2 ნოემბერი - ოფროუდ შეჯიბრი დიდგორი–2008 GPS ორიენტირება
Posted: 23 ოქტ 2008, 10:46
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ა.წ. 2 ნოემბერს მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი.
შეჯიბრის რეგლამენტს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი
3) უნდა ჰქონდეს GPS ნავიგატორი, ციფრული ფოტოაპარატი (შეიძლება კამერიანი მობილური ტელეფონიც)
4) უნდა ჰყავდეს შტურმანი(მისთვის მართვის მოწმობა არ არის აუცილებელი)
5) გადაიხადოს შენატანი 30 ლარი.
GPS ორიენტირების არსი. მონაწილეს მიეცემათ 50-მდე წერტილის კოორდინატები. წერტილები გაფანტულია ჭილის ტბიდან დიდგორამდე. ყოველი წერტილის დალაშქვრისათვის მონაწილეს მიეცემა საპრიზო ქულები. წერტილებს სირთულის მიხედვით ექნებათ სხვა და სხვა წონა. ამავე დროს წეტილების დალაშქვრის თანმიმდევრობა არაა რეგლამენტირებული. წერტილების დასალაშქრი ჯამური დრო არის შეზღუდული. ამ დროის გასვლის შემდეგ იწყება საჯარიმო დროის ათვლა. ხოლო საჯარიმო დროის დასრულების შემდეგ მონაწილეს არჩათვლა ეწერება. ფინიშზე უფრო ადრე მისვლა უპირატესობაა მხლოდ თანაბარი ქულების შემთხვევაში
შეჯიბრი იწარმოებს ორ ჯგუფში.
1) სტანდარტული. ამ ჯგუფში აკრძალული იქნება ელექტრო ჯალამბარების გამოყენება
2) მომზადებული. ამ ჯგუფში დაშვეულია ელექტრო ჯალამბარების გამოყენება
დანარჩენი ნიუანსები რეგლამენტში იქნება მოცემული რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
პ.ს. "ოფროუდერს კლუბის" წევრებისთვის შეჯიბრებაში მონაწილეობა უფასოა.