Page 1 of 3

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 12:20
by ARCHILI

ცოტა ხნის წინ სამეგრელოში გახლდით მივლინებით... ვისარგებლე მომენტით და პაწა დავისვენე კიდეც... დავისვენე არა ჩვენებურად... არამედ, უბრალოდ, ფერმერულად, ახლობლის ოჯახ-სანათესაოში, უბრალო და ერთდროულად განსაკუთრებულ ხალხში, ეს იყო სოფელ ქვალონში, ხობის რაიონში...

ნუ... მეგრული მასპინძლობის ამბავი ყველამ იცის...

იხარე, სულ გამაგიჟეს და მერე პროფესიულ საქმიანობასაც ნასვამი ვეწეოდი...

ერთადერთი, რასაც მიპროტესტებდნენ, მეგრულის უცოდინარობა იყო... "ხოხ, სანდრა რულიოვსმა ისწავლია მარგალიური და შენ, მარგალი კოჩმა არ იციო?...

ასეთ დროს ვწითლდებოდი და მარგალიურად ვეუბნებოდი, "აუცილიებლად ვისწავლი მეთქი", - ანუ, საწყის ეტაპზე მხოლოდ ე.წ. "მიაგკი ზნაკის"გამორევით...


პირველ რიგში, როდესაც სამტრედიიდან სამეგრელოსკენ გადაუხვევთ, თვალში განსაკუთრებული სიმწვანე მოგხვდებათ...

პირდაპირ ვიტყვი, ასეთ მწვანე ფერს ვერსად იხილავთ ამ ბუნების მდიდარ საქართველოში...


Image

ახლა ეს ფოტოები, ჩემი, უხეირო ფოტოგრაფის უხეირო მობილურითაა გადაღებული და თანაც სექტემბერში და თქვენ წარმოიდგინეთ კარგი ფოტოაპარატით, კარგი რეპორტიორით და შუა ზაფხულში...

Image

იმ დროსაც კი, როცა წვიმას აპირებს...

Image

მეორეა განსაკუთრებულად მაღალი და ლამაზი სიმინდის ყანები... ისიც ცნობილია, რომ მეგრულ სიმინდს არანაირი სხვა სიმინდი არ ჯობია, როგორც სილამაზით, ასევე გემოთი, ცხადია... იმიტომაცაა, რომ სამეგრელოში გაკეთებულ მჭადს და ღომს განსაკუთრებული გემო აქვს...

Image

ჯერომ სელინჯერს რომ ეს ყანები ენახა, "თამაშს ჭვავის ყანაში" კი არა "თამაში სიმინდის ყანაში" დაწერდა:

Image

ყველა ფონზე ლამაზია, თანაც ეს ადგილი აკაციის ტყესთან არის ახლოს:

Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 12:23
by ARCHILI
ეს საქართველოს მეგრული ცაა... სხვათა შორის, სწორედ ამ ფოტოს გადაღებისას დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ცისათვის სურათი გადაღებული არ მინახავს, არა და ყველა ჩვენი ხოტბა ლამის ცას ეკუთვნის ხოლმე... ჰოდა... მეც გადავუღე:


Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 12:30
by ARCHILI
ჩემი ფერმერული ეპიზოდები, უფრო სწორად, ჯერ ჩემს მიერ დაფიქსირებული ფერმერული ეპიზოდები;

1. მეგრელი ცხენები:

Image

2. მეგრელი ცხენი:

Image

3. მეგრელი ბატები:

Image


ცალკე სერიაა მეგრელი იხვები, მათთვის სურათების გადასაღებად მე დამეგობრებაც კი მომიწია და ბოლოსარარ მერიდებოდნენ :D

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 12:43
by ARCHILI

იხვებმა დამეგობრების შემდეგ პოზირებაზეც არ თქვეს უარი... რას კარგავდნენ... აი, საწყალ ქათმებს კი ცუდი დღე დაუდგათ, რამდენიმეს თავი წააცალეს...

პოზიორი იხვი:

Image

კიდევ ერთი:

Image

ახლა უკვე რამდენიმე, თანაც პატარა ტბაში:

Image

მონადირე ყოფილიყო იქ... ხოხ... ხოხ...

Image

აქ ისინი მსჯელობენ, რომელმა იპოზიოროს და რომელმა სუფრა დაამშვენოს:

Image

მითხრეს, ძალიან გვესიამოვნაო შენი გაცნობა... და ისე გამიშინაურდნენ, რომ მობილურზე, რომლითაც ფოტოებს ვუღებდი, დარეკვა მთხოვეს:

Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 12:57
by ARCHILI
სერიიდან გოჭები...

აქ, მეც გადავწყვიტე ფერმერული სული მეგრძნო და რაიმე საქმიანობა გამეწია, სანამ ქათმებსა და იხვს პუტავდნენ და სანამ ღომი იხარშებოდა და ა.შ.

ჯერ ვუღებდი ფოტოებს...

Image


Image

Image

Image

Image

მერე გადავწყვიტე მეც მეჭმია და თან ფოტოებიც გადამეღო, გოჭებს არ მორიდებიათ:

Image

Image

ჩემი თითი სოსკა ეგონათ, რომ არ იყო, მომიტრიალდნენ და წამიჭყვიტინეს, რას გვეკაიფებიო ამხელა კაციო და გაჭყვიტინდნენ იქიდან:

Image

Image

მერე, კარგად გამომძღრები (უკაცრავად გამოთქმაა) წამოწვნენ და დაიძინეს... დაიძინებდნენ, აბა, რას იზამდნენ, თვის ბოლოს გადასახადების პრობლემა მაგათ არ ადარდებდათ და ნატოში შესვლა-არ შესვლის საკითხი:

Image

ჰო, უნდა აღინიშნოს, რომ ამათმა დედამ (დედა ღორმა) მგონი 15 თუ 16 გოჭი დაბადა და ძუძუები რომ არ ეყო, პატრონს თხოვა, თუ კაცი ხარ, ერთი-ორი შენ გამიზარდეო...

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:03
by ARCHILI
ფისო...

ამ ფისოს თავის პატონი, ოთხი წლის ლუკა, დაიჭერდა ხოლმე და დაიძახებდა, "ფისო, ფისო, აბა, რამხელაზე დაფრინავ?...." და ცაში აისვრიდა ხოლმე...

ფისო, როგორც ვიცით, ზურგით არ ეცემა ხოლმე და არაფერი ვნებია... მაგრამ ლუკას რომ დაინახავდა, მაინც ცდილობდა შორს გაქცეულიყო:

Image

ეს კიდევ პატონი ლუკაა და მისი მეძებარი ძმობილი ბიმი, ამას უფრო ნაკლებად აწვალებდა ხოლმე:

Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:06
by ARCHILI
მე, ლუკა და ეს პატარა ულამაზესი ქალბატონი, ამ ყმაწვილის დისშვილია - თამარი:

Image


ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:06
by jaba picxelauri
მალადეც შენ არჩილ!!! :D პატარა იხვები არ გაქვს გადაღებული? ყვითლები რო არიან :D :D :D :D :D . მე ბაშობაში ფერმერი ვიყავი

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:12
by ARCHILI
ღვინის ამბავი დავწერე კარვული ღვინის თემაში, აქაც გადმოვიტან... შარშანწინ მე და ჩემი ძმაკაცის ძმამ სამეგრელოში კახური ყურძენი დავწურეთ, მერე შესაბამის დროს ბოთლებში ჩავასხით და მიწაში ჩავმარხეთ...

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში რომ გახლდით, ამოვთხარეთ და მივირთვით...

აი, ასეთი იყო, ამოთხრისას არქეოლოგიური გაწმენდა რომ ჩავატარეთ:


Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:13
by ARCHILI
და რომ ამოვთხარეთ, მერე:

Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:18
by ARCHILI

მე და ღვინის გამკეთებელი, ჩემი ძმაკაცის ძმა - გოგა... მე მხოლოდ თანაშემწე ვიყავი... ნამდვილი ყურძნის წვენი (მართალი ვთქვა, სპეციალურად ჩემთვის დამზადდა ეს ღვინო... ბუნებაში ჯერ კიდევ მოიძიებიან ადამიანები, რომლებიც საპატიოდ რაიმეს ჩემთვის აკეთებენ)...

ღვინო თხილების ძირში ჩავმარხეთ და ძლივს ვიპოვნეთ სხვათაშორის :)



Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:18
by ARCHILI

ეს ღვინის ბოთლები უკვე გასუფთავებულ მდგომარეობაში, გარეცხილი ჭიდან ამოღებული წყლით:




Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:19
by ARCHILI

და ისევ მე...

მერე იყო ახლადდაკლული ვარიკები, ღომი, სულგუნი და ელარჯი... ოსტრი და ხარჩო...

მეგრული ხაჭაპური...

რამდენიმე წუთის წინ ყანაში დატეხილი სიმინდები და კვახი...

ნესვი, ლეღვი, მსხალი და ვაშლი...

მაგრამ ეგ უკვე ალბათ აღარ დაგაინტერესებთ...

ღვინო მართლაც შესანიშნავი გამოდგა... ოდნავ მძიმე დასალევი კი იყო, მაგრამ შესანიშნავი...




Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:19
by ARCHILI
აი, ასე დაიწურა და დაილია არჩილის სახელობის ღვინო:


Image

ფერმერული ესკიზები მარგალეთში

Posted: 18 სექ 2008, 13:21
by ARCHILI
jaba picxelauri wrote:მალადეც შენ არჩილ!!! :D პატარა იხვები არ გაქვს გადაღებული? ყვითლები რო არიან :D :D :D :D :D . მე ბაშობაში ფერმერი ვიყავი
სამწუხაროდ, უკვე დაზრდილები დამხვდნენ, თორემ მეც ვეძებდი :)

ხალხი გაკვირვებით მიყურებდა ხოლმე, შუა გზაზე მანქანას რომ გავაჩერებდი და ხან რომელ ცხოველს ვუღებდი ფოტოს, ხან რომელს...

ერთმა მითხრა, ჩემი იხვების მაგიერ მე გადამიღე ფოტოო...

დაგავუღე..

:wink: