გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 12:29

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, მისი მადლი შეგვეწიოს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას.
ამა წლის22-23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ვიმყოფებოდით საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში. სულ თვრამეტნი ვიყავით, მაგრამ აქედან კარველები: პაატა, ტომუსი, ლაშარელა, მარიბელი და თქვენი მონამორჩილი. დაგეგმილი გვქონდა პირველ დღესვე გადასვლა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო არ მოხერხდა და ღამე ლაგოდეხის ტურბაზაში გავათენეთ. ხოლო მანამედ ნინოწმინდას დედათა მონასტერი დავათვალიერეთ და ასევე გავიარეთ ქალაქ სიღნაღში. ვნახეთ ბოდბის მონასტერიც საიდანაც წავედით ანაგაში სადაც ერთ-ერთმა "ჩვენიანმა" თავისთან წასახემსებლად დაგვპატიჟა, მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხანში ხემსი ჯერ გვარიან სადილად ხოლო კიდევ ცოტა ხანში ზარხოშ-ლოთიან ქეიფად გადაიქცა. ამის მერე წავედით ლაგოდეხში სადაც დავათვალიერეთ ლაგოდეხის ნაკრძალის ახლადგახსნილი მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მეორე დილით ადრე (6.00) გადავკვეთეთ საზღვარი და გავეშურეთ კახში.
Last edited by qvevri on 24 ნოე 2008, 13:54, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 12:52

მაშ ასე: გადავედით "გადაღმა"(ორჯონიკიძისა და ჟორდანიას დედები ..... მე :evil: სულ მაგათი ბრალია ჩვენი ჰერეთის დაკარგვა). მოკლედ გადავედით და წავედით პირდაპირ კახისაკენ სადაც ვნახეთ ქართული სკოლა. თავად კახის რაიონი წარმოადგენს ერთგვარ უდიდეს ხეობას, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ტერიტორიაზე არსებული სხვა ადგილებისაგან. ამის შემდეგ ვნახეთ თამარის ხიდი, რომელზეც თურმე აწერია, რომ ეს არის ალბანური ძეგლიო... ხოლო რაც შემდეგ ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ეს იყო სასაფლაო, რომელიც ნამდვილი მუზეუმია და რომლის მსგავსიც არაფერი მენახა ამხნის კაცს.
შემდეგ კი დავესწარით წირვას კახის წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც ჩაატარა მეუფე სერგიმ. როდესაც წირვა დამთავრდა წავედით ქურმუხის ტაძრის სანახავად, რომლითაც დიდათ მოვიხიბლე. შემდეგი იყო ქართული სოფელი ინგილო-ქოთოქლო, სადაც ვნახეთ სოფლის ბაზილიკა, ბაღი და სკოლა.
Last edited by qvevri on 22 ნოე 2010, 16:00, edited 4 times in total.



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 13:28

თამარის ხიდი
Image
ეს კი კახის წმ. გიორგის ტაძარი
Image
წირვის მსვლელობისას
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 13:37

ცოტა ამერია, სანამ წირვაზე მივიდოდით ვნახეთ სოფლის სასაფლაო სადაც გავიცანით ერთი ძალიან კარგი პაპა- ოთარ ოთარაშვილი.
აგერ ისიც
Image
ეს კი თავადა ის სასფლაო რომელიც "ისე მომეწონა, რომ კინარამ დავრჩი" :D
Image
Image
Image
Last edited by qvevri on 24 ნოე 2008, 15:42, edited 1 time in total.


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 13:47

მსგავსი არაფერი არ მინახავს, ეს არის საკმაოდ ძველი სასაფლაო სადაც ჩვენი დიდი წინაპრები განისვენებენ. რომ მივედით ჩვენს მანქანაში ცოტა ღვინო მეგულვებოდა, გადმოვიღე, შენდობაც ვუთხარი და რამოდენიმე საფლავს გულზე დავასხი. საოცრად დამწყდა გული, უფრო მეტი ღვინო, თუნდაც მთელი ჩემი ოქროს მარაგები არ მქონდა თან... :(
გადავიღე ასევე რამოდენიმე წარწერაც, მათ შორის ერთი ეპიტაფია.
Image
Image
თუ მოახერხებთ ეს წარწერა წაიკითხეთ, ეს ეპიტაფიაა
Image
Last edited by qvevri on 24 ნოე 2008, 13:55, edited 1 time in total.


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 14:03

შემდეგი იყო ქურმუხი
Image
Image
Image
Image


User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by Katy » 24 ნოე 2008, 14:14

სასაფლაომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩმეზე, წარწერებზე ამაჟრჟოლა საერთოდ.. არადა თითქოს "მიგდებულივით" არის ესეთი ადგილი, შემოღობილიც არაა და არც არავინ უვლის... :(

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 14:15

მთის ძირში კი გამართული იყო მთელი რიგი სანახაობებისა. ყველაზე საინტერესო კი ქართული ჭიდაობა იყო, საერთოდ ჭიდაობის ეს ტიპი ძალიან ვაჟკაცური რამეა(არავაჟკაცუსი არც დანარჩენებია, მაგრამ...) და აგებულია სუფთა ვაჟკაცუს პრინციპებზე. მე ჭიდაობაში ნაკლებადა ვარ ჩახედული, მაგრამ ზედაპირულად კი ვიტყვი, რომ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე წაიქცევა მის მეტოქეს აღარა აქვს უფლება მასთან ბრძოლა გაარგძელოს, ეს მე ძალიან მომწონს. ესეთი რამ ხალხურ თქმულებებშიც მსმენია, რომ წაქცეულს არ ურტყავენო, ეს რა თქმა უნდა ადრე იყო ხოლო დღეს-დღეობით წაქცეულისა და უმწეოს დაჩაგვრა კაცურ-კაცობად ითვლება. ამის გარდა როდესაც ერთ-ერთი მეტოქე პასიურიბს, ანუ თავდაცვაზეა გადასული ამ შემთხვევაში იგი შენიშვნას იღებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა და ვაჟკაცმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს.
Image
Image
Image
Image
Last edited by qvevri on 24 ნოე 2008, 15:45, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 14:24

ამის შემდეგ გაიმართა საერთო ტრაპეზი სადაც ჩვენც დაგვპატიჟეს. ჩვენი მასპინძელი, როგორც მითხრეს იყო ეკლესია და ერთი ადგილობრივი და ამავდროულად ძალიან კარგი ქართველი , აგერ ისიც მის ვაჟთან ერთად
Image
Image
Image
ლაშარელა და ტომა, ასევე გადმოსწვრივ ჩანს მარიბელი
Image
მე და იეტი ვარდანაული
Image
Last edited by qvevri on 24 ნოე 2008, 15:46, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ. 22-23.11.08

Post by qvevri » 24 ნოე 2008, 14:26

მთის ძირას შეკრებილი ხალხი
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]