Page 1 of 8
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:04
by qvevri
ამ ორიოდიე დღის წინ აჭარაში გახლდით მივლინებით, ჩემი მიზანი იყო ძველი აჭარული ვაზის ჯიშების მოძიება და მონიშვნა, რათა მომავალი წლის გაზაფხულ-შემოდგომით აღნიშნული ვაზებიდან რქები ავჭრათ და გამოსაკვლევათა და გასამრავლებლად გადავიტანოთ ცალკე ნაკვეთში. მართალია ამ ყველაფერს კარავთან ნაკლებადა აქვს შეხება, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული მივლინების დროს აუარება საინტერესო რამე ვნახე, რაც შესაძლოა სამომავლოდ ბევრ კარველს გამოადგეს ვხსნი თემას და ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერია. მე შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ გადმოვცე მოსაყოლი, მაგრამ ეს გასვლა იმდენად საინტერესო იყო და საერთოდ აჭარის მთიანეთი იმდენად საინტერესოა, თავისთავად ცხადია არც ერთ და არც ათ თემაში მოსაყოლსა და გადმოსაცემს ვერავინ გადმოსცემს. მაშ ასე:
მე და კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი ვაჟა გოცირიძე(მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტიდან) მივლინებით ვიყავით ზემოაღნიშნულ რეგიონში. პირველ დღეს სასტუმროში დავბინავდით და შემდგომი სამუშაო დავგეგმეთ, ხოლო შემდეგი დღეები კი სუფთად სამუშაოდ გამოვიყენეთ. სასტუმრო ბათუმში გვქონდა დაქირავებული და ამის გარდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ადგილობრივი გამყოლიც ბათუმში ცხოვრობდა იძულებული ვიყავით ყოველ დღე ზემო აჭარიდან ბათუმში დავბრუნებულიყავით. შემოვიარეტ ასე შვიდი რვა სოფელი (მეტი ვერ მოვასწარით) და ვნახეთ ბევრი საინტერესო რამ. გარდა ვაზისა და ღვინისა მე დიდათ დამაინტერესა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაცხოვრებმ და მაქსიმალურად შევეცადე მომეპოვებინა რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მოსახლეობისა და საერთოდ იქაურობის შესახებ. წამოსვლისასა დავათვალიერეთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც საოცრად საინტერესო ამოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ ის დღეები ძალიან მოღრუბლული და წვიმიანი იყო და სურათებიც შესაბამისად ვერ არიან თავის მატორზე, მაგრამ შინაარსობრივად თვის სიტყვას მგონი იტყვიან.
მოკლედ ჩავაღწიეთ ბათუმში იმ ღამით და დავბინავდით, ჩვენი ჩასვლა პირველსავე დღეს ავღნიშნეთ

იმავე საღამოს ჩემი ბათუმელი ნათლიდედის (რომელიც ბავშვს ელოდება ამ დღეებში)დაბადების დღე იყო (რომელიც შემთხვევით გავიგე) და იქ წამიყვანეს ორიოდე საათით.

მცირედი პურისჭამა იყო გამართული, მაგრამ მე მალევე დავტოვე ბრძოლის ველი და სასტუმროში დავბრუნდი.

სანამ ბათუმის სასტუმროებში შეხვალთ გირჩევთ გულდასმით გაეცნოთ იქაურ შინაგანაწესს

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:13
by qvevri
თამარის ხიდი, რომელიც ახლახანს აღადგინეს. აჭარაში რამოდენიმე თამარის ხიდია, რომლებიც ყველა რესტავრაციას საჭიროებდა, ამ ხიდებს სულ ახლახანს დაუმთვრდათ რესტავრაცია.

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:22
by qvevri
სოფლების სახელებს ხვალ დავწერ თანმიმდევრობით, როდესაც სამსახურში მივალ, მანამდე კი სურათები: ესგახლავთ სოფელი აქუცო

ხეზე ასული ვაზი (ჩხავერი)

ამავე სოფლის მკვიდრს, სკოლის მასწავლებელს გიორგი დავითაძეს ვკითხე -- რა არის ამ სოფელში სანახავი და საინტერესო-მეთქი, რაზეც მომიგო, რომ არაფერიო, მაგრამ როცა უკან ვბრუნდებოდი მითხრა, რომ მანქანას კარგი იქნება თუ საწნახელთან მოაბრუნებო.... მე ყურები ვცვიტე, აბა სად არის საწნახელი და რა საწნახელზეა საუბარი-მეთქი, აღმოჩნდა, რომ ამ სოფელში ერისთავები ნაცხოვრებან, რომლებიც თურქების შემოსვლის დროს თურქეთში გადაუსახლებიათ(ერთ-ერთი მათგანი თურმე ბევრი წლების შემდეგ დაბრუნებულა თავისი ნამისახლარის სანახავად), მკლედ ეს ქვაში ნაკვეთი საწნახელიც მათი კუთვნილება ყოფილა. ეს გახლავთ ნამდვილი შედევრი, რომლის ბადალიც ძალიან ცოტა მოოიპოვება საქართველოში და მითუმეტეს აჭარაში

ესეც ამ პატარა სოფლის დაწყებითი სკოლა

და ამ სოფლის მასწავლებელი გიორგი დავითაძე

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:27
by qvevri
ჯამაათი

შემდეგი სოფელი სადაც გავიცანით ერთი ძალიან კარგი ადამიანი ნადიმ დიასამიძე, რომელსაც ეზოში ჰქონდა ჩხავერი, რომელიც ჯერ დაუკრეფავი იყო.

რო იცოდეთ რა ღვინო იცის ამ მადლიანმა, იფ, იფ, იფ იფ

ნახეთ რა ლამაზია

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:30
by Truli
რა საინტერესო რეპორტაჟია!!!
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:31
by ნიმფა
გაიხარე, რა სასიამოვნოა

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:35
by qvevri
მთის კალთაზე შეფენილი სოფელი ზვარე

ესკი ამ სოფლის წმ. გიორგის ტაძარი

ჩვენი შემდეგი მასპინძელი დავით ფალავანდიშვილი გვიჩვენებს თავის ვაზებს

მერე შეგვიპატიჟა...

ბოლოს მაჩვენა ერთი ძალიან საინტერესო ადგილი. მისი თქმით ძალიან დიდი ხნის წინათ და თანაც გადმოცემით ამ ადგილას მარანი მდგარა, აგერ მისი საძირკველიც...

დავეშვით იმ სოფლიდან და გამოვემართეთ სოფელ ვაიოში, სადაც ძალზედ საინტერესო ვენახი მელოდა სანახავად. ამ დაკიდებულზე ყველაფერს მოველოდი და ასეთი გამართული ვენახის ნახვას კი არ ველოდი. ძირითადად ჩხავერი და ცოლიკოური.

დამავიწყდა მეთქვა, ჩვენთვის საინტერესო ვაზებს ამგვარი ჟეტონებით ვნიშნავდით

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:37
by ნიმფა
უი, რამხელა ბოძებია

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:39
by qvevri
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:40
by Mta Mkvarebia
~nimfa~
საინტერესო ვაზების დასანიშნ ჟეტონს რომ შევხედე, მაშინვე ის გავიფიქრე, ნეტა ონავარ ბავშვებს თუ გადაურჩება, ხომ შეიძლება ინტერესის გულისთვის მოაგლიჯონთქო. მაგრამ მაგ ბოძების (თუ ჭიგოების) შემხედვარეს, უკან მიმაქვს ჩემი კითხვა, ონავარი ბავშვები კი არა, ვაზის მოსავლელად და მერე ყურძნის მოსაკრეფად როგორ ძვრებიან მანდ ნეტა?
ისე მართლა, რატომაა ასეთი მაღალი ბოძები, გიო?

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:41
by ლეონტი

ამაზეა ნათქვამი,
სტუმარი მასპინძლის მძევალიაო.
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:42
by ARCHILI
ვაა...
გიორგი...
ხომ ხარ კმაყოფილი ზემო აჭარლებით?
საუკეთესო ხალხია... განსაკუთრებულად თბილი და ყურადღებიანი... მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე...
პირადად, მე.. ზემო აჭარაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და იქ ძალიან კარგი ადამიანები და ოჯახები დავიმეგობრე...
თუ მომცემ უფლებას, მერე მეც დავდებ ორიოდე ფოტოს... სულ მინდოდა ზემო აჭარაზე თემის გახსნა დათუ წინააღმდეგი არ იქნები და თემას არ გაგიფუჭებ, მეც შეგაწევ ორიოდე სუტყვას...
დიდაჭარაში, ხულოში და ქედაში ხომ მაგარია?
მიირთვი იქაურუ კალმახი და ადგილობრივი სამზარეულო?
ვაზთან დაკავშირებითაც მაქვს რაღაც საინტერესო ინფორმაცია...
მოკლედ, ბოდიში, რომ შენს სასაუბროში ჩავეჭერი, მაგრამ გამოიხარდა ზემო აჭარაზე თემა რომდავინახე და ამიტომ შემოგეჭერი...

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:47
by qvevri
Mta Mkvarebia wrote:~nimfa~
საინტერესო ვაზების დასანიშნ ჟეტონს რომ შევხედე, მაშინვე ის გავიფიქრე, ნეტა ონავარ ბავშვებს თუ გადაურჩება, ხომ შეიძლება ინტერესის გულისთვის მოაგლიჯონთქო. მაგრამ მაგ ბოძების (თუ ჭიგოების) შემხედვარეს, უკან მიმაქვს ჩემი კითხვა, ონავარი ბავშვები კი არა, ვაზის მოსავლელად და მერე ყურძნის მოსაკრეფად როგორ ძვრებიან მანდ ნეტა?
ისე მართლა, რატომაა ასეთი მაღალი ბოძები, გიო?

ეს ჩვეულებრივი ვენახი არაა, არამედ ამას ეწოდება ოლიხნარი და ამგვარი ტიპის ვენახები ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში. საერთოდ ამსიმაღლე ვენახებს იმიტომ აშენებდნენ, რომე ეს ძალიან კარგი იყო ვენახის განიავებისათვის, განათებისათვის და აქედან გამომდინარე მზით უკეთ უზრუნველსაყოფად.
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:48
by qvevri
ARCHIL_i wrote:ვაა...
გიორგი...
ხომ ხარ კმაყოფილი ზემო აჭარლებით?
საუკეთესო ხალხია... განსაკუთრებულად თბილი და ყურადღებიანი... მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე...
პირადად, მე.. ზემო აჭარაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და იქ ძალიან კარგი ადამიანები და ოჯახები დავიმეგობრე...
თუ მომცემ უფლებას, მერე მეც დავდებ ორიოდე ფოტოს... სულ მინდოდა ზემო აჭარაზე თემის გახსნა დათუ წინააღმდეგი არ იქნები და თემას არ გაგიფუჭებ, მეც შეგაწევ ორიოდე სუტყვას...
დიდაჭარაში, ხულოში და ქედაში ხომ მაგარია?
მიირთვი იქაურუ კალმახი და ადგილობრივი სამზარეულო?
ვაზთან დაკავშირებითაც მაქვს რაღაც საინტერესო ინფორმაცია...
მოკლედ, ბოდიში, რომ შენს სასაუბროში ჩავეჭერი, მაგრამ გამოიხარდა ზემო აჭარაზე თემა რომდავინახე და ამიტომ შემოგეჭერი...

პირიქი, მე ვფიქრობ, რომ თუ შენც მოამატებ რამეს კიდევ უფროსაინტერესო გახდება ეს თემა
აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08
Posted: 02 დეკ 2008, 21:53
by Truli
qvevri
აღფრთოვანებული ვარ!!!