........
მათთან ურთიერთობისას სული ისვენებს და მდიდრდება!............!
......................
და განა ეს აუცილებელი არ არის?!....(მათი არსებობა!...მათთან ურთიერთობა!..._? ).......
.............

ვის რას სთხოვს სული?!............

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 03 დეკ 2004, 05:55
by Tolia
თეო, მაინტერესებს რა ბედი ეწია შენს იდეას - ძალიან, ძალიან მადლიანი საქმე ჩაგიფიქრებია. რამდენად მოახერხე მისი განხორციელება? :)

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 03 დეკ 2004, 12:43
by tio74
..... გმადლობ ამ დაინტერესებისთვის! :)
იდეა არ დარჩა იდეად! ;) _ბევრმა იგი გულთან მიიტანა და საერთო ძალებით მოკრძალებული შესაწირიც რამოდენიმეჯერ გავაგზავნეთ ბერებთან! .... ოქტომბერში ერთ-ერთი ფორუმის წევრები (რომლებიც უფრო აქტიუტად გამოეხმაურდნენ ამ იდეას) თავად წავიდნენ 1 დღიანი ექსკურსიით, საერთო შესაწირიც ჩაუტანეს და შემოდგომის საოცარი ბუნებითაც დატკბნენ! :) ... ბოლო შესაწირი სულ ახლახანს გავუგზავნეთ! ... _ღვთის წყალობით! :) ეს კი ზღვაში წვეთია, მაგრამ ასეთი წვეთებით იკრიბება ზღვა! :D .......

ახლა გზები ჩაკეტილია, მაგრამ ალბად მალე ისევ გაიხსნება, და ალბად შობისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბება შესაწირი სურვილისამებრ!(ძირითადად კი-საეკლესიო ნივთები, რომლებიც მართლაც და ძალიან ძვირია :( )
...... ამას ხომ მხოლოდ საკუთარი სული თუ მოსთხოვს ადამიანს! :) ....

web-გვერდის საქმეც ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს წინ! :)

ყველაფერი ამ ქვეყანაზე უფლის ნებაა! :)

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 13 დეკ 2004, 10:50
by Wanderer
tio74
ძალიან მინდა, რომ ბერებს დავეხმარო! Web-გვერდს ვინ აკეთებს? და ნელა რატომ მიიწევს წინ? შემიძლია Web-გვერდის გაკეთებაში დაგეხმარო. რაც შეეხება შესაწირს ვიფიქრებ მაგაზე და მერე დაგელაპარაკები პირადად :)

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 14 დეკ 2004, 13:42
by tio74
:) მიხარია მეგობარო! :)
web_გვერდს მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ! :) და შენი დახმარება ძალიან კარგი იქნებოდა! :)
ახლა, საშობაოდ კი გზების გათავისუფლების მიხედვით_ვუგზავნით ყაზბეგში საშობაო საჩუქარს:სურსათსა და საეკლესიო ნივთებს! :) _შეგიძლია შემოგვიერთდე! :) ;)
გმადლობ გულისხმიერებისთვის! :)
ველი შენს შემიანებას! :)

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 14 დეკ 2004, 15:24
by გვალდა
თიოო, თუ გზები გაიხსნა - დიდი სიამოვნებით და არა მარტო ჩემი სიამოვნებისათვის - წავიდოდი ზამთარში ყაზბეგში :oops:

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 14 დეკ 2004, 15:54
by Wanderer
ოოო ! გვალდას აშკარად კარგი იდეები აწუხებს ! თუ დრო მექნა სიამოვნებით შემოგიერთდებით :) ვინაიდან ... (იხილე ხელმოწერა)

იქნებ რაიმეთი დავეხმაროთ ბერებს!

Posted: 27 დეკ 2004, 15:41
by lukrecia
გვალვააა გეხვეწები მეილზე სურათები გამოგიგზავნე და დადე რა საიტზეეეე.მე ვერ ვიპოვნე სურათების დადების რეცეპტი და მიშველე რამე.კაი?