ჩემი სოფელი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 31 მარ 2009, 21:29

ეს არც ლაშქრობა ყოფილა და არც - კარავული გასვლა. ეს უფრო "უძღები შვილის" დაბრუნება იყო :D - ახალი წლის მერე პირველად ჩავედი ჩემ სოფელში და, თქვენის ნებართვით, რამდენიმე ფოტოს დავდებ სათანადო კომენტარებით. ვფიქრობ, გაზაფხულის სუნთქვა ყველას გაინტერესებთ და არა მგონია, კარავის რამე წესს ვარღვევდე.
ჯერ ის ვთქვათ, რომ ესაა სოფელი ზემოხეთი ჩოხატაურის რაიონში, მთიან გურიაში. იგი გურიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთშია და ჩრდილოეთიდან სამტრედიის, აღმოსავლეთიდან კი ვანის რაიონებს ესაზღვრება. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია.
სამწუხაროდ, რაც იქ ვიყავი - დღენახევარი, სულ წვიმდა და სოფლის ყველაზე მაღალ მთებს ნისლი არ მოშორებია. ორშაბათ დილით, როცა მოვდიოდი, დილის 7,30-ზე მშვენიერი დარი გამოვიდა - მზეც ანათებდა და ის მთებიც კარგად ჩანდა, მაგრამ სულ რაღაც 15 წუთში ისევ ნისლებით დაიფარა და გადაღება ვერ მოვასწარი. ესაა სოფლის სამხრეთით გაწოლილ სერზე აღმართული მთები, რომლებიც ხევისწყალას და სუფის ხეობებს ერთმანეთისგან ჰყოფენ. ამიტომ სულ რამდენიმე კადრი გადავიღე.
დავიწყებ სოფლის ყველაზე ცნობილი ადგილით - ორკეს მთით, რომელიც საკულტო მთაცაა. ადრე მანდ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდგარა, რომელსაც კომუნისტები და ისიც გურულები რას უზამდნენ, კარგად მოგეხსენებათ. :roll: ეკლესიის ნანგრევები არა, მაგრამ ბავშვობაში მისი ქვები კი მახსოვს, ძველი ქართული წარწერებით. სამწუხაროდ, მაშინ მათ გასაშიფრად ძალიან პატარა ვიყავი, მერე კი ის ადგილი ტრაქტორით მოასწორეს და ქვები სად გადაყარეს, ვერაფრით ვიპოვე. :cry:
მაგ ნაძვნარის შიგნით მომცრო მინდორია და ეკლესიაც მანდ მდგარა. ორივე გიორგობას დიდი საეკლესიო დღესასწაული ხომ იმართებოდა, თურმე ყოველ შაბათ-კვირას "ჯარიანობა" იმართებოდა - ახალგაზრდობა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, "ბირჟაზე იკრიბებოდა. მაგრამ ეგ იმდენად ცნობილი სალოცავი ყოფილა არა მხოლოდ გურიის, არამედ მეზობელი ვანისა და სამტრედიის სოფლებისთვის, რომ თურმე გიორგობაზეც და ჯარიანობაზეც იმერეთის მთელი მიმდებარე სოფლებიდანაც კი გადმოდიოდნენ. როგორც უფროსებისგან გამიგონია, იმ ომიანობის, გაჭირვების და სიღარიბის წლებში მაგ მხარის ახალგაზრდების ერთადერთი გასართობი ეგ ყოფილა და კვირიდან კვირამდე ისე ემზადებოდნენ, როგორც კარაველები ემზადებიან სალაშქროდ, სათხილამუროდ, სახინკლაოდ და ა.შ. :) მით უფრო, ჯარიანობას მუდამ ბლომად ხალხი იკრიბებოდა თურმე.
დღეს მაქაურობას საკულტო დანიშნულება ნაკლებად შერჩა, ძველმა ჯარიანობამ კი ფორმა იცვალა და ჯოკერ-მოკერ- ბირჟებად გარდაიქმნა, მაგრამ ადგილობრივთათვის მთა მაინც იმდენად წმინდაა, მაგ ნაძვნარს სოფელი უვლის და მანდ ხეების მოჭრა ან რამე ამგვარი გამორიცხულია.
მგონი, ულამაზო მთა არც გარედან ჩანს, მაგრამ გაცილებით ლამაზია შიგნიდან. ერთხელ სოფელში სტუმრად მყოფი მოხევე წავიყვანე, რომელსაც სოფელი ხომ მოეწონა და მაქაურობაზე ლამის დამუნჯდა. საღამოს ავედით, როცა მზე ჩადიოდა. მაგ მწვერვალზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა და დასავლეთიდან ჩამავალი მზის ალისფერი სხივები ირიბად რომ იჭრებოდნენ ნაძვის ტოტებში, მართლა იმდენად ლამაზი იყო, გავოგნდით. იმ ბიჭმა როდის-როდის ამოილაპარაკა, ასეთი სილამაზე არ მინახავსო. საერთოიდ, ამბობდა, მთები არ მიკვირსო, მაგრამ ჩემს სოფელში ასეთი მრავალფეროვნება და ასეთი სილამაზე არ არისო.
ორკეს მთას ადგილობრივები აგარაკსაც ვეძახით და მაქაურობა ადრე მართლაც საკურორტო-დასასვენებელი ადგილი ყოფილა. სოფლის ერთი უხუცესი მიამბობდა, ჩემს ბავშვობაში მახსოვს, მანდ კოტეჯები რომ იდგა და ხალხი მოდიოდა დასასვენებლადო. მანდ წყალი არაა და თურმე ეს და მისი ძმა ურმებით და კასრებით ეზიდებოდნენ სასმელ წყალს. იმ კაცმა ისიც მითხრა, იმ კოტეჟების გარშემო დიდი, ღრმა თხრილები იყო გავლებულიო და დანიშნულება რომ ვიკითხე, მიპასუხეს, თურქთა შემოსევებისას თავდაცვითი როლი ეკისრებოდაო. სამწუხაროდ, ისტორიას მსგავს ამბებზე თითქმის არაფერი შემოუნახავს, მაგრამ სოფლის სხვა მცხოვრებმა ბავშვობაში გაგონილიც მიამბო, როგორ გაუტაციათ თურქებს ვიღაც ბავშვი; როგორ დაკავშირებია პატრონი ხევში სახალხო გმირს, მდევარი ლაშქრის უფროს ბუღარა მამალაძეს, რომელიც ბახმაროს გადასასვლელში დახვედრია მტერს და ბავშვი წაურთმევია. სამწუხაროდ, ამ მოხუცმა იმ ბავშვის ვინაობა არ იცოდა და ვერც ის გავარკვიე, ახლაც ცხოვრობდნენ თუ არა სოფელში მისი შთამომავლები.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ორკეს მთას, რომელიც ორად ჰყოფს ზემოხეთის თემში შემავალ პატარა სოფელ თხილაგანს. მარჯვნიდან გზა რომ ადის, ეგ გადადის მთის გადაღმა და მაქედანვეა მთაზე ასასვლელიც. თხილაგანში სულ თავაძეები ცხოვრობენ - გვარი მაქედანაა წარმოშობით. უკვე სხვა გვარებიც არიან, მაგრამ უკლებლივ ყველა ჩასიძებულია ან ნაშვილები თავაძეებში. ჩვენი ოჯახიც მაქაურია, მაგრამ რამდენიმე თაობის წინ ვინმე პაპუნა თავაძე დაბლა, ზემოხეთის ცენტრში გადასახლებულა, სადაც ახლა მის ნაგრამზე 10-მდე ოჯახი ვართ. სამწუხაროდ, თხილაგანში იქაურ ნათესაობასთან კავშირი გაწყვეტილია, თუმცა იქ რომ ავდივარ, ასე მგონია, ფესვებს ვუბრუნდები - ირგვლივ ყველგან თავაძეა (თუმცა ახლა მოსახლეობა ძაან ცოტა დარჩა) და ყველა ნათესავი მგონია. :)
სხვათა შორის, სამცხის ათაბაგ მაკენას ბებიაც მაქაური იყო - თხილაგნიდან, ისიც ჩემი მოგვარე. ამჟამად სოფლის უხუცესი მცხოვრებიც თავაძეა - 105 წლის მერი თავაძე. საერთოდ, ჩემი გვარი თემშიც ყველაზე მრავალრიცხოვანია.
გურია-იმერეთის საზღვარი სწორედ თხილაგანზე გადის. ორკეს მთის მარცხენა მხარეს პატარა სერს ამჩნევთ - ეგ უკვე სამტრედიაა. მარჯვნიდანაც არის მთა, რომლის გადაღმაც ვანის სოფლებია, მაგრამ ახლა ის ნისლის გამო არ ჩანს.
Image
სოფლის ხედები ორკეს ფონზე.
Image

Image
Image
ესეც, უბრალოდ, ხედები, მაგრამ სულ სხვა მხარეს.
Image
Image
ეს მთა პატარაობისას იმდენად დიდი მეჩვენებოდა, მანდ ასვლაზე ვოცნებობდი. :D იგი ძალზე ახლოსაა ჩემს სახლთან, ფოტოზე კი ჩემი ეზოს ნაწილი ჩანს. გაზაფხულის ფერები თავისი ყვავილებით.
Image
სამწუხაროდ, გაზაფხული იმდენად ძალაში იყო შესული, ტყემლის ყვავილობას ვერ ჩავუსწარი. ეგ ერთ-ერთი ძირითადი კულტურაა და რომ აყვავდება, სოფელი სულ თეთრადაა გადაპენტილი და მისი არომატული სუნი გაგაბრუებთ. სამაგიეროდ, სხვა ხილები ჰყვაოდნენ.
მსხალი
Image
ატამი
Image
დარწმინებული ვარ, ეს ყვავილი ყველას ძალიან გიყვართ და სიამოვნებით მიირთმევთ, მაგრამ უმეტესობას ნანახი არ გექნებათ - ჯონჯოლი.
Image
გაზაფხულის ყვავილები - მაგნოლია.
Image
ჩემი ეზოს ნარცისები - გზა სახლიდან ჭიშკრამდე.
Image
იგივე გზა, ოღონად - ახლა საპირისპირო მიმართულებით.
Image
გაზაფხული სიცოცხლის საწყისიაო და ამ პატარების სიცოცხლეც გაზაფხულზე დაიწყო. სოფელში გაზაფხული ამათ გარეშე არ არსებობს.
Image
Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 21:33

შენ გაიხარე რა კარგი თემა გახსენი. გუშინ ჩამოვედი მეც სოფლიდან და ფოტოები მაქ. მოვიცლი მალე და დავდებ კადრებს.











იმერეთი ჩემი იმერეთიიიიიიიიიიიიიიიიი :)
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 31 მარ 2009, 21:37

Vanski - ჩასაფრებული იყავი? :D :D

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 21:41

guruli wrote:Vanski - ჩასაფრებული იყავი? :D :D




ზუსტად 10-იანში მოარტყი!




:wink:
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 21:56

ხოდა რა მინდა მოგიყვეთ. გუშინ ჩამოვედი სოფლიდან. ისე არ იყო ხეხილი აყვავებული როგორც მე მინდოდა, მაგრამ რაც იყო ეგ იყო. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფოტოს.

Image


ეს ჩემი ბიძაშვილია ცხვრებს მიდენის :wink:

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 21:58

ეს კიდე გორაკზე ვნახე მომეწონა და აჰაა თქვენც ნახეთ :wink:

Image


თუ არ ვცდები ბალია აყვავებული

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:02

კენტად მდგარი აყვავებული ტყემლის ხე.

Image

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:06

Image

აფეთქებული ატმის ტოტი

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:08

Image

Image

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი სოფელი

Post by guruli » 31 მარ 2009, 22:11

Vanski - შენთან გაზაფხული უფრო დაგვიანებულა, ვიდრე - ჩემთან. ჩვენსკენ ტყემალი, ბალი და ვაშლი უკვე დაყვავილებულია.

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:12

Image

Image


ობოლად ამოსული გვირილა

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:13

guruli wrote:Vanski - შენთან გაზაფხული უფრო დაგვიანებულა, ვიდრე - ჩემთან. ჩვენსკენ ტყემალი, ბალი და ვაშლი უკვე დაყვავილებულია.

ისა და არ იცი რო გურიაში გაზაფხული (და არამარტო გაზაფხული) ადრე რო მოდის? :D :D :D
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:16

Image

ისევ ატამი

Image

მსხალი

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:20

არ ვიცი რა ქვია ამ ყვავილებს

Image

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ჩემი სოფელი

Post by VANO » 31 მარ 2009, 22:24

Image

მშრომელი ფუტკარი

Image

ისევ მსხალი

Image
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]