Page 1 of 4

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 22:51
by lama
მოვიდა კვირა დღე 22 დეკემბერი 2008 წლისა და მეც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, კერძოდ ტრენინგების ჩასატარებლად წავედი სვანეთისკენ

ჩვენი ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგებოდა

მე, ზაზა (ტრენერები ირმის ნახტომის)
დათო ჭიჭინაძე და ილო :) ("ირმის ნახტომის" თანამშრომლები)

გავედით დილის 9ის ნახევარზე და 9 საათიანი მგზავრობის მერე მოვხვდით მესტიაში :)

რამდენიმე ფოტოთი ავღწერ ამ ლამაზ გასვლას...

დავიწყებ უხარისხო ფოტოებით (ბოდიში)

აი ეს ულამაზესი მთაა სოფელ ცხუმარის თავზე

Image

ეს კი ცნობილი შავღელე სადაც 15 წუთი შევყოვნდით, რადგან გზებს ასუფთავებდნენ

Image

ესეც შავ-ღელეა და ჩვენი მანქანა ზაზა ქარსაულიძესთან (ჩემი მეწყვილე) ერთად :)

Image

აი თავად ისიც ახლო პლანით :)

Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 22:59
by lama
მეგობრებო, როგორც იქნა ავედი ჩემს საყვარელ ბეჩოში :) და დავინახე სრულად უსაოცრესი მწვერვალი უშბა

ლექსი გამახსენდა:

"ჩემი ბავშვობის აჩრდილი
ორთავ ხელს მავლებს ქეჩოში
და თვალში ცრემლებ გაჩრილი
მთხოვს დაბრუნდიო ბეჩოში"

Image

Image

გავცდით სოფელ ბეჩოს და ავედით მესტიაში სადაც მე, ბიძაჩემთან ხოლო ჩემი მეგობრები სასტუმროში დაბინავდნენ...

გათენდა მეორე დღე დილით ძალიან ციოდა მარა სიცივის მიუხედავად მოვახერხე დილით ადგომა 7 საათზე და რამდენიმე კადრის გადაღების მერე ავედი პედაგოგებთან შესახვედრათ ილოსთან, ზაზასთან და დათოსთან ერთად

გამოვედი და გზაში ვიღებდი ფოტოებს :D :?
მწვერვალი "ბანგურიანი"

Image

მწვერვალი და კავკასიონის პატარძალი "თეთნულდი"

Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:03
by lama
ლეგენდად შემორჩა

თეთნულდსა და უშბას ერთმანეთი ჰყვარებიათ...

ერთურთს არ ენახვებიან თურმე ...

როცა ერთის სახე ჩანს მეორის სახეს ღრუბელი ეფარება და ასეა სულ... სულ... სულ...

ენატრებათ უშბასა და თეთბულდს ერთმანეთი

და შორით ტკბებიან ერთურთით ... ასე იყო მაშინაც :

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:07
by lama
ამოვიდა ჩვენი მანქანა მესტიის პროფესიული სწავლების ცენტრში სადაც პედაგოგებს უნდა შევხვედროდით

Image

Image

აი ამ დილას დავრეკე ჯერ კოტეტბელთან, მერე ჯნოსისთან, მერე გობესთან და გავუზიარე სვანურზამთრული შეგრძნებები. მათაც გამიგეს და მესიამოვნა.

მე ხომ პირველად ვიყავი ზამთარში სვანეთში :?:? :roll:

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:11
by lama
შევხვდით პედაგოგებს ვისთვისაც მე და ზაზას ტრენინგები უნდა ჩაგვეტარებინა

LINUX-ის პროგრამის საბაზო კურსში

ესეც"ექსელის" საქაღალდე :roll:

Image

ეს კი ჩემი ერთ-ერთი "მოსწავლე" მესტიის #1 სკოლის მთავარი ბუღალტერი ნუნუ ფილფანი :)

Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:14
by lama
სამუსაო ოთახში სულ 10 კომპიუტერი იდგა და 11 მოსწავლე მყავდა

დღეში 2 ჯგუფი მყავდა

დილის 12 საათიანები და საღამოს 4 საათიანები

8 საათზე ვამთავრებდი ტრენინგებს

12-8 საათამდე. ძალიან მსიამოვნებდა მათთან მუშაობა თითოეულ მათგანთან ძალიან საინტერესო იყო საუბარი


Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:15
by imerkhevli
საინტერესო რეპორტაჟია..მისიაც საპასუხისმგებლო გქონიათ... :)

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:18
by lama
მასწავლებლები მოდიოდნენ შემდეგი სოფლებიდან:

ლენჯერი
მულახი
ლატალი
ბეჩო
ფარი
ცხუმარი
და
მესტია

აი ერთ-ერთი მასწავლებელი, ლუცინდა შამფრიანი

Image
იგი ქართულ ენა, ლიტერატურას ასწავლის მესტიის პირველ საჯარო სკოლაში

ქ-ნი შორენა ქურდიანი
მასწავლებელი სოფელ ლატალის საჯარო სკოლიდან
ამავე დროს სკოლის სასწავლო ნაწილი.
Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:24
by lama
მესტიის #1 საჯარო სკოლაში უნიჭიერესი ახალგაზრდები სწავლობენ

მათ პოეზიის საღამოზე მიმიწვიეს და ძალიან მომეწონა

ისე მომეწონა, რომ ლექსის თქმის განწყობაზე დავდექი და მეც შევუერთდი ახალგაზრდების ამაღლებულ განწყობას (ჭაღართმიანისმაილიკი :D)


ეს სკოლა დაამთავრა ჩვენმა საყვარელმა მეგობარმა:

გვალდამ

სკოლას ასევე ჰყავს მგალობელთა გუნდი. ისინი გალობენ მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში

ტრეინინგებს შორის შესვენებაზე მხვდა წილად ბედნიერება, რომ შევხვედროდი მათ და რაც მთავარია ჩამეწერა მათგან სვანური ხალხური სიმგჰერისა და საგალობლის რამდენიმე ნიმუში :)

აი ისინიც :)

Image
ულამაზესად მღერიან

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:25
by ARCHILI
lama


ჩემს ძველ რესპონდენტებთანაც ხომ არ ყოფილხარ?

ხომ იცი, წამოვედი გნათლების სამინისტროდან... და ახლა უფრო მეტ კრიტიკულ წერილებს დავწერ იმაზე რაც ხდება და მე შენ გეტყვი ცოტა ხდება...

სვანეთი მისახედია, მაზერში 500 ლარი ენანებათ, რომ სკოლაში წყალი გაიყვანონ და სკოლების უმრავლესობაში კიდევ ბიბლიოთეკა არ არსებობს...

სამწუხარო პროცესებია...

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:34
by lama
ქ-მა ლუცინდა შამფრიანმა

მანახა ერთი აღმოჩენის საინტერესო ფოტოები, რომელიც აღმოუჩენიათ

სოფელ ცხუმართსი საფლავის თხრის დროს

ეს თიხის ჭურჭელია, რომელზედაც გამოსახულია ბავშვის სახე

ლიტველი არქეოლოგი დაინტერესებულა ამ აღმოჩენით

მარა თარიღი ვერ დაუდგენია საინტერესოა მართლაც რამდენი ხნისაა ეს ნიმუში???

ისე მე არ მგონია, რომ ძველი იყოს

აი ამ თიხის წურჭლის ფოტოები
სხვადასხვა რაკურსით :
Image

Image

Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:35
by Linda
შევხვდით პედაგოგებს ვისთვისაც მე და ზაზას ტრენინგები უნდა ჩაგვეტარებინა

LINUX-ის პროგრამის საბაზო კურსში

ვაა საღოლ თქვენ :)

ზაზა მემგონი ვანიჩკების მეზობელია, ეგ ბიჭი მეგონა მღეროდა თურმე პროგრამებს არ ასწავლის სკოლაში შენი არ იყოს :D

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:37
by lama
ARCHILI
არჩილ მართალი ხარ


ძალიან ცუდი სიტუაციაა

მაგრამ მე მაქვს იდეა და ვიცი სენც მოგეწონება

მესტიის სკოლას დავეხმაროთ წიგნებით რაც მართლაც სჭირდებათ მათ

მე ვესაუბრე ბ-ნ გუჯას, რომელმაც მთხოვა ამ საქმის ორგანიზეგა და ამ ზაფხულისთვის
წიგნებითურთ უნდა ვესტუმროთ სვანეთს :)

linda

კი ნამდვილად ზაზა და ვანიჩკები მეზობლები არიან და ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყო მე და ზაზას დამეგობრებას

კაი კაცია :) მაგას ენაცვალოს ლამამასწი :)

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:41
by lama
ხოო

ბეთქილისკენ გზა ასე იყო მოყინული

ზაზა, 2ჯერ დაეცა

დაცემამდე

Image

და
დაცემის შემდეგ:

Image

ეს კი მუზეუმისკენ მიმავალი გზაა

Image

სვანეთობა 14.12.08 - 22.12.08 ეძღვნება, გვალდას

Posted: 12 იან 2009, 23:43
by paata_
lama wrote:მეგობრებო, როგორც იქნა ავედი ჩემს საყვარელ ბეჩოში :)
ცუდად ვარ