აბოს მონათხრობი
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
აბოს მონათხრობი
ლეონტი
გაიხარე ძმაო ჟუჟუს ტელეფონს თუ გამიგებ მადლობელი დაგრჩები.
ახლა ნაღდად გნახავ რომ ჩამოვალ..
გაიხარე ძმაო ჟუჟუს ტელეფონს თუ გამიგებ მადლობელი დაგრჩები.
ახლა ნაღდად გნახავ რომ ჩამოვალ..
აბოს მონათხრობი
გზაში ძრავიანი კაზანკა გვქონდა წაღებული და იმით კინოს და სურათებს ვიღებდით, ძრავს "პომპა" ქონდა გაფუჭებული და მუშაობის დროს ბოთლით წყალი უნდა გესხა რომ არ გადახურებულიყო. გზაში ვერ ვიშოვეთ დეტალი. შემდეგ ეშმაკობა მოუფიქრეთ ძრავის ჩართვის შემდეგ წყლის ნაკადს ძაბრით ვიჭერდით და წამოცმული მილით კარტერზე გვქონდა მიშვებული. იდეამ გაამართლა და ბოთლიც მოვისროლეთ.
გზაში ისეთი სიცხე იყო ხანდახან თავზე დაუხურავად ძალიან ჭირდა, თუმცა ყველაფერი მაინც სასიამოვნო იყო, ჩვენ ხომ ერთმანეთის თანაკურსელები და მეგობრები ვიყავით.
გზაში თბილისელი მოგზაურები წამოგვეწიენ სამხატვროს ხალხი, ბევრს ვიცნობდით, მათაც იცოდნენ ჩვენი ამბავი და კარგად მოუნდომებიათ, რომ დაგვწეოდნენ.
სტუმრებთან ერთად (რა გემრიელად ვჭამ რაღაცას?)
აბოს მონათხრობი
ასეთი ამბები დროთა განმავლობაში ლეგენდებად იქცევა ხოლმე...
მათზე წესით მხატვრულ ფილმებს უნდა იღებდნენ...
თუმცა...
მადლობა, ბატონო აბო...
თუ კიდევ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებებეს, ჩვენ ამით მხოლოდ ვისწავლით...
პატივია თქვენი შემოსვლა ამ კარავზე...
მათზე წესით მხატვრულ ფილმებს უნდა იღებდნენ...
თუმცა...
მადლობა, ბატონო აბო...
თუ კიდევ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებებეს, ჩვენ ამით მხოლოდ ვისწავლით...
პატივია თქვენი შემოსვლა ამ კარავზე...
აბოს მონათხრობი
ძალიან საინტერესო ამბავია, და ძალიან მიკვირს ამ ამბავზე არაფერი რომ გვსმენია, არჩილს დავეთანხმები, ასეთი ისტორიები ლეგენდად უნდა იქცეოდეს.
ყოჩაღ თქვენ და თქვენ მონდომებას
ყოჩაღ თქვენ და თქვენ მონდომებას
აბოს მონათხრობი
ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი მედეა კრუიზს
და ველი გაგრძელებას!
და ველი გაგრძელებას!
აბოს მონათხრობი
].
სიმართლე გითხრათ სანამ გაჭირვებები გვქონდა ყველაფერი მახსოვს და ვიწერდი კიდეც, მაგრამ როგორც უდარდელი ცურვა დაიწყო, განცხრომისაგან ყველას ყველაფერი დაავიწყდა
სიმართლე გითხრათ სანამ გაჭირვებები გვქონდა ყველაფერი მახსოვს და ვიწერდი კიდეც, მაგრამ როგორც უდარდელი ცურვა დაიწყო, განცხრომისაგან ყველას ყველაფერი დაავიწყდა
Last edited by abo on 16 ოქტ 2008, 21:24, edited 1 time in total.
აბოს მონათხრობი
აბო მანდა ხარ?
პარასკევს ჟუჟუს მეუღლის გამოფენაა გალერეა კოპალაში, თუ აქა ხარ მოდი და ნახავ , ტელეფონს P>M ში მოგწერ
პარასკევს ჟუჟუს მეუღლის გამოფენაა გალერეა კოპალაში, თუ აქა ხარ მოდი და ნახავ , ტელეფონს P>M ში მოგწერ
აბოს მონათხრობი
" წაუსნიკერსა" - დილით გასვლის წინ.
გაზქურა გემბანზე გვქონდა ძირს დადებული და ერთხელ , კაიუტის კედელთან ახლოს მიწეული, კაიუტას გარედან მოპირკეთებულ "დერმატინს" ცეცხლი მოკიდა,ეტყობა კიდეც კედელზე მარცხნივ.
აზერბაიჯანში მტკვარს -"ჩურა" ეწოდება , ხოდა ამ ჩურას ნაპირებზე მშვენიერი "გადაყუდებული" სასადილოები იყო, სადაც დიდხანს თუ გაჩერდებოდი შეიძლება 12 ჭიქა ჩაი დაგელია. ჩაი ჩვენიც ბევრი გვქონდა, ჩვენ " ასეტრინა ნა ვერტელეზე" გადავდიოდით... 2 პორციას მოგვიტანდნენ მოკლე შამფურებზე. 3 მანეთი ღირდა მახსოვს და მოყვებოდა "ჩვრაკ"-ასე ერქვა - თხელი პურის, ლავაშივით... იმ მწვადის და მოგონებების გემო სიამოვნებას მგვრის.
აქაც ასეთი გადაყუდებული ჩანს უკანა პლანზე. რომ მივადგებოდით მოულოდნელად ასეთი გემით და უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდები, მშიერი შევცვივდებოდით სასადილოში, წამსვე ყურადღების ცენტრში ვექცეოდით. ეს დასვენების და დროსტარების (სასიამოვნო გასაჭირების თანხლებით) აპოთეოსს გავდა.
აბოს მონათხრობი
ძალიან საინტერესოა
დიდი ინტერესით ველი გაგრძელებას
გაიხარეთ აბო !!!
დიდი ინტერესით ველი გაგრძელებას
გაიხარეთ აბო !!!
აბოს მონათხრობი
თქვენი აზრიც მაინტერესებს შემეხმიანეთ, თუ არა ასე მგონია ჩემ თავს ვესაუბრები და მომწყინდა.
kiki
მადლობთ გამოხატული ინტერესისათვის.
kiki
მადლობთ გამოხატული ინტერესისათვის.
აბოს მონათხრობი
მე კიკი არა ვარ, მაგრამ ერთს გეტყვი: საკუთარ თავს ნამდვილად არ ესაუბრები, ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვადევნებ თვალს "აბოს მონათხრობს"abo wrote:kiki
თქვენი აზრიც მაინტერესებს შემეხმიანეთ, თუ არა ასე მგონია ჩემ თავს ვესაუბრები და მომწყინდა.
kiki
მადლობთ გამოხატული ინტერესისათვის.