პირველ რიგში ძალიან სუსტი ორგანიზატორი გამოვდექი და გოგას აქტიური ჩარევა რომ არა, გასვლა ჩაშლის პირას იყო. მაგრამ ყველა წინააღმდეგობების მიუხედავად, დილის 9:30ზე ყველა ვიყავით ივერიასთან, ჩავსხედით მინიბუსში და წავედით.
გზად ნუსა და 2 ბარიც ავიყვანეთ და გავუდექით დიდგორის გზას.
მინდა თავიდანვე ვთქვა რომ მიუხედავად ძალიან სამწუხარო მიზეზისა გასვლა საკმაოდ მხიარული გამოვიდა, და ნურავინ ნუ დაგვძრახავს ამისთვის. შაკოს მე არ ვიცნობდი, მაგრამ შატილის ასული ისეთი მხიარული, ცხოვრების მოყვარული ადამიანი იყო, რომ არა მგონია მოწონებოდა მასზე თვალცრემლიანი საუბარი, არამედ მისი მოგონება თუ სიხარულს შეგვმატებდა, ეს უფრო ესიამოვნებოდა. თან ყველა ჩვენთაგანს ასე თუ ისე სჯერავს რომ შატილი სადღაც აქაა...
მოკლედ ავედით დიდგორზე, შევუდექით საქმეს, ნერგების ტყიდან ამოღება, ორმოების თხრა...
მოვინახულეთ ადრე დარგული შატილის ხე, იმ დარგულ ხეებს შორის მისი ხე ყველაზე დიდი აღმოჩნდა, რამაც გვასიამოვნა.
იქვე ხეები ვერ დავრგით, რადგან ოდნავ მოვთხარეთ თუ არა მიწა კლდეს წავაწყდით, იმ წრეს მხოლოდ 2 პატარა ნერგი დავამატეთ და შორიახლოს გადავინაცვლეთ უკეთსი მიწის ძიებაში.
ორმოების თხრით კინაღამ გავანადგურეთ ბარები, ორმოებს კი არ ვთხრიდით არამედ ქვებს ვამსხვრევდით.
ძალიან იყოჩაღეს ნ67, გოგამ, აცამ, მთაშენკამ, კონსტანტინემ და ნუსამ.
წავიხემსეთ კიდეც და მოვიგონეთ ჩვენი წასულები, დამდგომი გიორგობაც მივულოცეთ ერთმანეთს.
კიდევ იყო ბევრი სიგიჟე, სირბილი და ჭიდაობა.
ამის სესახებ სურათებთან ერთად

აი ასეთი იყო 22 ნოემბერი.
იმედია თამუნა და შაკო, არ ვიცი ისინი კვლავ როგორ მოევლინებიან დედამიწას (მოვლინებიან რომ? ) იპოვიან თავის ხეებს...
სამწუხაროდ ჩვენ აქ დარჩენილებს მათთვის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია...