Page 1 of 8

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 18:47
by Makena
კარაველნო,
მინდა გაცნობოთ რომ 29 დეკემბერს 18 საათზე ელკანას ოფისში გაიმართება ელკანას წევრი ფერმერების მიერ მოწეული ქართული ეკოლოგიური პროდუქციის გამოფენა გაყიდვა სპეციალურად თქვენთვის !
ქვევრი გააკეთებს პრეზენტაციას რომელიც მიეძღვნება ღვინოს.
ასევე ვგეგმავთ მონაწილეთა სპეციალური პრიზებით დაჯილდოვებას-უფრო სწორად პრიზებს გავათამაშებთ :wink:

თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ, შეიძინოთ და დაუკვეთოთ სხვადასხვა პროდუქტები:
ღვინო 5 სახის,
თაფლი 3 სახის,
ჩურჩხელა,
ჩაი,
ჭაჭა ჩვეულებრივი,
ჭაჭა მუხაში დაყენებული,
ყველი,
მოხალული თხილი,
კონსერვები: პომოდვრის,კ იტრის, ყვავილოვანი კომბოსტოს
პარკოსნები: ცულისპირა, ძაძა, მუხუდო,ლობიო
ხილის წვენები,
ცივად გამოხდილი მზესუმზირას ზეთი,
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თიხის ნაწარმი, ასევე თექაზე ნამუშევრები.
საღამო 18 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 2 საათს.
მობრძანდით და ისიამოვნეთ :)
მინდა გთხოვოთ რომ წინასწარ შედგეს სავარაუდო სია თუ რამდენი კაცი აპირებს მოსვლას რომ ჩვენ ამ სიის მიხედვით დავიჭიროთ თადარიგი :)
მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ აქ მთავარი ის კი არ არის ვინ რას იყიდის, მთავარია მოხვიდეთ, ერთად დავაჭაშნიკებთ მშვენიერ ღვინოებს, დავაგემოვნებთ რამდენიმე კერძს მოკლედ ერთ კარგ საღამოს ერთად გავატარებთბ და წინა საახალწლო განწყობას კიდევ უფრო გავიხალისებთ

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 19:00
by Gvalva
Makena

მისამართიც თქვი, თორემ არიან უცნაური კარაველები, ვინც თქვენს ოფისში ნამყოფი ჯერ არ არიან :oops:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 19:14
by Makena
მისამართი: გაზაფხულის ქუჩა 16 ანუ დელისიდან რომ ამოდის ქუჩა და კვეთს ნუცუბიძის ქუჩას ყველამ იცით, ჰოდა რომ გადაკვეთთ ძველი საბაგირო გზა რომ იყო იმ შენობასთან ამოსახვევს გამოუყვებით და მოდიხართ ზემოთ, გამოივლით სასტუმრო ლაბირინთს, ამერიკის ელჩის სახლს, გზა მარცხნივ ზემოთ გრძელდება, გამოუვლით წინ საქცემენტის უშველებელ შენობას და რომ გამსცდებით მარჯვენა მხარეს დაინახავთ თეთრ 3 სართულიან შენობას რომელზეც წერია დიდი ასოებით ელკანა, შენობას ნაცრისფერი ჭიშკარი აქვს და ცოცხალი სუროს ღობე, მოპირდაპირე მხარე ავტომობილების გასაჩერებელი ადგილია, იმედია ძალიან არ დაგაბნიეთ :wink:
რომ მოხვალთ რუხი, ქვევრი და მეც იქ დაგხვდებით :)

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 20:32
by ARCHILI
ეჰ, რა დრო იყო, ჩემი ყოფილი სამსახური და ელკანა რომ ერთობლივ პროექტებს აკეთებდნენ...


:wink:


მაქვს გასინჯული ელკანას პროდუქტი და ფრიად კმაყოფილიც დავრჩი...

(გამარჯვებულმა კონკურსანტებმა დამპატიჟეს და... )

სიამოვნებით წამოვალ!

მადლობა მაკენას და ელკანას...

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 20:35
by qvevri
Makena wrote:მისამართი: გაზაფხულის ქუჩა 16 ანუ დელისიდან რომ ამოდის ქუჩა და კვეთს ნუცუბიძის ქუჩას ყველამ იცით, ჰოდა რომ გადაკვეთთ ძველი საბაგირო გზა რომ იყო იმ შენობასთან ამოსახვევს გამოუყვებით და მოდიხართ ზემოთ, გამოივლით სასტუმრო ლაბირინთს, ამერიკის ელჩის სახლს, გზა მარცხნივ ზემოთ გრძელდება, გამოუვლით წინ საქცემენტის უშველებელ შენობას და რომ გამსცდებით მარჯვენა მხარეს დაინახავთ თეთრ 3 სართულიან შენობას რომელზეც წერია დიდი ასოებით ელკანა, შენობას ნაცრისფერი ჭიშკარი აქვს და ცოცხალი სუროს ღობე, მოპირდაპირე მხარე ავტომობილების გასაჩერებელი ადგილია, იმედია ძალიან არ დაგაბნიეთ :wink:
რომ მოხვალთ რუხი, ქვევრი და მეც იქ დაგხვდებით :)
დღეს საღამოს სამსახურიდან რო წამოვედი ცისფერი იყო და უცბათ გადაღებეთ ჭიშკარი??? შემთხვევით თიკო-რ ხომ არ ყოფილა სტუმრად, მალიარობა მაგას ეხერხება :D

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 20:51
by qvevri
ორიოდე სიტყვით მეც მოგახსენებთ ღვინისა და ჭაჭის შესახებ, დავიწყებ ჭაჭიდან. გთავაზობთ ორი სახის ჭაჭას, ესენია:
1) კახური ჭაჭა ჩვეულებრივი 2004 წელი(ორნახადი)
2) კახური ჭაჭა მუხის კასრში დაყენებული 2004 წელი(ორნახადი)
რაც შეეხება ღვინოებს, თქვენ საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ღვინოები, ესენია საფერავი და რქაწითელი. ეს გახლავთ გლეხური ღვინეობი, რომლებასც არავითარი დამუშავება და გადაფილტრა-გადმოფილტრა არ გაუვლიათ და აქედან გამომდინარე ამგვარ ღვინოში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ის სასარგებლო ნივთიერებები, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის.
რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია!!! ჩამოსასხმელი ჭაჭისა და ღვინის შეძენის შემთხვევაში თქვენ უნდა იქონიოთ საკუთარი ჭურჭელი, თუნდაც პლასტმასის ბოთლები(ფანტა-კოკა-კოლა-სპრაიტი :D ) მოკლედ ღვინო ჩვენი ჭურჭელი თქვენი.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 21:00
by ნიმფა
საფერავის შეძენა მინდა :D

ოფისს იმედია მივაგნებ :roll:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 21:01
by GIRA
qvevri
ქალაქგარეთიდან წამოვალ სპეციალურად(ვეცდები ყოველშემთხვევაში).
იცოდე ღვინო, რომ არ მამეწონოს, შეგაჩვენებ :lol: :lol: :lol:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 22:50
by paata_
ძალიან მაგარი

მანდა ვარ 29-ში

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 23:17
by Varvara
მე ვარ ნამყოფი მაგ ოფისში.

და ელკანას კალენდარს (ვაზის ჯიშების თაობაზე) არ გაყიდით?

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 25 დეკ 2008, 23:42
by Nini_A
მოვდივააარ, თაფლი და ჩაი მინდააა

იმედია მოგაგნებთ :lol:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 26 დეკ 2008, 09:11
by qvevri
GIRA wrote:qvevri
ქალაქგარეთიდან წამოვალ სპეციალურად(ვეცდები ყოველშემთხვევაში).
იცოდე ღვინო, რომ არ მამეწონოს, შეგაჩვენებ :lol: :lol: :lol:
თუ მოგეწონა :?:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 26 დეკ 2008, 09:41
by GIRA
qvevri
თუ მომეწონა, დაგლოცავ :!: :!: :!: :lol:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 26 დეკ 2008, 09:45
by GIRA
ხოოოდა, ვიყიდი კიდო :wink:
огненная вода-საც რა თქმა უნდა.
საშობაოდ ერთი 20-იანი მაქვს მარტო და ვის ეყოფა :?: :lol:

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ელკანაში

Posted: 26 დეკ 2008, 10:44
by Varvara
qvevri

ფასებიც დაწერე რა, რა რა ეღირება.............