Page 1 of 5
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 00:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
გოზინაყის აქციის შემდეგ, გაჩნდა აზრი, დევნილებს თავინთი ტკივილის თუნდაც 2ოდე წთით დასავიწყებლად, სხვა აქციებიც შევთავაზოთ.
1-1 აქცია თათარის გაკეთებაა. შესაძლებელია, მას ჩურჩხულებიც მივაყოლოთ.
ლობოს მოთავეობით, თათარაობისთვის გორის რაიონის სოფელ საქაშეთში დროებით განსახლებული დევნილი ბავშვები შეირჩნენ.
4შაბათს, 4 სურწყუნისს (თებერვალს) დილის 10.29ზე აქციაში მონაწილეობის მსურველები სქიმიასთან ვიკრიბებით.
ვისაც წამოსვლა ვერ უხერხდება, შეუძლია, ბავშვებისთვის ნივთების შემოწირვა ან თათარაობისთვის ფულის გაღება.
საყიდელია ბადაგი, პურის ფქვილი და თუ საკმარისი ფული შეგროვდა, ნიგოზი ჩურჩხელებისთვის.
1 წამით დაფიქრდით, თქვენს მოწყალებას რამხელა ბედნიერება შეუძლია, აჩუქოს ბავშვს, რომელმაც მარიამობისთვის
ომში ყველაფერი დაკარგა.
მოდი, დავეხმაროთ, ბავშვებს
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 01:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქაშეთში 35მდე ბავშვია.
ვინმემ ჰომ არ იცის, თათარასთვის (ფელამუშში არ აგვერიოს) რა რაოდენობის
ბადაგი და პურის ფქვილია საჭირო?
ბადაგს ჩურჩხელებისთვის ჯერ არ ვითვალისწინებ
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 01:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოველ შემთხვევაში, იხილეთ სოფელ საქაშეთის რუკა.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს სოფელი ომის დროს რუსებმა დაბომბეს და საკმაოდ დიდი ხანი, დაპყრობილიც ჰქონდათ
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 02:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცნობისთვის:
სოფელ საქაშეთში დიმიტრი დიასამიძის მიერ 1792 წელს აგებული ცილნდრული კოშკია და რამდენიმე წთით მის სანახავადაც შევივლით.
ბავშვებს ნანახი ექნებათ, თორემ იმათაც წავიყვანდით.
თუ არ უნახავთ, გავასეირნებთ. რატომაც არა?
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 03:27
by anano
თქვენ გაიხარეთ, ვეცდები რაც შეიძლება ბევრი ნივთი და თანხა მოვაგროვო....
მინდა გითხრათ რომ თითო ნივთითა და თითო ლარითაც კეთდება საქმე, ასე რომ ნუ მოგერიდებათ, თუნდაც მცირედის გაღება ბავშვებისათვის!!!
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 09:38
by Naia
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ მაგ დროს, სავარაუდოდ, თბილისში არ ვიქნები

თუმცა, ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან ამ კარგ საქმეში
ჩურჩხელების გაკეთებას რაც შეეხება, მითხრეს, რომ 1 სამ-ლიტრიანი ტკბილი 20 ცალ ჩურჩხელას ყოფნისო (2-ჯერ ამოვლებით, მაგრამ დადუღება-დაშრობის გარეშეო).
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 11:13
by Mta Mkvarebia
Naia wrote:თუმცა, ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან ამ კარგ საქმეში
+1
ქალაქში კი ვიქნები, მაგრამ სამსახურის გამო პირადად მონაწილეობის მიღებას ვერ მოვახერხებ

.
ალბათ ნიგოზის ყიდვას, ჯობია, თანხა მოგაწოდოთ

.
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 14:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
anano wrote:თქვენ გაიხარეთ, ვეცდები რაც შეიძლება ბევრი ნივთი და თანხა მოვაგროვო....
მინდა გითხრათ რომ თითო ნივთითა და თითო ლარითაც კეთდება საქმე, ასე რომ ნუ მოგერიდებათ, თუნდაც მცირედის გაღება ბავშვებისათვის!!!
100პროცენტიანი ხარ.
ნეტავ, ყველა ასე ფიქრობდეს და მოიქცეს კიდეც
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 29 იან 2009, 16:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia
Mta Mkvarebia
anano
ამ იდეის მხარდაჭერები, ჯერ-ჯერობით, თქვენ ხართ.
დიდი მადლობა.
აბა, აბა, სხვებსაც გელით.
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 01:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ როდესაც 1 თვის წინათ სოფელ მეტეხში განსახლებული დევნილებისთვის აქციას
ვატარებდით, მაშინ ლამას დედამ გამგზავრების დღეს დევნილებს სამოსთან 1ად ფულიც შესწირა.
რადგან იმ ფულის მაშინ ვეღარაფრის ყიდვას ვასწრებდით, ამ აქციაში დავხარჯავთ.
ვფიქრობ, რომ წინააღმდეგი არ იქნება, რადგან შემოწირულობა მაინც დევნილებს ხმარდება.
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 01:38
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა
ახლა წაიკითხა დედაჩემმა ეს შენი წერილი
და დიდი მადლობა გითხრა, რომ ეს იდეა მოგივიდა
მოკლედ. დედაჩემი არ არის წინააღმდეგი
ხელს ვაწერ მისი ძე
კახა ოღაძე
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 01:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama
მადლობა 2ვეს.
თქვენი ოჯახის თანადგომით, დევნილი ბავშვები ძნ გაიხარებენ
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 10:04
by Gvalva
ეგ უნდა მეკითხა შეფ პოვარი ვინაა მეთქი
დიდ ქვაბი არის? რომელშიც თათარა მოიხარშება
ნიგოზი ძაფებზე თათარის კეთებისას აიბნევა? ბავშვები რა ასაკის არიან? ნემსთან თამაში შეუძლიათ?
დაახლოებით რამდენი ბავშვია და რამდენი თათარის გაკეთებას ვაპირებთ? ჯანიანი ბიჭები გვინდა მოსარევად
თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 10:07
by ლეონტი
თათარაობა - შაბათ კვირას რატო არ ამთხვევთ, მართო თქვენ გინდათ გართობა და ცეკვა თამაში?

თათარაობა საქაშეთის დევნილებისთვის
Posted: 30 იან 2009, 11:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:ეგ უნდა მეკითხა შეფ პოვარი ვინაა მეთქი
დიდ ქვაბი არის? რომელშიც თათარა მოიხარშება
ნიგოზი ძაფებზე თათარის კეთებისას აიბნევა? ბავშვები რა ასაკის არიან? ნემსთან თამაში შეუძლიათ?
დაახლოებით რამდენი ბავშვია და რამდენი თათარის გაკეთებას ვაპირებთ? ჯანიანი ბიჭები გვინდა მოსარევად
35მდე დევნილი ბავშვია. ასაკი 5-14 წელი.
ნემსის ხელში აღება და სხვა მაგდაგვარიც, ვფიქრობ, სოფელში გაზრდილ ბავშვებს არ გაუჭირდებათ.
ყოველ შემთხვევაში, გოზინაყის აქციისას დანას ისე ოსტატურად ატრიალებდნენ, რომ მზარეულ მანეულსაც კი შეშურდებოდა.
შესაბამისი ჭურჭელი არის.
საყიდელია ბადაგი, პურის ფქვილი და ნიგოზი