ახლა გავიაზრე, რომ არცერთხელ თემა არ გაგვიხსნია კარაველებთან (და არა მარტო) მისალმებით...
ჰოდა, გადავწყვიტე ეს ხარვეზი აქ გამოვასწორო...

ვინც ჩემთან ერთად სადმე წასულა ან ულაშქრია, იცის, რომ ეს საფრთხილო რამაა... ან დავიკარგებით, ან რაღაც შეგვემთხვევა... (მეტყობა არა "ზოგზოგიერთის" ძმაკაცი რომ ვარ


ღვთის წყალობით, ყველა მათგანი "ჰეპიენდით" დასრულებულა...
ახლაც ისე გავემგზავრე ჩემს საყვარელ ხევში, თითქოს არ მცოდნოდა, რომ ზამთარი იყო და ჯვრის უღელტეხილი მქონდა გადასავლელი...
6 იანვრის დილა გათენდა თუ არა, ავბარგდი თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ... ერთი ღამითა და ორი დღით მივდიოდი და რაღაც ორიოდე წვრილმანი ჩავიგდე ჩანთაში მხოლოდ...
შევხვდი ჩემს ძმაკაცსა და ძმას - გრიგოლს, რომელსაც კარაველების ნაწილი კარგად იცნობს, ჩვენი საყვარელი მეგპბრის გვალდას მოგვარე და ნათესავი რომააა, ჰოდა... მივედით დიდუბეში იმ იმედით, რომ ყაზბეგის გზა არ იქნებოდა დაკეტილი...
ასეც მოხდა, ორადორი ადგილიღა იყო დარჩენილი პირველივე სამარშრუტო ტაქსიში და ჩავსხედ-ჩავეტენეთ ჩვენც...
