ჩაო იტალია, ბონჯორნო ჯორჯია.
Posted: 09 ნოე 2008, 21:11
გასული თვის 22-დან 28-მდე მე და მაკენა სამუშაო ვიზიტით ვიყავით იტალიაში. ყოველი წლის ოქტომბერში იტალიაში იმართება გრანდიოზული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობს თითქმის მთელი მსოფლიო. ეს გახლავთ ერთგვარი მიმდინარეობა, რომელსაც ეწოდენა "ტერრა მადრე"--პირდაპირი თარგმანით "მიწა დედა", ხოლო ჩვენებურად დედამიწა. კონფერენციამ გასტანა ხუთ დღეს და ჩატარდა იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ტურინში. საკონფერენციო დარბაზში მოეწყო მსოფლიოს ხალხთა მანუფაქტურული ნამუშევრებისა და კვების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. მე პირადად იტალიაში პირველად ვიყავი და გერმანიისაგან განსხვავებით ცოტა არ იყოს მომეწონა კიდევაც იქაურობა, ყოველი შემთხვევისათვის ჭკვიანი კაცი რაღაცის სწავლასა და აქ გამოყენებას მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და იტალიურ კულტურებს შორის ერთი მისხალიც კი არ არის საერთო, ვთვლი, რომ ერთობლივად ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ჩვენს მგზავრობას: აქედან მიუნხენში გავფრინდით, თვიმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანებით მოფრინდა და მიუნხენიდან ტურინის მაგივრად მილანში მოგვიწია წასვლა ავტობუსით, მილანიდან კი ტურინში გადავფრინდით. როგორც იქნა ჩავლასლასდით ადგილზე მშიერ-მწყურვალები. უკანა გზაზე კი ტურინიდან მიუნხენში რომ ჩამოვფრინდით მთელი ექვსი საათი მოგვიწია აეროპორტში ყოფნა, მოკლედ ერთი კვირა თვითმფრინავის ხმას ვერ ვიტანდი და მაგათი დანახვაც კი არ მინდოდა. გამოფენას დაუბრუნდები და ერთსაც დავამატებ, რომ ჩვენ, მართალია ძალიან მოკრძალებული, მაგრამ მაინც გავაკეთეთ საქართველოს სტენდი სადაც წარმოვადგინეთ ქართული ღვინო, ქართლი სიმღერების ჩანაწერი დისკები, ჩურჩხელები, ბროშურები ღვინისა და ძველი ქართული პარკოსანი და მარცვლეული კულტურების შესახაებ და რაც მთავარია ქართლი სიმღერა ცოცხალი შესრულებით, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, რასაც თან დაემატა ის ფაქტი, რომ ჩვენმა წაყვანილმა გურჯაანელმა მომღერალმა სიმონამ იცოდა იტალიური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული და რუსულიც . მოკლედ მან საზოგადოებას ისე შეაყვარა თავი, რომ როდესაც დილით მოდიოდნენ ჯერ ჩვენთან უნდა მოსულიყვნენდა სიმონასთვის ბონჯორნო სიმონე უნდა ეთქვათ და მერე თავის ადგილას მიდიოდნენ, აღარას ვამბობ იმაზე, რომ სიმონამ იცოდა აუარება ანეკდოტები და მათელი გზა გვიყვებოდა და გვახალისებდა. აი ერთ-ერთი მათგანიც, კახელი ამბობს: "გუშინ ქელეხში იმდენი ხაშლამა ვჭამე რო დღეს დილით ჩემ ძროხას სირცხვილით თვალებში ვეღარ უყურებდიო" და ასე შემდეგ. საკომფერენციო დარბაზის გვერდზევე იყო ერთი ძალიან კარგი საგამოფენო სალონი "სალონ დელგუსტო" სადაც ხდებოდა ღვინოებისა სა სხვა სასურსათო პროდუქტების დეგუსტაცია, ამავე დარბაზში 2010 წელს იგეგმება ქართული ღვინოების სტენდის მოწყობაც, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოდან. ეხლა კი სურათები:
როგორი ქვეყანაცა ვართ ისეთი ქვეყნების გვერდით მოვხვდით

ამ დარბაზში გაიმარა მისასალმებელი შეხვედრა და ტერრა მადრეს გახსნა

რამოდენიმე ქართველი

გახსნის ცერემონიალის დროს ყველა ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიოდნენ თავთავიანი დროშებით და საზოგადოების წინ ჩაივლიდნენ-ხოლმე

ტურინის მერი, ჩემი ძმა და მეგობარი. როგორა ხარო, მე უთხარი როგორა ვარ და რუსეთი დედის ძვლები რო ვათრიე თხის ჯიგარივითა მეთქი... ხო ვიცი ვიციო, მეცაო. მოკლედ მერე მითხრა ეხლა დაღლილი იქნები და წამო პური ვჭამოთო...

მაკენა დიდი გულისყურით უსმენად თარგმანს

როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე, რომელიც ძლიან კარგ ადგილას იყო, მთის წვერზე. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ეგრევე ავიშვირე ფეხები და დავიძინე, მაგრამ დივანზე მეძინა და დილით მოღუნულმა გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ მეორე ღამით რაიმე შემეცვალა