Page 1 of 7

რაფტინგი

Posted: 28 ივნ 2004, 13:29
by lukrecia
მე ვიყავი არაგვზე.რაფტინგი გაგიგონიათ ხალხნოოოოო??????ხოდა გასაბერი ნავებით დავეშვით ფასანაურიდან ვიდრე ანანურამდე.ერთობ სასიამოვნო და სასიქადულო რამ იყო.გირჩევთ.

რაფტინგი

Posted: 28 ივნ 2004, 17:54
by Wanderer
lukrecia
აი საღოოოოოლ ! აი ეს მესმიიიის ! ყოჩაღ შენ. აღარა ხუმრობ აი :)

რაფტინგი

Posted: 29 ივნ 2004, 08:18
by Gvalva
რა უნდა აქ ალფას, უჰ, ბოდიში, რაფტინგს? :shock:

რაფტინგი უნდა იყოს... :roll: ხო, მართლა, სად უნდა იყოს რაფტინგიი?? ალბათ სხვადასხვაში. წავედით! იქ მოვყვები დანარჩენს.

რაფტინგი

Posted: 29 ივნ 2004, 08:35
by Gvalva
ფასანაურიდან ამ ორი წლის წინ მეც დავეშვი, მაშინ ჟინვალი მეტად იყო დაგუბებული და ანანურამდე არ მისული შევედით მდგარ წყალში.

დაშვება მაგარი იყო. ერთ ადგილას სქელი მავთული იყო გადაჭიმული, ალბათ ადგილობრივები იმ მავთულის დახმარებით გადიან არაგვში, წინ მე ვიჯექი და ერთი შექეიფიანებული ამხანაგი, ის მავთული ვერც ერთმა ვერ დავინახეთ და უკანიდან რომ არ დაეყვირათ, მავთული, მავთულიო, პირდაპირ ყელით მივდიოდით. ისე ჩქერებზე დამიზნება როგორ გამოგდიოდათ? მარცხენა/მარჯვენა არ გეშლებოდათ? :) :wink:

დიდხანს ვცდილობდი რიონზე მოხვედრას, მარა, საშიშიაო. მე კიდევ მინდოდა ერთხელ მაინც გადმოვარდილიყავი ნავიდან. არ გამომივიდა :(

მერე გაჩერებულ წყალშიც ვცადეთ მუღამის დაჭერა, გალერებზე რომ უსვამენ, სინქრონულად და რიტმულად ისე გვინდოდა მარა მალე დაგვღალა, ნეტავი წლები როგორ ძლებდნენ მონები? :roll:

რაფტინგი

Posted: 29 ივნ 2004, 12:52
by lukrecia
ეს გვალვა სუფთა დედამთილაა რა....სულ ზუზინებს,ბუზღუნებს,წუწუნებს და წესრიგს ამყარებს.იმას იქ რა უნდა,ამას აქ რა უნდა...ვაახ....

რაფტინგი

Posted: 30 ივნ 2004, 09:22
by Gvalva
შენ მარცხენა/მარჯვენა გეშლებოდა თუ არა ის გეთქვა ჯობდა, ჩემი ბუზღუნ/ზუზუნის კრიტიკას :)))

ვეცდები გამოვსწორდე :oops: , თუმცაღა ვერ უყურებ რამხელა ზურგჩანთა მკიდია, დიდი იმედი არ გქონდეთ :lol: ...

რაფტინგი

Posted: 06 ივლ 2004, 16:04
by lukrecia
მარცხენა-მარჯვენა აგერ უკვე ოციოდე წელია აღარ მეშლება. :lol: ან მეტი კიდევ.ჩქერების დამიზნებას რაც შეეხება,ეგეც მშვენივრად გამოგვდიოდა.ცოტა დიდი ჩქერები რომ ყოფილიყო ვაფშე გაასწორებდა.და საერთოდ ამ ზაფხულს სად მივდივარ იცით?სპელეო-ექსპედიციაში.წყალტუბოს მღვიმეები უნდა დავლაშქრო.ხომ მაგარიააააა

რაფტინგი

Posted: 07 ივლ 2004, 06:46
by Wanderer
lukrecia
ვაააააა. შენ უკვე 20 წელია აღარა ხუმრობ აი :D მღვმეების დალაშქვრაც ძალიან საინტერესოა ! საიდან იჩითები ეგეთ ამბებში ?!

რაფტინგი

Posted: 07 ივლ 2004, 09:10
by Gvalva
lukrecia,
ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ გადავწყვიტე მამუკა ნიკოლაძესთან დიდი მოკითხვა დაგაბარო :wink: :lol:

რაფტინგი

Posted: 08 ივლ 2004, 16:50
by lukrecia
ჰმ...................
გადავცემ.
:lol:

რაფტინგი

Posted: 08 ივლ 2004, 16:54
by lukrecia
არა,უნდა გავშიფრო ჩემი წინა წერილი.გვალვას ბოლო შეტყობინების წაკითხვის შემდეგ ნებისმიერი გოგო დაიწყებდა:ვააა,შენ მამუკას იცნობ?,საიდან? ოი,ოი,უი,უი......დედა,რომელი ხარ?.....და ა.შ. მაგრამ მე ხომ არანებისმიერი გოგო ვარ!
თუმცა მაინც ვიგოგოვე თუნდაც ეს რომ დავწერე იმიტომ.
ვოტ!

რაფტინგი

Posted: 08 ივლ 2004, 20:35
by Wanderer
lukrecia
ნწ. ნწ. ნწ. გოგოობა როგორ შეიძლება კაცო ! გოგო ხარ თუ არა ხარ გოგო, მაინც არ უნდა იგოგოვო ! :D :D :D

რაფტინგი

Posted: 09 ივლ 2004, 08:15
by Gvalva
Lukrecia, არა უშავს, არანებისმიერი გოგოც კი ხანდახან გოგოობს ხოლმე, და რადგან შენ უკვე იგოგოვე (ასეთი მსხვერპლი გაიღე:)) გეტყვი რომ მე ისა ვარ, ამ რამდენიმე წლის წინ მღვიმეებში რომ კამერით იღებდა-თქო :)

რაფტინგი

Posted: 09 ივლ 2004, 08:17
by Gvalva
ნწ. ნწ. ნწ. გოგოობა როგორ შეიძლება კაცო ! გოგო ხარ თუ არა ხარ გოგო, მაინც არ უნდა იგოგოვო !
რაღა არ ვქენი, ბინოკლითაც ჩავიხედე და მაინც ვერ ჩავწვდი :oops: :მაგრა მრცხვენია:

რაფტინგი

Posted: 12 ივლ 2004, 19:05
by yoko
გოგო ხარ თუ არა ხარ გოგო, მაინც არ უნდა იგოგოვო !
ორიენტაციის შეცვლაზეა ბაასი? :roll: :oops: