ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 12:20
ცოტა ხნის წინ სამეგრელოში გახლდით მივლინებით... ვისარგებლე მომენტით და პაწა დავისვენე კიდეც... დავისვენე არა ჩვენებურად... არამედ, უბრალოდ, ფერმერულად, ახლობლის ოჯახ-სანათესაოში, უბრალო და ერთდროულად განსაკუთრებულ ხალხში, ეს იყო სოფელ ქვალონში, ხობის რაიონში...
ნუ... მეგრული მასპინძლობის ამბავი ყველამ იცის...
იხარე, სულ გამაგიჟეს და მერე პროფესიულ საქმიანობასაც ნასვამი ვეწეოდი...
ერთადერთი, რასაც მიპროტესტებდნენ, მეგრულის უცოდინარობა იყო... "ხოხ, სანდრა რულიოვსმა ისწავლია მარგალიური და შენ, მარგალი კოჩმა არ იციო?...
ასეთ დროს ვწითლდებოდი და მარგალიურად ვეუბნებოდი, "აუცილიებლად ვისწავლი მეთქი", - ანუ, საწყის ეტაპზე მხოლოდ ე.წ. "მიაგკი ზნაკის"გამორევით...
პირველ რიგში, როდესაც სამტრედიიდან სამეგრელოსკენ გადაუხვევთ, თვალში განსაკუთრებული სიმწვანე მოგხვდებათ...
პირდაპირ ვიტყვი, ასეთ მწვანე ფერს ვერსად იხილავთ ამ ბუნების მდიდარ საქართველოში...
ახლა ეს ფოტოები, ჩემი, უხეირო ფოტოგრაფის უხეირო მობილურითაა გადაღებული და თანაც სექტემბერში და თქვენ წარმოიდგინეთ კარგი ფოტოაპარატით, კარგი რეპორტიორით და შუა ზაფხულში...
იმ დროსაც კი, როცა წვიმას აპირებს...
მეორეა განსაკუთრებულად მაღალი და ლამაზი სიმინდის ყანები... ისიც ცნობილია, რომ მეგრულ სიმინდს არანაირი სხვა სიმინდი არ ჯობია, როგორც სილამაზით, ასევე გემოთი, ცხადია... იმიტომაცაა, რომ სამეგრელოში გაკეთებულ მჭადს და ღომს განსაკუთრებული გემო აქვს...
ჯერომ სელინჯერს რომ ეს ყანები ენახა, "თამაშს ჭვავის ყანაში" კი არა "თამაში სიმინდის ყანაში" დაწერდა:
ყველა ფონზე ლამაზია, თანაც ეს ადგილი აკაციის ტყესთან არის ახლოს:

Last edited by
ARCHILI on 18 სექ 2008, 12:33, edited 1 time in total.
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 12:23
ეს საქართველოს მეგრული ცაა... სხვათა შორის, სწორედ ამ ფოტოს გადაღებისას დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ცისათვის სურათი გადაღებული არ მინახავს, არა და ყველა ჩვენი ხოტბა ლამის ცას ეკუთვნის ხოლმე... ჰოდა... მეც გადავუღე:

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 12:57
სერიიდან გოჭები...
აქ, მეც გადავწყვიტე ფერმერული სული მეგრძნო და რაიმე საქმიანობა გამეწია, სანამ ქათმებსა და იხვს პუტავდნენ და სანამ ღომი იხარშებოდა და ა.შ.
ჯერ ვუღებდი ფოტოებს...





მერე გადავწყვიტე მეც მეჭმია და თან ფოტოებიც გადამეღო, გოჭებს არ მორიდებიათ:


ჩემი თითი სოსკა ეგონათ, რომ არ იყო, მომიტრიალდნენ და წამიჭყვიტინეს, რას გვეკაიფებიო ამხელა კაციო და გაჭყვიტინდნენ იქიდან:


მერე, კარგად გამომძღრები (უკაცრავად გამოთქმაა) წამოწვნენ და დაიძინეს... დაიძინებდნენ, აბა, რას იზამდნენ, თვის ბოლოს გადასახადების პრობლემა მაგათ არ ადარდებდათ და ნატოში შესვლა-არ შესვლის საკითხი:

ჰო, უნდა აღინიშნოს, რომ ამათმა დედამ (დედა ღორმა) მგონი 15 თუ 16 გოჭი დაბადა და ძუძუები რომ არ ეყო, პატრონს თხოვა, თუ კაცი ხარ, ერთი-ორი შენ გამიზარდეო...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:03
ფისო...
ამ ფისოს თავის პატონი, ოთხი წლის ლუკა, დაიჭერდა ხოლმე და დაიძახებდა, "ფისო, ფისო, აბა, რამხელაზე დაფრინავ?...." და ცაში აისვრიდა ხოლმე...
ფისო, როგორც ვიცით, ზურგით არ ეცემა ხოლმე და არაფერი ვნებია... მაგრამ ლუკას რომ დაინახავდა, მაინც ცდილობდა შორს გაქცეულიყო:

ეს კიდევ პატონი ლუკაა და მისი მეძებარი ძმობილი ბიმი, ამას უფრო ნაკლებად აწვალებდა ხოლმე:
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:06
მე, ლუკა და ეს პატარა ულამაზესი ქალბატონი, ამ ყმაწვილის დისშვილია - თამარი:

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:12
ღვინის ამბავი დავწერე კარვული ღვინის თემაში, აქაც გადმოვიტან... შარშანწინ მე და ჩემი ძმაკაცის ძმამ სამეგრელოში კახური ყურძენი დავწურეთ, მერე შესაბამის დროს ბოთლებში ჩავასხით და მიწაში ჩავმარხეთ...
რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში რომ გახლდით, ამოვთხარეთ და მივირთვით...
აი, ასეთი იყო, ამოთხრისას არქეოლოგიური გაწმენდა რომ ჩავატარეთ:
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:13
და რომ ამოვთხარეთ, მერე:

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:18
მე და ღვინის გამკეთებელი, ჩემი ძმაკაცის ძმა - გოგა... მე მხოლოდ თანაშემწე ვიყავი... ნამდვილი ყურძნის წვენი (მართალი ვთქვა, სპეციალურად ჩემთვის დამზადდა ეს ღვინო... ბუნებაში ჯერ კიდევ მოიძიებიან ადამიანები, რომლებიც საპატიოდ რაიმეს ჩემთვის აკეთებენ)...
ღვინო თხილების ძირში ჩავმარხეთ და ძლივს ვიპოვნეთ სხვათაშორის

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:18
ეს ღვინის ბოთლები უკვე გასუფთავებულ მდგომარეობაში, გარეცხილი ჭიდან ამოღებული წყლით:

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:19
და ისევ მე...
მერე იყო ახლადდაკლული ვარიკები, ღომი, სულგუნი და ელარჯი... ოსტრი და ხარჩო...
მეგრული ხაჭაპური...
რამდენიმე წუთის წინ ყანაში დატეხილი სიმინდები და კვახი...
ნესვი, ლეღვი, მსხალი და ვაშლი...
მაგრამ ეგ უკვე ალბათ აღარ დაგაინტერესებთ...
ღვინო მართლაც შესანიშნავი გამოდგა... ოდნავ მძიმე დასალევი კი იყო, მაგრამ შესანიშნავი...

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:19
აი, ასე დაიწურა და დაილია არჩილის სახელობის ღვინო:

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 სექ 2008, 13:21
სამწუხაროდ, უკვე დაზრდილები დამხვდნენ, თორემ მეც ვეძებდი
ხალხი გაკვირვებით მიყურებდა ხოლმე, შუა გზაზე მანქანას რომ გავაჩერებდი და ხან რომელ ცხოველს ვუღებდი ფოტოს, ხან რომელს...
ერთმა მითხრა, ჩემი იხვების მაგიერ მე გადამიღე ფოტოო...
დაგავუღე..