Page 1 of 11
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 20:27
by popins
2008 წლის 30 მარტს..გამარჯობა საქართველოს ინიციატივით კარველები მტკვრისა და არაგვის შესაყარს გადავყურებდით.გადავყურებდით და ჩვენს დიად და ნათელ მიზანზე ვფიქრობდით 17 ადამიანი ,მათ შორის სამი ფერეიდნელი,ჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ვაპირებდით.
ჰოდა ასი ტომარა იყო ჩვენს ხელთ და ორი ფოცხი.
მოკლედ ნაგვის აკრეფაც კი სიამოვნებაა თუ გვერდით ნათელი ადამიანები გყავს.ეს დღე ულამაზესი იყო.განსაკუთრებით ის მომენტი მხიბლავს დაქანცულები მუშაობას მოვრჩით და... ნაგვის მანქანის ძარიდან ერთი ცელოფნის პარკი გადმოაქროლა ნიავმა..ჰოდა ამ ცელოფანს უკლებლივ ყველა იქ მდგარი ადამიანის დაღლილი მზერა გაჰყვა....
არაააააააააააააააააააააააააა
ჩვენ ვერ დავუშვებდით ამას..
მოკლედ დანარჩენი მერე და

დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 20:39
by tiko_r
სამომავლოგეგმებისამებრ 30 მარტს, დილის 9 სთ-ზე შევიკრიბეთ მშობლიურ სამთო ქიმიასთან
1. გოგრიჩა (გოგა)
2. გურული
3. პოპინსი ენდ გეგა
4. ნაია
5. გვალვა
6. შატილი
7.8.9. ფერეიდნელი +
10. გოგრიჩას + ნინო
11. კიკი
12. თუთა
13. მაკენა
14. ჭანდერერი
15. ტამუსია
16. მთა
17. ტიკო_რ
გაგვაცილა ლეგენდამ და გოგონამ....
შუადღის მერე კი შემოგვიერთდა ზვიო და მისი პლუსი
თემა ბევრ აღწერას არ საჭიროებს... სამწუხაროდ BEFORE ფოტოები ვერ გადავიღეთ... გოგრიჩას ექნება და დადებს... მაგრამ მუშაობის პროცესი და AFTER არის.
დიდი სიამოვნების მომნიჭებელი შრომა გამოდგა...
მძიმე სანახავი იყო (ყოველთვის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მძიმე გამოდგა) წამოსვლისას მანქანაში რომ ჩავჯექი, დავინახე როგორ ჩაიარა სამარშრუტომ და იქიდან ვიღაცამ როგორ გადმოაფრიალა რაღაც ცელოფანი...
გთავაზობთ რამოდენიმე (და რამოდენიმეზე მეტ) ფოტოს:
რადგან 3 მანქანა გვქონდა, სხვა ტრანსპორტს აღარ ვსაჭიროებდით.. ყველანი კარგად მოვთავსდით
(მთაც ყვარებია და დასუფთავებაც... შატილს კი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები)
(წწწ.123.გე-ს ნდობა ხომ არ შეიძლება!!)
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 20:50
by s.rodeo
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:08
by Gvalva
მადლობა გამარჯობა საქართველოს ამ ინიციატივისტვის, გზაშიც ბევრჯერ ვთქვი, ჩემი პირადი აზრი თავიდან ისეთი იყო რომ უფრო წყნარი დღე შეგვერჩია და ჩუმად აგვეკრიფა ნაგავი.
მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე ჯობდა!
ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა რომ დადის ხალხი და მათ გადაყრილ ნაგავს კრეფს, ზოგიერთმა შეიძლება არ აღარ გადაყაროს - შერცხვეს, ზოგიერთმა შეიძლება ჩვენ მოგვბაძოს და სხვისი გადაყრილი აკრიფოს.
როცა აქეთ გადმოვინაცვლეთ და გაჩერებულ მექორწილეებს ვხედავდი, ვფიქრობდი რომ ეხლა ესენი რაც დარჩებათ აქვე დაყრიან-მეთქი, ნუ, ეხლა მაგათ არ ენაგვებათ, ეხლა ეგენი ბედნიერები არიან...
როდის იქნება რომ ქართველები როცა ყველაზე ბედნიერები არიან, როცა კარგად დანაყრებულები არიან, მაშინც იზრუნებენ თავის ქვეყანაზე
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:09
by tiko_r
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:44
by Jnosy
ბარაქალა თქვენს მარჯვენაას
დაგიფასებთ სამშობლო ამაგს
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
პ.ს. მთელი მცხეთა დაალაგეთ კაცო?!
რაამბავი ტომრებია?
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:48
by navigator
ეჰ ვერ დავაღწიე თავი ჩემ საქმეებს

ყოჩაღ ხალხნო.
ეს სტიკერები ძალიან კაი მოფიქრებაა, საგურამოსკენ ვიყავი ამ დღეებში გზა სულ დანაგვიანებულია

ყველაფერს ჩვენი ძალებით ცხადია ვერ გავწმენდთ მარა მაგალითის მიცემა მაინც შეიძლება რომ ხალხს საკუთარი თავის (და შესაბამისად ქვეყნის) მიმართ პატივისცემა დაუბრუნდეს.
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:50
by tiko_r
ჯერ ჯვრის მონასტერთან მივასუფთავეთ... (შეძლებისდაგვარად!!!!... გავსებულია იქაურობა ნაგვით...)
შემდეგ წავისაუზმეთ და ჯგუფი ორად გაიყო... ერთი ნაწილი ქვემოთ ჩავიდა მთავარი გზის პირას (გადასახვევთან ახლოს)
ხოლო მეორე ნაწილი ისევ მონასტერთან დავრჩით და სამანქანე გზის პირს დავერიეთ...
ამასობაში ნაგვის მანქანაც მოვიდა და ჯერ ზემოთ დაგროვილი ტომრები.. ხოლო შემდეგ ქვემოთ დაგროვილები აკრიფა...
ზოგმა ნაგვის მანქანაზე შეყრილ ტომრებზეც კი იცეკვა!!!!
აი ფოტომასალაც:
ცოტა ვიხალისეთ და ნაგვის მანქანასაც დავემშვიდობეთ.... კი გასძვრა 1-2 ცელოფანი.. მაგრამ იმედია ნაგავი მშვიდობით ჩაიტანა ნაგავსაყრელზე...
გოგრიჩას დიდი მადლობა მანქანის და ტომრების ასე უზრუნველყოფისტვის
მოკლედ კარგი დღე იყო
ნაგავი იქა, სისუფთავე აქა
სიზარმაცე იქა, ლაშქრობა აქა...
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:53
by Mta Mkvarebia
მართლა ძალიან სასიამოვნო დღე იყო. ცოტა დამღლელი, მაგრამ აი ისეთი შენი თავით რომ კმაყოფილი ხარ.

ნაგავს მიჰქონდა იქაურობა, მარტო ჩვენ კი არა ათჯერ და ოცჯერ მეტი ადამიანი ვერ მოეროედა, მაგრამ რაღაც ნაწილი კი დავასუფთავეთ და ხალხს თუ მაგალითი მივეცით, ამას რა ჯობია.
ერთი შესწორება, თიკო წერს (სამომავლო გეგმებში), გოგამ 40 თუ 60 ტომარა დათვალაო. სულ 100 ტომარა გვქონდა და ყველა გავავსეთ

60 ტომარა მარტო ჯვრის მონასტერთან ავავსეთ დანარჩენი კი ჯვრისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ ზედა სურათზე რომ ნაგვის გროვააა ის საერთო ნაგვის მხოლოდ ნახევარია
ჰო, სურათები მეც გადავიღე

დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 21:53
by tiko_r
navigator
სავარაუდოდ და ალბათ ნამდვილადაც ასეა.... ეს ნაგავი მაინც ქარის მოტანილია უმეტესად....

მთავარია ნაგავსაყრელი მოწესრიგდეს... რომ ქარმა არ აფრიალოს...
უთქვამთ ყოველ ორშაბათს მიწას ვაყრითო.. მაგრამ შუა კვირაში რომ ქარი უბერავს!!!
Jnosy
რასაც თვალი გაწვდა იმის მეათედი თუ იქნება.....

ნაკლებიც
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 22:14
by ilia
მეამაყება რომ გიცნობთ

დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 22:33
by lama
მეამაყება, რომ კარაველი ვარ
თქვენ გაიხარეთ
ძალიან მიყვარხართ
კეთილო ხალხო

დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 22:39
by Wanderer
ბაზარში საჭმლების ყიდვის დროს შემთხვევით წავაწყდით ცეცხლის საჩხრეკს და ვიფიქრე, რომ გამომადგება მეთქი. კიდევ კარგი ვიყიდეთ.

ძალიან გამომადგა და მომავალში კარგი იქნება თუ კიდევ შევიძენთ.ძალიან პრაქტიკულია: ჩქარა და ეფექტურად ვახერხებდი ბოთლების და სხვადასხვა აბდაუბდის მიწიდან აღებას და პარკში ჩაგდებას.
Jnosy
პ.ს. მთელი მცხეთა დაალაგეთ კაცო?!
რაამბავი ტომრებია?
გაგიჟდები რომ ნახო რაოდენობა ნაგვისა, რაც იქ დარჩა !!!

დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 22:49
by Mta Mkvarebia
დასუფთავების აქცია ჯვარზე
Posted: 30 მარ 2008, 22:56
by lama
Mta Mkvarebia
თქვენი ჭირიმე ხალხნოოოოოოოოოოოოო
გაიხარეთ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!