Page 1 of 4

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 29 მარ 2009, 07:28
by chuna
"საქართველოს თავისუფალ დამსუფთავებელთა (მენაგვეთა) კავშირის" წევრების მიერ განხორციელდა კიდევ ერთი მოკრძალებული გასვლა დასუფთავების მიზნით!


აქციაში მონაწილეობა და თანაც უაქტიურესი, მიიღეს:

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ნიმფა
4. მთა მყვარებია
5. ანანო
6. KSOVRELI
7. ანანო კუნჭულია (ლამას სტუდენტი)
8. სალომე (ლამს სტუდენტი)
9. ელფი
10. ანანოს +
11 MIRANDA
12. ბურდულა
13 ბურდულას მეგობარი(დამაწიეთ სახელი)
14. ჭუნა
15. ოპტიმისტი -ნანა
16. GAMARJOBA SAKARTVELOს 3+ ნათია
17. თეკო
18. ნინო

იქ, ადგილზე კეხიჯვრის საჯარო სკოლის ბავშვები დაგვხვდნენ და მათაც მიიღეს მონაწილეობა სამწევრისის ორივე მონასტრის (დედათა და მამათა)
დასუფთავებაში!
ჩვენ განვაგრძეთ გზა ყინწვისისკენ, იქაც ბავშვები და სოფლის გამგებელი ბატონი ვიკენტი შემოგვიერთდა!

აქვე გეტყვით, რომ ამ კაცმა= ვიკენტიმ იმდენი იშრომა და ისე თავდაუზოგავად, რომ ჩვენ "პროფესიონალ" მენაგვეებს გვაჯობა!



ნაგვის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! არც ტომრები გვეყო, არც დრო და არც ენერგია, რომ იქაურ მთელ ნაგავს მოვრეოდით! არ დაგვიზოგავს თავები-ერთმანეთს არც კი ვეკონტაქტეთ საკმარისად, ისე თავაუღებლად ვმუშაობდით! რამდენიმე ადგილას ისეთი მრავალშრიანი ნაგავსაყრელები გამოვლინდა (არქეოლოგიური კულტურული ფენებივით :lol: ), რომ ერთ ადგილას მდგომებმა 2-3 საათის განმავლობაში უამრავი ტომარა გავავსეთ!


უამრავი ნაგავი მოგროვდა, მერე მანქანამ მოგვაკითხა და დავტვირთეთ!

ბერები გაოცებული იყვნენ ჩვენი "ქმედებით"! სახელიც ვერ შეურჩიეს, რა ერქვა ამას?

ყველაზე დიდი ჯილდო მათგან მივიღეთ- ტრაპეზზე მიგვიწვიეს, გაგვათბეს ღუმელთან და საპატიო სტუმებივით გვიმასპინძლეს მონასტრის საკვებითა და

იქვე დაჭერილი კალმახით! ეს რა თქმა უნდა იმათ დავაგემოვნეთ, ვინც არ ვმარხულობდით!


ცალკე დაგვიჭირეს თევზი და გამოგვატანეს!

"კარავმა" გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ეს კალმახები პრიზის სახით გადაეცა "საუკეთესო მუშაკს"-ბატონ ვიკენტის!


შემდეგ კი, გზაში მთავარი პრიზი გათამაშდა- "ოქროს ხელთათმანი". რომელიც საუკეთესო დამსუფთავებლისთვის იყო გოგას მიერ დაწესებული!

ფარული კენჭისყრით ხმების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს მთაშენკამ და ოპტიმისტმა! ამიტომ წყვილი ხელთათმანი გაიყო და თითო-თითო მიენიჭათ, რომელსაც ჩვენი ავტოგრაფები ამშვენებდა! :lol: :lol:

მამა სიმეონმა-ტაძრის წინამძღვარმა, ვისგანაც კურთხევა მივიღეთ გოგას ყინწვისის ანგელოსის ხატები და მონასტრის ბუკლეტები გამოატანა ყველასთვის!

მე ვთვლი, რომ კარგი გასვლა იყო ძალიან და დავსაჩუქრდით ყველაფრით!


მადლობა ყველას, ყველას!

განსაკუთრებული მადლობა GAMARJOBA SAKARTVELO-ს ასეთი ორგანიზებისა და თითოეულ ჩვენთაგანზე ზრუნვისათვის!


თუ როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი იხილეთ ამ ბმულზე:



http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3147

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 29 მარ 2009, 12:38
by burdula
გაიხარე ჭუნიკო ამ თემის გახნისთვის,მართლაც ვფიქრობ მშვენიერი საქმე გაკეთდა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტი იყო,რომ ყველამ თავდაუზოგავად იმუშავა.უდიდესი მადლი იყო როდესაც ტრაპეზზე მამა სიმეონემ და მისმა მორჩილებმა მიგვიწვიეს და მშვენივრად გაგვიმასპინძლდნენ.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ველი ნაგვის და მენაგვეების სურათებს :)

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 29 მარ 2009, 13:24
by Tamusia
მეც მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ისე, მინდა რა

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 29 მარ 2009, 14:11
by lama
დიდება, თქვენს დაბრუნებას :)

აბა ახლა დადეთ ფოტოები:

დასუფთავებამდე

და

დასუფთავების შემდეგ

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 29 მარ 2009, 23:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
chuna
აღტაცებული ვარ შენით.
რადგან ნაგვის ჩასაყრელ ტომრებზე შენ იზრუნე, ისიც გვითხარი,
რამდენი ტომარა გვქონდა?
საწევრისში მოსწავლეებმა 30 ტომარა გაავსეს.
ჩვენ რამდენი?

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 30 მარ 2009, 00:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
მომავალ წელს თუ ყინწვისის ტყეებში ბევრი მცენარე, მათ შორის - ია, ენძელა და
ფურისულა იხარებს, ამ აქციის დამსახურება იქნება.
წლობით მიწაში ფენა-ფენა ჩალაგებული ნაგვით გაწმენდილმა ნიადაგმა, უბრალოდ, ამოისუნთქა და გაიბადრა...

ეს ყველაფერი კგ, მაგრამ ჩვენ ყველა მაინც უკმაყოფილონი ვართ იმით, რომ იქაურობა
ბოლომდე ვერ გავწმინდეთ არასაკმარი ოდენობის დამსუფთავებლებისა და ტომრების გამო.
დაახლოებით ნახევარკიკომეტრიანი მანძილი და ხევები კვლავ დასასუფთავებელია

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 30 მარ 2009, 13:34
by anano
ძალიან დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ თითოეულმა ადამიანმა თავდაუზოგავად იმუშავა!!!!

..ფოტოებს ველი!

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 30 მარ 2009, 17:23
by burdula
anano wrote:ძალიან დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ თითოეულმა ადამიანმა თავდაუზოგავად იმუშავა!!!!

..ფოტოებს ველი!
კი მეც ფოტოებს ველი და როგორც მახსოვს შენი პლიუსიც იღებდა :P

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 00:41
by anano
ხალხო სადაა ფოტოებიიიიიიიიიიიიიი :(

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 00:42
by burdula
anano wrote:ხალხო სადაა ფოტოებიიიიიიიიიიიიიი :(
+1111111

როგორ მახსოვს იღებდნენ,მაგალითად მთაშენკა,მირანდა(მგონი)და შენი პლიუსი :D

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 01:17
by lama
ფოტოებიიიიიიიიიი

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 22:47
by ნიმფა
მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ფოტოების დაგვიანებისატVის.
ახლა ვე დავიწყებ ატვირთვას :)

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 22:52
by burdula
ნიმფა
დიდება შენს გამოჩენას :)

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 22:55
by ნიმფა
გზად მიმავალნი ლამამ გაგვაცილა, ფოტო მასალა მთაშენკას აქვს.:0

ეს უკვე მიკროავტობუსში ვართ.
მთაშენკამ ყველასგან ინტერვიუ აიღო, ველოდებით სტატიას მისგან:)

Image
Image

პირველად სამწვერისი მოვინახულეთ, კიდევაც წავიმუშავეთ, მონასტრის პატარა ნაკვეთი ქვებისგან გავწმინდეთ


Image
Image
Image

28.03.09 დასუფთავების აქცია ყინწვისსა და სამწევრისზე

Posted: 01 აპრ 2009, 23:03
by ნიმფა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image