Page 1 of 12
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:27
by ARCHILI
მოგესალმებით ყველას...
ახლა გავიაზრე, რომ არცერთხელ თემა არ გაგვიხსნია კარაველებთან (და არა მარტო) მისალმებით...
ჰოდა, გადავწყვიტე ეს ხარვეზი აქ გამოვასწორო...
ვინც ჩემთან ერთად სადმე წასულა ან ულაშქრია, იცის, რომ ეს საფრთხილო რამაა... ან დავიკარგებით, ან რაღაც შეგვემთხვევა... (მეტყობა არა "ზოგზოგიერთის" ძმაკაცი რომ ვარ

)
ღვთის წყალობით, ყველა მათგანი "ჰეპიენდით" დასრულებულა...
ახლაც ისე გავემგზავრე ჩემს საყვარელ ხევში, თითქოს არ მცოდნოდა, რომ ზამთარი იყო და ჯვრის უღელტეხილი მქონდა გადასავლელი...
6 იანვრის დილა გათენდა თუ არა, ავბარგდი თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ერთი ღამითა და ორი დღით მივდიოდი და რაღაც ორიოდე წვრილმანი ჩავიგდე ჩანთაში მხოლოდ...
შევხვდი ჩემს ძმაკაცსა და ძმას - გრიგოლს, რომელსაც კარაველების ნაწილი კარგად იცნობს, ჩვენი საყვარელი მეგპბრის გვალდას მოგვარე და ნათესავი რომააა, ჰოდა... მივედით დიდუბეში იმ იმედით, რომ ყაზბეგის გზა არ იქნებოდა დაკეტილი...
ასეც მოხდა, ორადორი ადგილიღა იყო დარჩენილი პირველივე სამარშრუტო ტაქსიში და ჩავსხედ-ჩავეტენეთ ჩვენც...

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:28
by ARCHILI
გზაში თოვლიც იმატებდა და ნისლიც...

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:31
by ARCHILI
გუდაურში უკვე რაღაც საეჭვოდ იყო გაბლანტებული სივრცე... მე კი უკვე
ხუმრობები დავიწყე ჩვენი შესაძლო ჩარჩენის საკითხზე...
ესეც გუდაური

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:34
by teo-
ვა დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს.. მერეეეეეეეეეე
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:37
by ARCHILI
ბოლო ჩარჩენა შარშანწინ მომიწია ხევში...
კარგადაც მახსოვს...
მახსოვს რომელია, მაშინ სექტემბრში ჩავედი მონასტერში და კარგა ხანს დავყავი, ნოემბრის ბოლო იყო დაბრუნებას ვაპირებდი თბილისში, მაგრამ ხევში თოვლი არ იყო მოსული და მამაოს სულ ვეუბნებოდი - "მამაო, ისე მივდივარ, ხევში თოვლი ვერ ვნახე-თქო"...
მამაომ მირჩია, ნუ ინდომებო... მაგრამ... ცხადია, არ დავიჯერე და სულ ვჩიოდი, ხევში თოვლი ვერ ვნახე თქო...
როგორც გითხარით ნოემბრის ბოლო იყო...
ერთ დღესაც... სურვილი შემოსრულდა და თოვლიც მოვიდა... მოვიდა რომელია... დილის ხუთ საათზე როგორც კი ავდექით ძმები, ეგრევე თოვლის გაკვალვა მოგვიწია...
იმ დღეს ძალიან ვისიამოვნე თოვლით და მეორე დღეს თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე...
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:43
by ARCHILI
მეორე დღეც გათენდა... თოვლი უკვე სახუმარო ზღვარს იყო გადაცდენილი...
აღმოჩნდა რომ გზები უკვე ჩაკეტილი იყო... მართალია, გზა არ იყო, მაგრამ ბარგი უკვე ჩაბარგებული მქონდა და მეგონა, მეორე დღეს გაიხსნებოდა გზა...
მეორე დღეს გზა არ გახსნილა...
არც მესამე დღეს...
არც მეოთხე დღეს...
მოკლედ, რაღა გაწვალოთ და გზა მხოლოდ 31 დეკემბერს გაიხსნა თითქმის ერთი თვის შემდეგ ჩემი "ჩაბარგებიდან"...
ახლაც ეს პერსპექტივა გამახსენდა ამ თოვლის შემხედვარე, მაგრამ... როგორც იტყვიან "დავიკიდე" რაც მოხდებოდა და ამაყად გავხედე გზაში მანქანიდან გარემოს...
გზაში, უღელტეხილზე, მეოთხე თუ მეხუთე გვირაბთან ჩვენ ზვავმა ჩამოგვისწრო და ცოტა ხანს იქ ველოდებოდით როდის გაწმინდავდნენ გზას...
როგორც იქნა, ჩავედით საყვარელ აჩხოტსა, როგორც ამას მოხევეები იტყვიან....

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:44
by ARCHILI
სივანს და არშას გავსცქირე და ფოტო გადავუღე:

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:45
by ARCHILI
შეველ აჩხოტსა

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:48
by ARCHILI
ჩვენი მთები...
ვინა სთქვა რომ ხევი ცივიაო...
აი, ამ 15-20 გრადუსიან ყინვაში მთებიც კი სიყვარულით გეგებებიან...

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:50
by ARCHILI
ეს სოფლის წინ ჩამომავალი წყაროა... ის მერე მდინარე სნოსწყალს უერთდება, რომელიც საბოლოოდ თერგში ერთიანდება...
ეს წყარო მოგვიანებით გაიყინა კიდეც...

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:51
by ARCHILI
აჩხოტსაც შევედით

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:53
by ARCHILI
აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:54
by ARCHILI
გრიგოლმა ფოტო მეც გადამიღო

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 02:56
by ARCHILI
აჩხოტი ნისლში

აჩხოტურ-სტეფანწმინდური ეპიზოდები
Posted: 13 იან 2009, 03:01
by teo-
ჩემი არშა

ჩაანჩქერებისთვის ხო არ შეგიხედია? ალბათ გაყინულია ხო?