ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
Posted: 21 სექ 2008, 08:10
მაკენას ამ ღვინის ჩამოსხმის იდეა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ერთ-ერთ კარვულ შეკრებაზე გაუჩნდა (თუ არ ვცდები, ქვევრის მარანში ვიყავით). შემოდგომა მოვიდა და იდეის განხორციელების დროც დადგა. რთველისთვის მზადება იხილეთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
20 სექტემბერს ისეთი წვიმიანი დილა გათენდა, რომ ბევრმა კინაღამ გადაიფიქრა წამოსვლა. მაგრამ მაკენამ და ქვევრმა იყოჩაღეს, გურჯაანში გადარეკეს და დაადგინეს, რომ იქ მშრალი და მზიანი ამინდი იყო.
დათქმულ დროს მცირედი დაგვიანებებით შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე. სიაში ჩაწერილი 29 კაციდან რთველში 26 კაცი წამოვიდა (კარაველები თავსხმა წვიმამაც ვერ შეგვაშინა, მაშ!). ჩვენს გასაცილებლად იმ თავსხმაში მოვიდა სრულიად გალუმპული გურული, დაგვლოცა და ბარაქიანი მოსავალი გვისურვა
ვინაიდან მანქანები საკმარისად იყო, რუხის და თიკო_რ-ს მანქანები დავტოვეთ, მაკენას, აილენდერის, ქვევრის, თხაპნიასა და ჩემს მანქანებში გადავნაწილდით და დავადექით კახეთის გზას.