ასპინძის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა
Posted: 19 ოქტ 2008, 19:56
დღეს გახლდით გალერეა ’’ჰობი’’-ში, სადაც წარმოდგენილი იყო ასპინძის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა ნამუშევრები.
ნანახმა დიდი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
გალერეის თეთრი კედლები თავს იწონებდნენ ბავშვების სათუთი ხელებით შექმნილი თექის ქისებით, ჩანთებით; მძივებით ნაქსოვი ყელსაბამებით.
იქვე იყო სამკაულების შესანახი ორნამენტებით დამშვენებული ხის ლამაზი კოლოფები
და რაც განსაკუთრებულად მომეწონა - ფერადი ქსოვილებისაგან დამზადებული სიუჟეტური აპლიკაციები
ამ სახლის პედაგოგმა, ქალბატონმა ქეთინო ტივაძემ მითხრა , რომ ეს ნამუშევრები ხშირად გააქვთ საზღვარგარეთ, შარშან ამერიკაშიც ყოფილან
გამოფენა-გაყიდვით აღებული თანხები ხმარდება ბავშვთა სახლის საჭიროებებს, ბავშვებისათვის წამახალისებელ საჩუქრებს
.
გული დამწყდა, რამდენი რამე სჭირდებათ პატარებს - განსაკუთრებით კი ჩვენი სითბო...
ახლა კი რამოდენიმე ფოტოს დავდებ (ხარისხზე ბოდიშს ვიხდი
)ი