Page 1 of 4
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 16:29
by MIRANDA
იდეა ეკუთვნოდა ბატონ გვალვას, რომელსაც თურმე (ჩემი არ იყოს) დამწიფებული მანდარინი ხეზე ნანახი არ ქონდა. ვინაიდან ამ სურვილის ასასრულებლად კარავზე ფაქტიურად ერთადერთი ადამიანი ეგულებოდა, გვალვამ სწორედ მას მიმართა. ლინდაც სიამოვნებით დათანხმდა ამ სურვილის ასრულებაში დახმარებას და შეუდგა ამ გასვლის ორგანიზებასა და დაგეგმვას. ეს ყველაფერი ხდებოდა ოქტომბრის თვეში, რადგან მანდარინობის სეზონი ახლოვდებოდა და თადარიგის დაჭერა წინდაწინ იყო აუცილებელი.
გადაწყდა წავსულიყავით პარასკევ საღამოს, ღამის მატარებლით, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრაობს, რათა დრო მგზავრობაში არ დაგვეკარგა და შაბათს დილიდანვე შევდგომოდით აქტიურ მუშაობას მანდარინის ბაღში.
მგზავრობამ ძალიან მხიარულად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი გვქონდა მეოთხე მგზავრი არ შემოგვიერთდებოდა და როცა მაინც შემოგვიღო კარი გვალვამ იმედგაცრუება ""აუ არააააააა"-ს თქმით გამოხატა, საბოლოოდ იგი ჩვენი ჭკუის აღმოჩნდა და ჩვენს მხიარულ მგზავრობას მეტი ხიბლი შემატა საინტერესო საუბრითა და მხიარული ამბების მოყოლით.
დილის 7-ის ნახევარზე უკვე მახინჯაურის სადგურში ვიყავით. იქვე ავიღეთ ბილეთები, კვირა საღამოს თბილისში დასაბრუნებლად და გზა გავაგრძელეთ ბათუმში ლინდას სახლისკენ.
სოფელ "სამებაში", ლინდას დეიდის ოჯახში, დილიდანვე გველოდნენ. ჩევნ ცოტა წავუზარმაცეთ, მგზავრობით დაღლილები სამებისკენ გამგზავრებას არ ვჩქარობდით. უცებ ლინდას ტელეფონზე ზარი გაისმა, ლინდას დეიდაშვილი, ნათია რეკავდა, საყვედურნარევი იუმორით - "ჩვენთან მუშაობა დილაადრიან იწყებაო"... ამაზე ბევრი ვიხალისეთ და გზას შევუდექით.
სოფელი "სამება" მდებარეობს ახალშენის რაიონში, რომელიც გადმოყურებს ქალაქს და იქიდან ბათუმი ხელის გულივით ჩანს. (მოგვიანებით ფოტოების ნახვისას დარწმუნდებით ამაში).
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 17:03
by MIRANDA
სოფლის აღმართზე საკმაოდ უცნაური რამ შევნიშნეთ... ადრე მსგავსი არაფერი გვინახავს... პირობითად რადიატორფენილი შევარქვით..
ესეც
ლინდა, რადიატორფენილზე..
გზად...
ასვლისას ასეთი ხედები იშლებოდა ჩვენს თვალწინ:
ისევ გზად:
ეს უცნაური ფორმის ხურმა ხეზე
ლინდამ შენიშნა...
გვალვამაც არ დააყოვნა და დააფიქსირა:

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 17:10
by MIRANDA
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ავედით ლინდას დეიდის სახლთან... სახლის ეზოში, ფონად მშენებარე სამების ეკლესია:
ბათუმი სახლის ეზოდან ძალიან ლამაზად ჩანს:

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 17:23
by MIRANDA
ლინდას დეიდა გვასწავლის როგორ უნდა მოვკრიფოთ მანდარინი. ყუნწი აუცილებლად ძირზე უნდა იყოს მოჭრილი, რომ ყუთში მეორე მანდარინს არ შეერჭოს და არ დაალპოს.
სეკატორის დაჭერასაც თავისი წესი აქვს, თუ ყველა მითითებას შეასრულებ, შედეგიც სასურველი იქნება.

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 17:51
by MIRANDA
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 18:04
by MIRANDA
რამდენიმე საათიანი კრეფის შემდეგ ჩვენი კოლექტივის შედეგი 7 ყუთი მანდარინი იყო. მართალია გეგმა ვერ შევასრულეთ, მაგრამ კრეფის პროცესით ძალიან ვისიამოვნეთ და ვიხალისეთ.
მოსაღამოვებულს გადავწყვიტეთ მშენებარე სამების ეკლესიაც გვენახა და შემდეგ დავბრუნებულიყავით ქალაქში...
გზად სამების ეკლესიისკენ:
ესეც ხედი ბათუმზე:
გიდობას სალომე გვიწევდა:
გზად სალომეს რამდენიმე კლასელი და მეგობარი შემოგვხვდა... ძალიან ლამაზი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მორიდებულები... ძლივს დავითანხმე ფოტოს გადაღებაზე და სიჩქარეში კარგი ხარისხის ფოტო არ გამომივიდა... მაგრამ გადავწყვიტე მაინც დამედო:

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 18:16
by MIRANDA
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 18:21
by MIRANDA
სამების ეკლესიის ეზოდან ლინდას დეიდის სახლი ასე მოჩანდა:

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 18:40
by MIRANDA
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 18:53
by MIRANDA
კარაველი
niniset (AKA -
flora), რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ერთი დღით იყო ბათუმში ჩამოსული და დაემთხვა ჩვენს იქ ყოფნას...
პორტიდან სახლისკენ ფეხით გავუყევით ბულვარს
მოცეკვავე ფანტანების ნახვაც გვინდოდა, მაგრამ ჩართული არ დაგვხვდა.. თუმცა იქვე რესტორანი "აჭარული ეზო" ვნახეთ, რომლის ეზოშიც აჭარის სხვადასხვა კუთხის სახლების მაკეტები იყო გამოფენილი. სხვათაშორის ამ მაკეტების ავტორი ლინდას მამიდაშვილის ქმარია.
ამის შემდეგ უკვე სახლში დღით (რომელიც კვირად გვეჩვენებოდა) ნასიამოვნები დავბრუნდით.
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 19:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგია, ყოჩაღ.
ჩვენთვისაც რომ გეთქვათ, ეგებ რომელიმე ოჯახს დავხმარებოდით მანდარინის დაკრეფვაში.
რთველის მსგავსი მანდარინობა მოგვეწყო.
გვიანი არაა და აბა, მომავალ კვირას მაინც ვქნათ ეგეთი რამ.
შაბათს საღამოს მატარებლით წავსულიყავით აჭარაში და კვირას საღამოს იქიდან გამოვმგზავრებულიყავით.
2შაბატს დილის 6ზე აქ ვიქნებოდით და ბევრი 3სახურში დროულად წავიდოდა.
ლინდა,
აბა, რას იტყვი?
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 19:40
by Kavtaradze
მაგრები ხართ

გოგა კაი აზრია

მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 19:45
by ilia
ვისიამოვნე რეპორტაჟით და ძალიან მომინდა მანდარინის დაკრეფა, ანუ გოგას იდეის სიაში ვარ.
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 20:02
by Gvalva
უფ, ძალიან კარგი იყო...
თბილისიდან ჩასულ მკრეფავებზე გულიანად ხალისობდნენ, დღიურ გეგმას გვიწესებდნენ, მერე ჩვენ ეს გადაგვყავდა ვედრებში რამდენი ვედრა იქნებოდა, ბევრი რომ გამოვიდა, აბა ყუთებში გვითხარი რამდენი ყუთიაო... ისიც რომ არ მოგვეწონა შეგვეშვნენ, ამათგან არაფერი გამოვა, მოით აგერ შეისვენეთ, გადაიღლებოდითო...
და მოდით ამ ჩვენი გოგოების თამადობით ყველა მშრომელ ადამიანს გაუმარჯოსო!
ისეთი სერიოზულობით დაიწყეს, კარგა ხანს სიცილისგან ვერ დავწყნარდით ვერავინ
ხო, ზღვა...
ისეთი მშვიდი და წყნარი იყო, ზღვა თუ იყო ვერც შეამჩნევდით...
ამინდები გადასარევი
მანდარინობა, 15-16 ნოემბერი 2008
Posted: 24 ნოე 2008, 20:55
by Linda
გადასარევი აზრია მანდარინის კრეფაში დახმარება, მაგრამ ერთი მომენტია აქ. დეიდაჩემის ბაღი სპეციალურად არ დაკრიფეს, თბილისიდან ელოდებოდნენ "მუშებს", ახლა ვინც მე ვიცი ყველას დაკრეფილი აქვთ ბაღები... სხვა ჩემს ნათესავებსაც ჩვენი იქ ყოფნის დროს უკვე დაკრეფილი ქონდათ..
მომავალ წელს მოგვიწევს დაგეგმვა.. წელს აღარ გამოვა