Page 1 of 2
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 18 ივნ 2008, 13:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, ხვალ, 2008ის 19 ივნისს, 18:00ზე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში (კუს ტბასთან)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა საქართველოს ატლასს წარადგენს, რომელიც მაღალპოლიგრაფიული
წიგნის სახითაა გამოცემული.
მუზეუმში შემოსვლა და დასწრება უფასოა.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 18 ივნ 2008, 13:48
by ლეონტი
ეგ წიგნი გუშინ მაგათ მაღაზიაში ვნახე 19 ლარი ღირდა და საბავშვო გამოცემას გავდა.ისე ბავშვებს ვუყიდი აუცილებლად.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 18 ივნ 2008, 14:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი
ძირითადათ მოზრდილებისთვისაა.
თუ არ ვცდები, წარდგინებაზე წიგნი დაბალ ფასში გაიყიდება.
სერიოზული გზამკვლევი-დამხმარე იქნება უფროსებისთვისაც.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 00:58
by Int3lig3nt
მე ვაპირებ მოსვლას და შეძენას

.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 01:10
by Mariam
სამსახურს 6-ზე ვამთავრებ და რომ დავიგვიანო ერთი ნახევარი საათი, ბევრს გამოვტოვებ?
და კუს ტბაზეც არა ვარ ნამყოფი. ვინმეს ხომ არ უნდა გამომყვეს? ტრანსპორტი ჩემზე იყოს

საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 09:17
by ლეონტი
Mariam wrote: კუს ტბაზეც არა ვარ ნამყოფი.
ხუმრობ?
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 10:10
by Mariam
ლეონტი wrote:Mariam wrote: კუს ტბაზეც არა ვარ ნამყოფი.
ხუმრობ?
არ ვხუმრობ

დედაჩემი არ მიშვებდა არასდროს, საშიში ადგილიაო. კიდევ ფუნიკულიორი მქონდა აკრძალული და დაღამებამდე სახლში უნდა ვყოფილიყავი, რაც არ უნდა ყოფილიყო... ახლა ცოტა შემიმსუბუქდა მოთხოვნები

საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 10:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mariam wrote:სამსახურს 6-ზე ვამთავრებ და რომ დავიგვიანო ერთი ნახევარი საათი, ბევრს გამოვტოვებ?
და კუს ტბაზეც არა ვარ ნამყოფი. ვინმეს ხომ არ უნდა გამომყვეს? ტრანსპორტი ჩემზე იყოს

გაითვალისწინე, რომ მუზეუმი კუს ტბამდეა.
იქ წარდგინება 2 სთ მაინც გაგრძელდება.
საინტერესო ვიქტორინა გაიმართება.
გათვალისწინებულია საქველმოქმედო ღონისძიებაც.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 11:14
by Mariam
მარტო მაინც ვერ წამოვალ და თანამგზავრი თუ ვიპოვე, შემოგიერთდებით სიამოვნებით, ოღონდ ცოტას დავიგვიანებ
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 13:19
by Mrs. Robinson
რუკები და ატლასები ჩემი სისუსტეა.
მეც ვაპირებ ამოსვლას.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 16:16
by Tamari-ch.
იყავით?
შეიძინეთ ატლასი?
რავარია?
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 17:46
by Mariam
ეჰ... ვერ მოვდივარ

საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 19 ივნ 2008, 20:33
by Int3lig3nt
ვიყავი, შევიძინე, კარაველებიც გავიცანი

.
წიგნიც მაგარია და კარაველებიც მაგრები არიან

.
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 20 ივნ 2008, 01:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიყავით, ლუდიც მივირთვით და ატლასიც მაჩუქეს, როგორც ამ წიგნის ერთ-ერთი წვრილი ავტორი.
რამდენიმე კარაველიც იყო: ნაია, ნიკა, თამუსია, ელი-ელი-კოტეტბელი, ლ(ი)ამა, კიდევ სხვები და Int3lig3ntც გავიცანით.
ჰაჰა, ქუდით ვიცანი.
მის რობინსონს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვნახა
საქართველოს ატლასის წარდგინება
Posted: 20 ივნ 2008, 02:33
by Naia
ვიყავი და წიგნიც შევიძინე
ატლასში ჩვენი კარაველების: გოგას, იეტი ვარდანაულის, გიორგი ბაგრატიონის, კოტეტბელის, აგრეთვე ბოკელი და სხვა ფოტოგრაფების ფოტოებია გამოყენებული. საკმაოდ საინტერესო წიგნია და ჩემი აზრით, ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ასეთი საჩუქარი.
ყველაზე საინტერესო კი ვიქტორინა იყო, რომელიც გამომცემლობის თხოვნით გოგამ წაიყვანა. მინდა გითხრათ, რომ გოგა მშვენიერი წამყვანი აღმოჩნდა:) თავი ისე ეჭირა, გეგონებოდა ბავშვობიდან სცენაზე იდგა
კითხვები ცოტა ადვილი იყო, პრიზები კი საინტერესო, როგორიცაა: თვითმფრინავით ფრენა ნატახტარის თავზე, 2 კაციანი საგზური საქართველოს ყველა კუთხეში და ა.შ.
ძალიან გამეხარდა ჩვენი კარაველების დანახვა: ლამა, კოტეტბელი, თამუსია, ნიკა... მოგვიანებით ინტელიგენტიც გამოჩნდა. ჩაკრულომ კი ერთი კარგი ქართული სიმღერაც შეასრულა თავის გუნდთან ერთად