Page 1 of 7
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 07 თებ 2009, 23:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქვათახევი-კავთისხევის ჯიპტურის დღევანდელმა მონაწილეებმა უკან დაბრუნებისას,
გადავწყვიტეთ, ხვალ დილით ფეინთბოლში გავივარჯიშოთ.
მოგეხსენებათ, 21 სურწყუნისს დიდი კარავული შეჯიბრი გვაქვს და თამაშზე მთლად
გამოუცდელი საზოგადოება რომ არ წარდგეს, ხვალ, დავითობას, ანუ, 8 სურწყუნისს წყნეთის ფრონტზე წავიდეთ.
ჰოდა, ვინც შიო მღვიმეში ვერ მიდის ან სხვა რიგ მიზეზთა გამო, დედაქალაქში რჩება,
გთავაზობთ, დილის 10ზე "ივერიასთან შეკრებას".
მანქანებით წყნეთში ავალთ, 11 სთზე თამაშს დავიწყებთ, ყველაზე დიდი - 2 სთ დავყობთ და 2ის ნახევარზე აქ ვიქნებით.
ბევრი მთაშენკას ბებიის გამოსვენებაზე წასვლას ვფიქრობთ. ამიტომ, ჩამოსვლას არ დავაგვიანებთ.
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 07 თებ 2009, 23:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
გიო-ჰორუსმა მოედანი იკვე დაჯავშნა.
11ზე თამაშს ვიწყებთ.
ჯერ-ჯერობით, წამომსვლეთა სია, ასე გამოიყურება:
1. კურუშ
2. დონე
3. ნაია
4. გამარჯობა საქართველო
5. გიო-ჰორუსი
6. ვარვარა
7. ზვიო
8. ...
ადგილები შეზღუდული არ არის.
შემოგვი1დით.
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 07 თებ 2009, 23:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ თამაშისა და შეჯიბრების თაობაზე, დეტალები ამ ბმულზე იხილეთ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2942&start=0
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 07 თებ 2009, 23:56
by teo-
ე მინდააა

არ წახვიდეთ რა

მერე მაშინ ჩვენ არ შეგვეჯიბროთ:P
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 00:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
teo- wrote:ე მინდააა

არ წახვიდეთ რა

მერე მაშინ ჩვენ არ შეგვეჯიბროთ:P
მერე?
თუ წამოსვლა გინდა, დილით დათქმულ ადგილზე მოდი
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 00:18
by Int3lig3nt
აუ სხვა გეგმები რომ არ მქონდეს, წამოვიდოდი...
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 00:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt wrote:აუ სხვა გეგმები რომ არ მქონდეს, წამოვიდოდი...
21ში მაინც შემოგვ1დი.
წინ დიდი სიამოვნება გელის
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 00:24
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
წინ დიდი სიამოვნება გელის
მჯერა
სულ მინდოდა მაგის თამაში

.
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 00:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
წინ დიდი სიამოვნება გელის
მჯერა
სულ მინდოდა მაგის თამაში

.
ეგებ და ხვალ მოახერხო წამოსვლა?
დიდი დრო არ მიაქვს.
თან, მანქანებით ავალ-ჩამოვალთ
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 01:23
by paata_
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 01:42
by Sarajistka
აუ მეც მინდა ვარჯიში, ისე ხომ წვავაგებ

არადა ხვალ ვმუშაობ, ამიტომ შიო მღვიმეშიც ვერ მივდივარ

და ვერც ვარჯიშობ. ეჰ...
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 02:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_
Sarajistka
დასანანია, რომ ვერ მოდიხართ.
ბევრს არაფერს დაკარგავთ.
აი, შეჯიბრს არ გამოაკლდეთ.
ახლა გავიქეცი, მეც დავიძინებ, რომ შეხვედრაზე არ დავიგვიანო
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 16:37
by Naia
უფ, ასეთი დაუნდობელი და სისხლისმღვრელი ბრძოლა მგონი პეინტბოლის ისტორიაში არ ყოფილა
დილის 10 სთ-ზე ივერიასთან შევიკრიბეთ:
მისტერ და მისის ჰორუსები, დონი, მიშა მინუსი, დათო, ზვიოს ფიფქია, ბაჭია, გოგა და მე. ცოტა ხანში გამოჩნდა დაგვიანებული
ზვიომეომარი, კუს ტბის ასახვევთან დაგვხვდა
ვარვარა და დავიძარით წყნეთისკენ.
წყნეთში უკვე გველოდებოდნენ. ჩავიცვით ფორმები, ჯავშანჟილეტები, აღვიჭურვეთ იარაღით და ბრძოლის ველისაკენ გავემართეთ.
მიშა რისი მინუსია თუ რამე არ აურია

ჰოდა, სწორედ ამის წყალობით ზვიო და გოგა გიოჰორუსის ჯგუფში მოხვდნენ, ზვიოს ფიფქია და მე კიდევ - მიშა მინუსის

თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა ძალიან გმირულად ვიბრძოდით, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მაინც წააგო

ბოლო თამაშში
გოგამ ნამდვილი დიდგორი მოგვიწყო: ზურგიდან წამოგვიარა და გზად ვინც შევხვდით არავინ არ დაგვინდო
მოკლედ, ძლიერ ვისიამოვნე

ახლა, მოუთმენლად ველი 21-ს

თუმცა, მანამდეც არ ვიტყოდი იქ ასვლაზე უარს.
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 08 თებ 2009, 22:45
by Georgian Rabbit
მუხანათობას ჰქონდა ადგილი.
ჰოდა
შუა ბრძოლის დროს რომ მიღებდნენ ფოტო სესიას და მეც რომ ვპოზირებდი, არ უნდა დაიდოს ის ფოტოები?
აჰ, კაი დღე იყო.
ფეინთბოლში გავარჯიშება ხვალ, 08.02.2009
Posted: 09 თებ 2009, 00:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
დღეს თამაში იყოოოოოოოოოოოო, დედა შვილს არ აიყვანდა.
მე2 დიდგორი მოვუწყეთ მოწინააღმდეგე გუნდს, რომელსაც "უმწიფარი პომიდვრები" შევარქვით ამ ფერის ნიღბების გამო.
ჩვენ შავი ნიღბები გვქონდა და სხვას რას დავირქმევდით, თუ არა - "შავ აფთრებს"?
ჰოდა, "აფთრებმა" 4:1 გაგლიჯეს "პომიდვრები".
თან, ჩვენ 5ნი ვიყავით, ისინი 6ნი.
აი, შემადგენლობა:
"შავი აფთრები":
გიოჰორუსი,
მისისჰორუსი,
ვარვარა,
ზვიომეომარი
გამარჯობა საქართველო
"უმწიფარი პომიდვრების" გუნდი:
მეფეთა მეფე კურუშ
დონე ალექს
ბაჭია
ნაია
დათო,
ფიფქია ქეთი