Page 1 of 23

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 08:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, გთავაზობთ, მოვაწყოთ საქველმოქმედო აქცია რესპუბლიკური საავადმყოს ძველ რეანიმაციაში
მწოლიარე თანაფორუმელის გიო-გიორგის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად.
დასაშვებია ნებისმიერი, კანონით გათვალისწინებული ნივთების გამოტანა-გაყიდვა.
თანხა გადაეცემა ავადმყოფის მშობლებს.


აქ ჩამოწერეთ, ვინ გამოიტანთ ნივთებს გასაყიდად, რომ მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით აუქციონის ჩატრების ადგილი შევარჩიო.
სავარაუდო ადგილებია "მზიური", რესპუბლიკური საავადმუოფოს ეზო, მეიდანი-შარდენი, აბანოთუბანი,
ჯვრის მამის ეკლესიის ეზო (ლესელიძეზე), ლურჯი ეკლესია ვერის ბაღში.
ვინაიდან შაბათ-კვირას კარაველთა დიდი ნაწილი გასვლებშია, აუქციონი სამუშაო დღეს ჩატარდება.
სავარაუდო თარიღი 15 ივლისი, 3შაბათია, 18:00 სთ.
რაც შეიძლება მალე უნდა შევაგროვოთ ფული ამ ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად.
პირადად მე რამოდენიმე ფოტონამუშევარს გამოვიტან.
ველი თქვენს გულისხმიერებას, ნივთების მოტანას, მათ შეძენას, აგრეთვე, აუქციონის გასამართად სხვა ადგილების შემოთავაზებას.
2განიზაციულ მხარესა და მასთან დაკავშირებულ ფინანსებს ჩემს თავზე ვიღებ.[/b]

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 09:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
varvara, gurulo
ძნ გთხოვთ, ეს მონაცემები გაავრცელოთ თბილისის ფორუმზეც. როგორც ვიცი, ის მისი
აქტიური წევრი იყო და მისი თანაფორუმელები დიდ დახმარებას გაგვიწევენ.

ასევე, მეგობრებო, სადაც ხელი მიგიწვდებათ, გაავრცელეთ ეს ამბავი.

მთაშენკა
რადგან შენ და გიოორგი ერთი ეკლესიის მრევლი ხართ, ეგებ თქვენთანაც მიიტანო ეს ამბავი. მოძღვარიც საქმის კურსში ჩააყენო.
ეგებ რაიმე იმ საეკლესიო ნივთის გამოტანასაც დათანხმდეს, რომელიც, ვთქვათ, მესანთლეებთან იყიდება.
შეიძლება, მაგალითად წმინდა გიორგის ხატიც იყოს...
ვიაქტიუროდ

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 10:29
by MIRANDA
კარგი აზრია, ძალიან..

მეც გადავხედავ.. ვნახავ რით შემიძლია ჩემი წვლილის შეტანა... ბოლო-ბოლო გამოტანილ ნივთებს მაინც ვიყიდი :)

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 11:12
by tiko_r
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას!!!! მოვძებნი სახლში გასაყიდ ნივთებს

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 11:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
MIRANDA
tiko_r
გმადლობთ. ძნ მახარებს თქვენი განწყობა და შემო1ება

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 11:52
by Naia
მეც ვეცდები რამეთი შემოგიერთდეთ.

რამეს ვიყიდი მაინც :)

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 12:24
by აცაბაცა
ძალიან კარგია მეც მოვალ აუცილებლად შევიძენ რამეს

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 14:15
by zika
კარგი წამოწყება
თგენ გვერდით მიგულეთ რამეს მოვიფიქრებ.

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 14:20
by Varvara
GAMARJOBA SAKARTVELO

ეგრე რა. დიდი ხანია მქონდა ეგ იდეა, მაგრამ არ მითქვამს.

უნდა დაკონკრეტდეს ზუსტი თარიღი და ადგილი და დავდებთ თბილისის ფორუმზე, მოდერებს ვთხოვთ რომ აპინონ კიდევაც.

"მზიური", ლურჯი მონასტრის ეზო - ეს ადგილები ალბათ ჯობია გამოირიცხოს, შედარებით ცოტა ხალხი ხვდება სამუშაო დღეს (ანუ თუ სპეციალურად არ მოვიდნენ). რესპუბლიკურის ეზო შეიძლება არ იყოს კარგი ვარიანტი იმიტომ რომ ავადმყოფების პატრონები იქ თავიანთი პრობლემებით არიან ,,დაგრუზულები'' და ბევრი ხალხის შეკრებამ შეიძლება გააღიზიანოთ.

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 14:47
by Linda
ძალიან კარგი, მეც დაგეხმარებით

თბილისის ფორუმზე როგორც ვნახე უკეთესობაა და ღვთის წყალობით მალე გამოჯანმრთელდება

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 17:51
by legenda
დასტურ!

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 08 ივლ 2008, 19:47
by kiki
GAMARJOBA SAKARTVELO


ღმერთმა გაგახაროს!
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას........

გოგა მე ვფიქრობ, რომ მეიდანი-შარდენი ყველაზე კარგი ვარიანტია:)

2 წლის წინ აქცია ჩავატარეთ ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უპატრონო ბავშვებს ვეხმარებოდით და 600 ლარამდე იყო მარტო შემოწირულობა:)

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 09 ივლ 2008, 09:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
Varvara wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
"მზიური", ლურჯი მონასტრის ეზო - ეს ადგილები ალბათ ჯობია გამოირიცხოს, შედარებით ცოტა ხალხი ხვდება სამუშაო დღეს (ანუ თუ სპეციალურად არ მოვიდნენ). რესპუბლიკურის ეზო შეიძლება არ იყოს კარგი ვარიანტი იმიტომ რომ ავადმყოფების პატრონები იქ თავიანთი პრობლემებით არიან ,,დაგრუზულები'' და ბევრი ხალხის შეკრებამ შეიძლება გააღიზიანოთ.
ჰო, მართალი ხარ.
2 ვარიანტზე შევჩერდი.
ეს იქნება ჯვრის მამის ტაძრის ან შარდენის დასაწყისში მდგომი თამადის მიმდებარე ტერიტორია. მშვენიერი ბაღია ქანდაკების უკან.
შემიძლია, სიონის ეზოც გამოვიყენო.
რა თქმა უნდა, საქველმოქმედო აქციას თუ ტაძრის ეზოში გავმართავთ, მოძღვრის კურთხევას ავიღებ

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 09 ივლ 2008, 09:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ გთხოვთ, იაქტიუროთ.
სულ არ არის საჭირო, მხოლოდ ხელნაკეთები გქონდეთ.
შეიძლება, რომელიმე სუვენირი გამოიმეტოთ გასაყიდად. შეიძლება ეს წიგნიც იყოს, ცოცხალი ყვავილი ქოთნით, ფოტოების ჩარჩოები, საფოსტო ბარათები, ჭიქები, პატარა ხატები, სამაჯურები, ნაქსოვი წინდები, სამაჯურები. უამრავი ნივთის გამოტანა შეიძლება.
შეგვიძლია ნივთი იაფად ვიყიდოთ და თუნდაც 1 ლარით მეტ ფასად გავყიდოთ.
დამჭირდება მეთვალყურეების დახმარება.
აქცია ჩატარდება 23-27 ივლისის ფარგლებში. მანამდე გასაყიდ ნივთებს ვაგროვებ. ამასთან,
ეს დღეები სასმსახურეობრივ მივლინებაში მიწევს ყოფნა და არ მინდა, შუა გზაზე მიტოვებულ საქმესავით გამომივიდეს.
თქვენი თანადგომით, საქველმოქმედო აქციას ბოლომდე მივიყვან.

საქველმოქმედო აქცია გიო-გიორგის დასახმარებლად

Posted: 09 ივლ 2008, 09:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ ეგეთი აზრი მაქვს:
მინდვრის ყვავილები მოვიტანოთ, ერთი თაიგული დავწნათ და აუქციონის წესით გავყიდოთ.
ხარჯი მინიმალურია. მთავარი ყვავილების დაკრეფვაა.
აქციის დღეს აგერ, მცხეთაში, წყნეთში, კოჯორში შეიძლება ასვლა და ჩამოტანა.
თუ 1ზე მეტი თაიგული გაკეთდება, მთლად კგ იქნება