Page 1 of 2
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 21:53
by qvevri
მოგეხსენებათ როგორი საინტერესო სამსახური მაქვს, ამის გამოისობით ძლიან ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა სადაც გარდა ჩემი პირადი სამსახურებრივი საქმისა სხვასაც ბევრ საინტერესოს ვნახულობ ხოლმე, რასაც დიდი სიამოვნებით ვასურათებ, ვიმახსოვრებ და სიამოვნებით ვთავაზობ მათ ვინც შეიძლება ამ მასალით დაინტერესდეს. და აი გასულ კვირას გურიაში გახლდით. ძირითადად ვიყავი ოზურგეთის რაიონში, მაგრამ მიზეზთა გამო ლანჩხუთშიც გადავედი. აკეთი და აცანა სწორედ ლანჩხუთის რაიონის სოფლებია სადაც გაგებული მქონდა, რომ ძველ დროში ძალიან ხარისხიანი ქვევრები უმზადებიათ, ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიაშიც მქონდა საუბარი და ამავე ბმულს აქაც დავდებ
პირველი ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=FA_G6pkEi-0
და ესეც მეორე ნაწილი
http://www.youtube.com/watch?v=e_N-dozoReM
მოკლედ გავწიე ამ სოფლებისაკენ და არც მინანია, მართლაც ძლიან განთქმული ყოფილა აქაურობა ჯერ კიდევ ახლო წარსულში მექვევრეობითა და ზოგადად მეთუნეობით. ამ ადგილებში მზადდებოდა მეთუნეობის ხუთივე პროდუქცია: აგური, კრამიტი, ქვევრი, თონე და ჭურჭელი. ამჟამად ამ ადგილებში მხოლოდ ორი მექვევრეღაა შემორჩენილები გვარად ჩხაიძეები, მაგრამ სანამ ამ მექვევრეებთან მივაღწევდი გზაში აი რა მოხდა:
გადავედით მდინარე ნატანებზე და წყალში მოჭყუმპალავე აი ეს ბიჭები დავინახე, რომლებიც ცხენებს აბანავებდნენ

შემდეგ სოფელ აკეთში კარზე მივადექი ერთ კარგ მეფუტკრესა და კარგ კაცს თამაზ ღლონტს, საკმაოდ გამოცდილი მეფუტკრეა და კაი მოსწრებული ენაცა აქვს.

სახლშიც შემიპატიჟა და სანამ მეგზურად გამომყვებოდა თავისი სახლეული დამათვალიერებინა და ბევრიც საინტერესო ნამახა.

ეს კაძახი ბაბუამისია. ეს სურათი შარშან ტურიზმის გამოფენაზეც ქონიათ ჩამოტანილი. ისე როგორც შვილიშვილმა მითხრა ბაბუამისზე, იგი ძალიან კარგი კაცი ყოფილა.

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:02
by qvevri
მანვე მანახა თავისსავე სახლში აკეთური კრამიტის მოსაჭრელი "თარგი". ეს სწორედ ეს თარგი გახლავთ. ხელითაა ნაჭედი რკინისაგან. ამიხსნა კიდეც თუ როგორ მზადდებოდა კრამიტი.

ამის შემდეგ გამომყვა და ერთად გავემართეთ ადგილობრივი მეთუმეების სანახავად და ამ საქმის ძირეულად შესასწავლად. გზად სოფელ აკეთშივე ვნახეთ ეს საინტერესო ტაძარი, რომელზეც მითხრა, რომ ეს ტაძარი თავდაპირველად მდგარა აჭარაში და აღარ მახსოვს რის გამო, მაგრამ იქ დაუშლიათ და ათეულობით ურმებით გურიაში გადმოუტანიათ და აქ აუშენებიათ.

შესასვლელ კარზე აი რა საინტერესო ჩუქურთმა აქვს. ჩუქურთმის ქვედა ნაწილში ორი გველეშაპია გამოსახული, რომელთა პირიდან ამოდის საინტერესო შინაარსის მქონე ორნამენტიანი ფრაგმენტები, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი ახსნა ექნება, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ხოლო ზემოთ, ჯვრის აქეთ იქით თქვენ ხედავთ ან სერაფიმებს ან ქერუბიმებს...

ასეთივე ხასიათის ჩუქურთმა, რომელიც გურიაშივე ვნახე ამავ გასვლის დროს. ისე თუ დააკვირდებით ფაქტიურად ერთი და იგივე ჩუქურთმებია...

ტაძარზევე დაშენებული სამრეკლო, რომელიც ჩამონგრეულია

ამ სამრეკლოზე ტაძრის კედლებში შიდა კიბე ადიოდა

დამეთანხმებით, რომ ძალზედ საინტერესო ტაძარია

საკურთხეველი შიგნიდან

პილიასტრი

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:11
by qvevri
ეს კი ახლად აშენებული ტაძარია სოფელ აცანაში, ამავე სოფელს გვერდზე ჩამოუდის მდინარე "აცაურა".

სწორედ მის ეზოში შევნიშნე პირველად აცანაში დამზადებული ქვევრები, რამაც ცოტა არ იყოს გული ამიჩქროლა

ტაძრის ეზოკარი ძალიან ლამაზადაა მოწყობილი.

სოფელ აცანას ხედი.

ეს კოპწია სახლიც ამავე სოფელში დგას. აი სწორედ აცანაში დამზადებული კრამიტითაა დახურული ეს სახლი

მერე კი მივადექით სოფელ აცანაში ქვევრების ოსტატს, ამზადებს ასევე თონეებსა და ჭის გვიმებს. საკმაოდ ხნიერი კაცია. სამწუხაროდ მიმდევრები აღარა ყავს. მისსავე მეზობლად ცხოვრობს მისი ბიძაშვილი და ეს ორნიღა შემორჩნენ. სოფელ აცანაში არის ერთი ადგილი თუ უბანი, რომელსახ ქვია "ტელმანი" და ეს მექვევრეებიც სწორედ ამ ადგილას ცხოვრობენ.
ეს მისი ნახელავი ქვევრებია

დააკვირდით, როგორი განსხვავებული ფაქტუერბი აქვს ქვევრებს გარედან... ასეთ რამეს გარდა აცანა-აკეთის ქვევრებისა ვერსად ნახავთ.

თავად მექვევრე ჩხაიძე მამული თავის ქურასთან.

ჭურუკები

მისი თქმით ეს არის ყველაზე დიდი ზომის ქვევრი, რაც კი მას დაუმზადებია. სავარაუდოდ იქნება 1500 ლიტრის ტევადობის.

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:14
by qvevri
აქვე გთავაზობთ ბმულს სადაც მექვევრე ჩხაიძე მამული თავად საუბრობს თავის საქმეზე.
http://www.youtube.com/watch?v=vaKrBNTXCOw
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:20
by qvevri
ვინ იცის რამდენი ქვევრი დაუმზადებია ამ მადლიან კაცს....

ეს კი თავისი დამზადებული დამღებია, რომლითაც იგი სხვადასხვა ჭურჭელს ამკობს

თიხა, რომლითაც მზადდება სხვადასხვა ჭურჭელი

გამოვემშვიდობეთ ჩვენს მასპინძელს, რომელმაც მართალია "თითო ოტკაზე შეგვიპაიჟა", მაგრამ დროის უქონლობის გამო წამოვედით

წამოვედით და გამოვიარეთ სოფელი მამათი, ალბათ გახსოვს ეს ჩვენთვის ძალზედ ავბედითი და საბედისწერო სოფელი ხომკი
ეს კლესია ამავე სოფელშI ვიღაც მადლიან აუშენებია, (ნეტა ეს ტაძარი იმ კაცს 50 წლის წინათ აეშენებინა იქნებდა...)

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:29
by qvevri
დავბრუნდით სოფელ აკეთში სადაც გავესაუბრეთ ადგილობრივ მეთუნეებსაც

ეს კაცი იმ ადგილებისაკე გაგვიძღვა საიდანაც ამ ორ სოფელს თიხა მიქონდათ და მიაქვთ დღესაც. ეს უშუალოდ ის ადგილებია საიდანაც თიხას იღებენ. ამავე კაცის თქმით პირადად მას აქედან ექნება ასე 80--100 მანქანა მიწა ამოღებული....

აკეთში უბრალო საქათმეც კი კრამიტით ყოფილა დახურული

ესეც აკეთური კრამიტი

რომელიც ამ კაცის ხელით ყოფილა დამზადებული. მისივე თქმით მას შეეძლო დღეში 200-250 კრამიტის დამზადება, რომლის ფასი დაახლოებით 30 კაპიკი ყოფილა

ესეც თავად მეკრამიტე მისსავე დამზადებული კრამიტით ხელში. ამჟამად აკეთში აღარავინ ამზადებს კრამიტს და ეს საქმე მთლიანად ჩაკვდა.

მერე სადღაცა წავიდა და მჭადი და ყველი და ადესა გამოიტანა და თითო დავილოცეთ

მერე მარანშI ჩაგვიყვანა

მჭადის მარაგები

ეს კი ამავე სოეფლში დამზადებული აგურის ნატეხია, რომელზეც ჯვრის სახის დამღები ყოფილა დასმული

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:44
by qvevri
ჩემი მუზეუმიასთვის ძლიან მინდოდა რაიმე აქაური ექსპონატის ნახვა და შოვნა და ყველას ვეკითხებოდი რაიმე ძველი ნაკეთობა ხომ არ მოგეძებნებათ-მეთქი... მერე ჩემმა გამყოლმა თვისი ჩაფები მანახა.

ესენი ჩემი წინაპრების ნაქონიაო და ამას ვერა, მაგრამ აი ამას კი გაჩუქებო და ერთი აკეთური ჩაფი და ორი კრამიტი მაჩუქა, რამაც უსაზღვროდ გამაახრა, დავიიღლიავე და წამოვედი. ეხლა ეს ექსპონატები ჩემს მუზეუმს ამშვენებს.

აი ეს არის ნამდვილი აკეთური ჩაფი, რომელსაც ადგილობრივები "ჭარიკას" უწოდებენ. ვვარაუდობ, რომ ეს სიტყვა მოდის სიტყვა "ჩარექიდან". ხოლო ქვემოთ ეს უხერხული გამონაზარდი "სხვა რამე" არ გეგონოთ

ესაა ხელის მოსაკიდი. სავსე ჩაფი ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩაფიდან ღვინოს ან ყურძნის წვენს ქვევრში ასხავენ ეს გამონაზარდი ძალიან გეხმარება თუკი მას ხელს ამოსდებ. გამჭრიახმა გურულებმა ამას ძალიან მალევე მიხვდნენ და დაიწყეს კიდევაც ჩაფებზე ამგვარი "რამეების" გაკეთება

ძალაიან სუფთა ნამუშევარია

ეს კი გიდელიცაა და "კუნჭულოც". გიდელი კი იცით რაც არის და "კუნჭულო" კი გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად. მას ჭაჭაში ჩაარჭობენ ქვევრში და შემდეგ კუნჭულოში გვერდითი ღარებიდან ღვინო შიგნით შედის ,რომელსაც იქიდან იოლად იღებენ.
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 22:51
by qvevri
ამის მერე ვიყავი ლიხაურში სადაც სოფლის სასაფლაოზე ვნახე ეს საინტერესო ტაძარი, რომელიც "გურული ტურის"
კარველებსაც უნახიათ თურმე.

ამ სამრეკლოზე აი ასეთი საინტერესო წარწერა და ვერძის თავია

ტაძარს გააჩნია ულამაზესი ჩუქურთმები

აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 17 ივნ 2009, 23:07
by qvevri
უკანა გზაზე ლანჩხუთშიც გავჩერდი ცოტა ხანი. გაგებული მქონდა, რომ აქაც ამზადებდა ვიღაცა ქვევრებს. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ყოფილა აცანელი მექვევრის ძმა, რომელიც საცხოვრებლად ლანჩხუთში გადმოსულა. თავად სახლში არ დამიხვდა და მის ვაჟს გავესაუბრე. ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ.
ეს დასალბობად წყალდასხმული თიხაა, რომელიც თურმე ასევე აკეთიდან მოაქვსთ. აქედან აკეთი იქნება ასე 10 კილომეტრში

მეთუმეს ბიჭი

ახლად დამზადებული ჭის გვიმები, რომლების შრობის პროცესშია. ერთ თვეში გაშრება და მერე გამოწვავენ.

ეს კი მისი ნაწარმი

ეზოკარი ამასაც კოხტად ქონდა მოწყობილი, ფუტკარიცა ყოლია

ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, რომ ერთმა მითხრა აქაურს ძველი თოფი აქვს გასაყიდიო და ხომ არ დაინტერესდებიო... რომ ვნახე მართლაც ძველი აღმოჩნდა. მე მეგონა საქმე მაჭახელასთან მქომდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა თუმცა ეს თოფი დამზადებული ყოფილა 1850-იან წლებში. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს თოფი, რომელიც საკმაოდ დაზიამებულია და აღდგენა უნდა ეხლა ჩემი საკუთერბაა. აი ამ კაცისაგან წამოვიღე, როგორც ჩანს ძველი ფირალის კუთვნილება უნდა იყოს...

გამოუდექი გზას და წამოვედი სახლში ფრიად კმაყოფილი. დზად მაქათუბანში გავჩერდი წამით, ნახეთ რა აუხვავებიათ

და ბოლოს ტოროლა, რომელიც მცხეთასთან მოახლოვებულს შემომხვდა.

ასე დასრულდა ჩემი მოგზაურობა გურიაში, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სხვა გასვლებისა არ იყოს. ჭირი იქა ლხინი აქა.
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 18 ივნ 2009, 23:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri
ვაჰ შენ გენაცვალე.
ოქროს კაცი ხარ.
იმედია, გურიაში ისევ იმოგზაურებ.
სანახავი ძნ ბევრია.
მომავლ აღდგომას ველი, რომ შუხუთში ჩავიდე და ლელობურთს ვუყურო.
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 18 ივნ 2009, 23:59
by Monadire
მომილოცავს შენაძენი!
ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ
და ეს რა არის?
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 19 ივნ 2009, 00:41
by anano
დავტკბი მონათხრობით.....
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 19 ივნ 2009, 00:50
by guruli
ქვევრი, შენ გაიხარე, ჩემს კუთხეში ყოფილხარ!

აკეთი და აცანა დაბლაა, ჩემი სოფელი კი ზევითაა - აღმოსავლეთით, ხევისწყალას ხეობაში, შენი ვანისკენ, მაგრამ გურია გურიაა.
გადავედით მდინარე სუფსაზე და წყალში მოჭყუმპალავე აი ეს ბიჭები ადვინახე, რომლებიც ცხენებს აბანავებდნენ
დავბერდი ამ ხნის კაცი და მამფერი არ გამიგონია აფერი!

რას არ მეიგონებენ აი გურულები!

ეტრყობა, წყალში გატოპვა დეეზარენ და მაი ამბავი მეიფიქრენ.
შესასვლელ კარზე აი რა საინტერესო ჩუქურთმა აქვს
მართლა რა საინტერესო ჩუქურთმაა!
დააკვირდით, როგორი განსხვავებული ფაქტუერბი აქვს ქვევრებს გარედან...
მართლაც რა უცნაური და ორიგინალურია! თუმცა არა მარტო ეგენი - ის დოქები, ჭის გვიმებიც ფრიად ორიგინალურებია!

მასეთები არ მინახავს.
მოკლედ, უვარგათ გურულ მეთუნეებს გემოვნება. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მასეთ ნივთებს სახლში.
აი ეს არის ნამდვილი აკეთური ჩაფი, რომელსაც ადგილობრივები "ჭარიკას" უწოდებენ.
ჩვენსკენ მაგას ჩაფს ვეძახით. ჩარექას - ნაკლებად, აი, ჭარიკა კი ლანჩხუთური დიალექტია. მაგათი მეტყველება მნიშვნელოვნად განხსხვავდება ჩვენებურისგან - სიტყვებიც და დიქციაც.
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს თოფი, რომელიც საკმაოდ დაზიამებულია და აღდგენა უნდა ეხლა ჩემი საკუთერბაა.
ლა თოფია, ლა თოფი!!!
მშვიდობაში!
Monadire
და ეს რა არის?
ჭის მიწის ზედა ნაწილი. ჭის ყელი რაა - მრგვალი რაღაც რომ ადგას ჭას თავზე.
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 19 ივნ 2009, 01:06
by Monadire
ეგრე თუ ერქვა არ ვიცოდი.
გაიხარე გურულო
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09
Posted: 19 ივნ 2009, 22:05
by qvevri
Monadire wrote:მომილოცავს შენაძენი!
ამჟამად თურმე მეთუნე ჭის გვეიმებს ამზადებს მხოლოდ
და ეს რა არის?
აი ეს არის ჭის გვიმი უკვე მუშა მდგომარეობაში.
