Page 1 of 9
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:44
				by saskva
				იმის გამო რომ ჩვენს დიდ მწვადაობას გაგრძელება ქონდა მაინც გადავწყვიტე თემა გამეხსნა
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:45
				by saskva
				ვიყავით 7ნი: მე-saskva, saskva + გიო, თეო, Don, დათო, გოგა და პაატა 
შევიკრიბეთ დილას 10საათზე, შეხვედრის ადგილი სამთო ქიმია იყო სადაც კოლხი გოგო დამხვდა თანამშრომლებთან ერთად ლაშქრობაში მიდიოდნენ  
ბოლო საყიდლები ვიყიდე, მანქანაში ჩავალაგე, მალევე შევიკრიბეთ თუმცა დათომ დაიგვიანა და ცოტა ლოდინი მოგვიწია. არც გოგამ გამოიჩინა ამ ჯერზე თავი პუნქტუალობით, არევია და 10ის მაგივრად 11 ეგონა შეხვედრის დრო. ლოდინი ბევრ დროს დაგვაკარგინებდა ამიტომ ჩვენ წავედით და გოგა უკვე ადგილზე საგურამოს ბავშვთა სახლში შემოგვიერთდა. 
11:45ზე საგურამოში ვიყავით, ჩატანილი საჩუქრები, ხორცი, პური, ლიმონათები და ა.შ. დავაბინავეთ და თამაში გავაჩაღეთ. რაც ბავშობაში არ მითამაშია ის თამაშები ვითამაშე მემგონი  დაჭერობანაო, გაშეშობანაო, წრეში ბურთი, ბანბინქტონი, რარაც დენ დენ ჯულის მაგვარი    ოღონდ ძალიან უცხო და სახალისო ტექსტით, რომელიც გოგოებს ძალიან მოგვეწონა და ბავშვებს ხშირად ვამეორებინეთ     წეროები მიფრინავენ ვითამაშეთ ასევე 40კაცზე და ძალიან ძალიან ბევრი ვიხალისეთ. ამასობაში ბავშვთა სახლის დირექტორი ქალბატონი ლალი და გოგაც შემოგვიერთდნენ. გადავწყვიტეთ მუზეუმში წაგვეყვანა ბავშვები და გავემართეთ კიდეც. ფეხით მალევე ხალის ხალისით ავედით, გზად გოგამ სირბილის კონკურსიც მოაწყო და ბავშვებს იგავიც წაუკითხა. მუზეუმი დავატვალიერეთ, ფილმიც გვაყურებინეს და მალევე გამოვემართეთ უკან, წინ ხომ დიდი მწვადაობა გველოდა
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:45
				by saskva
				
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:45
				by saskva
				ბავშვები კარგად დანაყრდნენ და ეზოსკენ გაიქცნენ თამაში გააგრძელეს, სუფრას კი ჩვენ, აღმზრდელები და ქალბატონი ლალი მივუსხედით. დავისვენეთ, ვიჭორავეთ, ვიმსჯელეთ და რა თქმა უნდა ისევ ბავშვებს შევუერთდით 
თურმე ჩვენ დასახვედრად მომზადებულან და პატარა კონცერტიც მოგვიწყვეს, გვიმღერეს, ლექსები წაგვიკითხეს. ისევ ვითამაშეთ, ხან ფეხბურთიო, ხან კუთხობანაო, ხან მგელობანაო და მოკლედ კარგად დავიღალეთ ყველანი  საყვარლებს ჩემთვის წინა დრეს ეზოს შემოსასვლელში ნახატი დაუხატიათ და ზედ დაუწერიათ ანი გვიყვარხარო, წამიყვანეს და დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი. 
წამოსვლის წინ მასწავლებლებთან ერთად ბავშვებს საჩუქრები გადავეცით, ძალიან გაუხარდათ, სამახსოვრო ჯგუფური ფოტო გადავიღეთ, დავპირდით რომ კიდევ ვესტუმრებოდით და წამოვედით 
ძალიან კარგი დრე იყო, დადებითი ემოციებით სავსე
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:45
				by saskva
				დიდი მადლობა ყველაფრისტვის აქციის ყველა მონაწილეს 
თეოს 
დონს 
პაატას 
გოგას 
დათოს 
ჩემ პლიუს გიოს 
ასევე ყველას ყველას ვინც თუმდაც ერთი ლარი დადო იმისთვის რომ ბავშვებისათვის სიხარული ეჩუქებინა 
ასევე მადლობა მთაშენკას, გულშემატკივრობისთვის, მირეკავდა და ამბებსაც მეკითხებოდა  
ცნობისათვის სულ შეგროვდა 350ლარი 
ამ თანხით ვიყიდე სამწვადე, ლიმონათები, ერთჯერადი ჭურჭელი, პური და დიდი მწვადაობისთვის საჭირო წვრილმანები 
ასევე ბავშვებს ვუყიდეთ საჩუქრათ სახატავი რვეულები, ფლომასტერები, ბისერები შრომის გაკვეთილებისთვის რაც მემგონი ყველაზე მეტად გაუხარდათ 
ასევე გავითვალისწინეთ დირექტორის, ქალბატონი ლალის თხოვნა და შევიძინეთ თმის ფენი 4ცალი. 
ბავშვებს ჩავუტანეთ ასევე სხვადასხვანაირი სათამაშოები რომლებიც ჩემ მეგობრებში შევაგროვე  დავატერორე რა
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:47
				by saskva
				აქვე გადმოვიტან იმ თემაში დატოვებულ სხვადასხვა კომენტარებს 
burdula wrote:ყოჩაღთ ხალხო,მაგრები ხართ.გაიხარეთ ამ კეთილი საქმისთვის  

 
Tamusia wrote:კააააარგია!!!
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:saskva
აი, ყოჩაღ.
რა გადასარევი ბავშვები იყვნენ.
უცბად დავმეგობრდით.
saskva wrote:სამწუხაროდ გოგამ და პაატამ ისე დაგვტოვეს რომ ცეცხლიც არ გვქონდა დანთებული. მათი წილი მწვადი დიდი ზარზეიმით ვჭამეთ ჩვენ 

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
 
ჰო, ჩვენ ჰომ მოწამეთაში დასუფთავების აქციაზე მივდიოდით და სხვა გზა არ გვქონდა.
თუმცა, იქ იმდენნი დაგტოვეთ, ეჭვი არ შეგვპარვია, რომ უჩვენოდაც ძნ იყოჩაღებდით.
მინაწერი:
დიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მწვადაობის ოეგანიზებისთვის შენ 3 ქულა
 
Naia wrote:saskva
რა ყოჩაღები ხართ!!!
მიხარია, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. აბა, ფოტოებიც გვაჩვენეთ
 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 14:47
				by saskva
				ხოდა დონ აბა ეხლა უკვე გელოდებით, გამოამზეურე ფოტოები და კომპრომატები 

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
PS. კომპრომატებამდე რომ მიხვალ პატარა შესვენება მოიწყე ერთ ორ სიტყვას ვიტყვი 

:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 18:00
				by burdula
				ჰხოოოდა ისა,შემოვედი თემაში და სურათები სადაა? 

 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 19:37
				by Don
				burdula
saskva
ხვალ... ელადეთ გაგრძელებას ხვალ...

:):)
 
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 04 მაი 2009, 23:04
				by ilia
				ფაქტები დაიდოსს  

 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 05 მაი 2009, 10:43
				by Don
				ilia
კიდე რა გინდა 

:):)
 
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 05 მაი 2009, 16:11
				by Don
				დრაა სურათებიც ვნახოთ...

:):)
 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 05 მაი 2009, 16:12
				by Don
				დავიწყებ სურათიტ რომელიც ბალაში გადავიღე მაგმამ ვფიქრობ რომ ესე ჯობია...
ყველა ერთად...

 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 05 მაი 2009, 16:15
				by Don
				
			 
			
					
				დიდი მწვადაობა და პატარა სიგიჟე 2მაისს 2009
				Posted: 05 მაი 2009, 16:15
				by Don