4 მაისს დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ მარტყოფის "ღვთაების" მონასტერში. სიაში ჩაწერილი ხალხიდან ნაწილი (მათ შორის მანქანიანებიც) ადგილზე არ გამოცხადდა. სამმა კარველმა : ილიამ ვანდერერმა და ნ67-მა ველოტურის მოწყობა განიზრახა და დროზე რომ ჩასულიყვნენ ღვთაებაში ადრე გაუდგნენ გზას. შეხვედრის ადგილას გამოვცხადდით: მაკენა, კიკი*, მთა მყვარებია, ნაია, გამარჯობა საქართველო, თიკო-რ, ტრულალა, ნინია-გოგო, ქეთი, თეო001, ლამა თავისი პლიუსით, კარველი დათო, რომელიც უფლისციხე-ატენის გასვლაში გვახლდა და მე ვიღაცის პლიუსი მეგონა

არჩილი, ზვიოსული, პატაპუტინა. გაგვაცილა ვაზანომ, რომელმაც მოგვამარაგა 40 ტომრით. "ღვთაება"-ში შემოგვიერთდა ლეონტი თავის ოჯახთან ერთად.
ნაგავი იმდენი არ იყო, რაც ჯვრის მონასტრის დასუფთავებისას ვნახეთ. თუმცა 40 ტომარა გავავსეთ. იქაურობა საშინლად ტალახიანი იყო, ბუნებრივია ნაგავიც, ამიტომ ხელთათმანის ხელიდან ხშირად მოძრობას ვერ ვახერხებდი და მე პირადად სულ რამდენიმე ფოტო გადავიღე.
დასუფთავების შემდეგ, წავიხემსეთ, შემდეგ მონასტერში ჩამოვედით, შატილიონკას სახელზე ჯანმრთელობის პარაკლის გადავიხადეთ და გამოვემართეთ თბილისისკენ, გოგას ფოტოების გამოფენაზე. ისეთი სასაცილოები ვიყავით ტალახში ამოზელილები!

შეძლებისდაგვარად დავისუფთავეთ ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, მაგრამ მაინც კონტრასტს ვქმნიდით სხვა, გაპრანჭულ-ელეგანტურ კარველებთან შედარებით
ნ--------------------------------------------------
*თუ კიდევ ვინმე გამომრჩა, შემახსენეთ, ბოდიშები უკვე მოვიხადე
