აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by GOGONA » 27 ივნ 2009, 16:57

qvevri wrote:Image
სახლშიც შემიპატიჟა და სანამ მეგზურად გამომყვებოდა თავისი სახლეული დამათვალიერებინა და ბევრიც საინტერესო ნამახა.
[/img]
ეს რა კაცი გაგიცვნია :D
ძალიან გამახარა თამაზის აქ ნახვამ :D

თაფლი თუ გაუსინჯე?

მე ერთხელ ვახსენე თაფლზე გახსნილ თემაში აკეთის თაფლი,
სწორედ თამაზ ღლონტის თაფლს ვგულისხმობდი :)

შეყვარებული ვარ მაგ თაფლზე და საერთოდ მაგ ოჯახზე :D

თამამად ვუწევ რეკომენდაციას მაგ თაფლს, სწორედ ახლა მის მეუღლეს, ლალის აქვს ჩამოტანილი წლევანდელი მაისის თაფლი,

გიო, ხომ არ გამიწყრები აქვე რომ მივუთითო თაფლის მსურველებს ლალის ნომერი? (თუ მასეა წავშლი :P )
899760411
Who is John Galt?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by lama » 27 ივნ 2009, 17:50

qvevri wrote:
საკურთხეველი შიგნიდან
Image
ძალიან საინტერესო რეპორტაჟია :)

ამ ფოტოს შუაში, ჩრდილი რაღაც სასწაულად ჩანს:

მუხლზე დამხობილი კაცი თითქოს ქალს თუ ანგელოზს რაღაცას ევედრებაო და ანგელოზსაც მისი გაწვდილი ხელები უპყრია ხელთ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 27 ივნ 2009, 21:12

GOGONA
რა არის აქ გასაწყრომი? ეს მხოლოდ მისასალმებელია.
lama
ეხლა დავაკვირდი და მართლაც საინტერესო ჩრდილია.

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by okulone » 30 ივნ 2009, 21:04

qvevri wrote:Image
რა ლამაზებია, განსაკუთრებით პირველი ორი :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 30 ივნ 2009, 21:15

okulone
როგორც მითხრა ესყოფილა მხოლოდ "ნარჩენი" და რაც კარგები ქონია გაუყიდია.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 22 ივლ 2009, 14:52

ეს სახლი არის სოფელი აცანადან და ამჟამად დგას ეთნოგრაფიულ მუზეუმში
სახურავი ადგილობრივი კრამიტითაა გადახურული. ეკუთვნოდა დ. ჩხაიძეს
Image

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ivane Goliadze » 06 აგვ 2009, 16:57

qvevri
ვახ ჩემი სოფელი :)
ახლა გუგლიში ვიპოვე ეს თემა

ტელმანში მაქვს ზუსტად სახლი.

ბაბუაჩემის ბაბუა იყო მოსე ჩხაიძე, რომელიც მისდევდა მაგ საქმეს. მას ძალიან დიდი ტერიტორია ქონია და თავისივე ეზოდან აღებული მიწით ახეთებდა თურმე ქვევრებს და თონეებს.
მერე კომუნისტებს წაურთმევიათ მიწები.

ის ტერიტორია სადაც იგი ქვევრებს აკეთებდა ჩვენი ჭიშკრის პირდაპირაა და მას დღესაც თორნეს ეძახიან(ანუ ადგილს სადაც თიხას წვავდნენ)
სამწუხაროდ დღეს იქ ბოსტანი გვაქვს და არაფერია სემორჩენილი იქედან
"თორნე" გზისპირას შემაღლებულზეა, გურულად ამ სემაღლებას კოდმეს ეძახიან. ხოლო ამ ეზოს ქვემოთ გზისპირას წყარო გამოდის, რომელსაც მოსეს წყარო ქვია.

გუშინ ჩამოვედი აცანიდან. ზალიან მიყვარს იქაურობა, ბავშვობის ყოველი ზაფხულის ორი თვე მაინც მექნება გატარებული აცანაში.

ტელმანს აქვს კიდევ ერთი სიმდიდრე (თემას ავცდი მაგრამ არაუსავს). ეკლესიიდან რომ მამათისკენ გაუყვები გზას ერთ 400- 450 მეტრში გზიდან მარცხნივ არის საქვიხიას ჩანჩქერი. ჩანჩქერი სიდიდით არ გამოირჩევა, მაგრამ ზალიან ლამაზია და სასიამოვნოა მისი მონახულება. ჩანჩქერები კიბისმაგვარ საფეხურებრივ სისტემას ქმნიან. ამ სისტემის შუაში არის დიდი ქვაბული, სადაც დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორტოტად გაყოფილი ჩანჩქერი. ქვაბულის სიღრმეც დაახლოებით 3 მეტრი იქნება, სიფართე 6-7 მეტრი. ნაპირი თითქმის არ არის. მხოლოდ სიპ ქვაში გამოკვეთილი ბილიკი. ცანჩქერი გზიდან დაახლოებით 10 მეტრითაა დაშორებული, მაგრამ 30 მეტრის სიღრმის ხეობაში უნდა ჩახვიდე, გზიდან ვერც წარმოიდგენ თუ აქ ასეთი რამე შეიძლება იყოს. ეს მდინარე ფაქტიურად უსახელოა, იგი აცაურას მარჯვენა შენაკადია და გამოირჩევა წყლის გრილი ტემპერატურით. აცაურა კი ძალიან ცხელია. ჩანჩქერების ტერიტორიაზე ტემპერატურა ზაფხულში მკვეთრად დაბალია ზევითა ტემპერატურაზე. განსხვავება მე თვითონ გავზომე, როცა სოფელში 30 გრადუსი იყო, საქვიხიას ჩანჩქერთან 21 გრადუსი აჩვენა თერმომეტრმა. ამ ცანჩქერში ლამაა ნაჭყუმპალავები და პაუნაც :D

მოკლედ ულამაზესი სოფელია ჩემი აცანა.


ეს კი ხედი ჩემი აივნიდან. აცანა გუსინ დილით 6 საატზე :)
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ninukala » 06 აგვ 2009, 17:02

Roger Waters(vanichkebi)
ლამაზია....
ვანო ჩანჩქერის ფოტოები არ გაქვს? ისე დაახასიათე ნახვა მოგინდება კაცს... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ivane Goliadze » 06 აგვ 2009, 17:02

ჩანჩქერის ფოტოებს მოვძებნი და დავდებ. მგონი უნდა მქონდეს. სიბნელეა და ძნელი გადასაღევია. თან ჩანჩქერთან 2 წელია არ ჩავსულვარ :(

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ivane Goliadze » 06 აგვ 2009, 17:33

ჯერ გუგლის რულას დავდებ
წითლად ტელმანის ეკლესიაა აღნიშნული
წლურჯად ჩემი სახლი
ყვითლად "თორნე"
და მწვანედ საქვიხიის ჩანჩქერი
Image

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ivane Goliadze » 06 აგვ 2009, 17:42

სამწუხაროდ ჩანჩქერის ფოტო ვერ აღმოვაჩინე ვერსად...
ეს ჩემი მეგობრის გადაღებული ფოტოა. ამის უკან იწყება ჩანჩქერი. ეს ხეობაა...
ფოტო ნიკა მჭედლიძის გადაღებულია იგივე ქონგურის :)

Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ninukala » 06 აგვ 2009, 18:10

ვანო ესეც ლამაზია და ჩანჩქერი წარმომიდგენია რა იქნება ;)
მართლაც მშვენიერია, საიმოვნებით ვიბანავებდი :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by qvevri » 06 აგვ 2009, 21:33

Roger Waters(vanichkebi)
ძალიან სასიხარულოა, რომ შენი მშობლიური სოფელი ყოფილა. დღემდე არ მავიწყდება იქაურობა. იმედი მაქვს კიდევ დადებ ორიოდე ფოტოს ამ ორი სოფლის შესახებ.

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
აკეთი, აცანა და სხვ. გურია 9--12.06.09

Post by Ivane Goliadze » 08 აგვ 2009, 23:57

ესეც ტელმანის პატარა ეკლესია ჩემი ეზოდან, უკან აცანის მთავარი ტაძრის გუმბათიც მოსჩანს
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]