Page 1 of 10
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 15:41
by navigator
http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?p=5143
ამ თემის გაგრძელება მინდა აქ, ოღონდ ვილაპარაკოთ ზოგადად პარაპლანზე.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 15:45
by navigator
მოგვიანებით ავხსნი დეტალერბს თუ ვინმეს აინტერესებს.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 15:46
by navigator
...............
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 15:57
by navigator
.....
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 15:59
by navigator
ეს ყველა არის ტანდემის ვარიანტი (ერთი ინსტრუქტორი + ერთი მოყვარული).
მრამდენიმე გაფრენის შემდგემ მარტო შეგიძლია გააფრინო

პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 16:01
by navigator
ასეთი მანქანებით არის მომსახურება, ჩაფრენის მერე ამოგიყვანენ უკან.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 16:31
by navigator
ეს სურათები იყო რუსთავთან გადაღებული. მეორე ადგილი თბილისთან ახლოს სადაც შეიძლება ფრენა არის სოფელ ლილოსთან, თბილისის ზღვასთან.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 16:32
by navigator
.........
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 16:33
by navigator
.........
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 16:34
by navigator
........
Sorry, but the maximum filesize for all Attachments is reached. Please contact the Board Administrator if you have questions.

პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 17:17
by ilia
navigator
თბილისის ზღვის ზემოთ სოფელი ლილო ჩემს ჩვეულ ველოგასეირნების მარშრუტში შედის და მეც შევსწრებივარ ასეთ ფრენებს, ხომ ვერ დაწერდი ვინ აკეთებს ამის ორგანიზებას და რა ღირს ასეთი სიამოვნება?
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 21:15
by navigator
ilia
მინიმუმ 25 ლარი ჯდება, თუ სურვილი გექნებათ შევიკრიბოთ და წავიდეთ, 2 მათგანის ტელეფონის ნომერი მაქვს. დაკავშირება არაა პრობლემა.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 21:16
by navigator
25 ლარი არის ერთჯერადი გადასახადი და რამდენჯერაც მოასწრებ ხტები, როგორც წესი 4-5-ჯერ ასწრებ გადახტომას.
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 21:30
by navigator
ფრენები - შაბათს ან/და კვირას (ამინდზეა დამოკიდებული)
ადგილი (დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე):
რუსთავი (იაღლუჯას ქედი)
ან თბილისის ზღვა (სოფ.ლილოს ზემოთ)
ან ქსანის გადასახვევი
ჩასაცმელი: სპორტული ფეხსაცმელი (ქოშები და ფლოსტები არა) და ქურთუკი -აუცილებლად , დანარჩენი რაც გინდათ (მთლად საღამოს კაბებით და შარვალ-კოსტუმით ნუ გამოცხადდებით)
ინსტრუქტაჟი ადგილზე - 5-10 წუთი, პირველი ფრენები ტანდემით ინსტრუქტორთან ერთად, შემდეგები სურვილისამებრ ინდივიდუალურადაც.
წონითი შეზღუდვა 100 კგ-მდე, იქ პატარა გარბენის (5-10მ) გაკეთებაც მოგიწევთ - მთლად ღიპიანი ბიძები და დეიდები არასასურველია..
თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო დღის ბოლომდე 30-40 ფრენა შეიძლება შესრულდეს (15-20-30 წუთიანი)
ეს ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ძრავის გარეშე - ძრავა + ტანდემი შეთანხმდებით ინდივიდუალურად.
გასვლა დილით 10-11 საათისათვის, დაბრუნება - მზის ჩასვლის დროისათვის.
გასვლის წინადღით გადამოწმება (წამომსვლელების-დაგირეკავთ) და ფრენის დღეს დილით თბილისში შეკრების ადგილს შეგატყობინებთ (ქარის მიმართულების მიხედვით).
ფასი - 30 ლარამდე კაცზე (თუ ბევრნი შეგროვდით ნაკლებიც შეიძლება)
ფრენების რაოდენობა/ხანგრძლივობა ამ თანხაში შედის, ანუ რამდენიმე გაფრენაც შეიძლება მოასწროთ.
ჩვენი ტექნიკა: პარაპლანები - 2 ტანდემი (ASA - 170-210კგ დატვირთვაზე), 3 ინდივიდუალური (Omega 2 და Omega 4 - 90-მდე კგ) - 1 Proxy (100 კგ-მდე) + კიდევ მოთხოვნილების მიხედვით (Paratech, Avis).
ტრანსპორტი: ჩვენ (ინსტრუქტორები+ბრიაშკა) 2 მანქანით ვიქნებით (შეიძლება მესამეც დაემატოს) ლენდკრუიზერი და გოლფი, თუ ვინმე მანქანით წამოვა, მთლად უკეთესი (ნივა ან რაიმე ორხიდიანი მისასალმებელია)
დამატებით კითხვებისთვის - PM და
berlioz@list.ru
პარაპლანი
Posted: 31 აგვ 2005, 22:00
by mika
rodemde grzeldeba es yvelageri zamtarshic moxerxdeba tu sezoni iwureba ukve?