სატევრისელი მშვილდოსანი.
Posted: 12 თებ 2008, 16:58
შავფარდი ვეფხვსა ნაწილსა,
დრონ იყვნენ შუაღმისანი
ვეფხვი რომ წამომიფრინდა,
თვალნი მარისხნა ხთისანი.
ხალხური.
მეკვლემ მხრებიდან დათოვლილი ნაბადი მოიხსნა და სახლის კარებთან მიაყუდა. მერე აბგიდან ჩურჩხელები ამოიღო და სახლში შესძახა: ოჯახისშვილოოო... სახლში ჩოჩქოლი და ჟრიამული ატყდა. ჩალხომ კარი შეაღო და სახლში შეაბიჯა ღიმილით. გწყალობდესთ, გწევნოდესთ, გფარავდესთო, სთქვა და დაილოცა:
გიმრავლოთ და შეგარჩინოთ შვილები და რძლები, ყანები და ზვრები, ბეღელი და მარანი.
საქონელი და საყოლელი, კამეჩი და ხბორი, მოზვერი და ღორი.
ურემი და გუთნეული.
მრავალი გქონოდეთ კოკა და კოკურა, ჩაფი და ჩაფურა, წაფი და წაფურა.
ძეობა და მზეობა, ლხინი და დღეობა.
შინათაც შინაური, გარეთაც გარეული.
გაშოროთ და გარიდოთ სატევარი და მატევარი, მდევარი და მაწევარი.
შიმშილი და ავადობა, მიწისძვრა და შავადობა, ცოდვა და ბრალი.
ჭერი გიდღეგრძელოთ, მეფე გიმზეგრძელოთ.
აგაშენოთ, გაგამრავლოთ, გაგახაროთ, გაცხოვნოთ, გაცოცხლოთ, გაგიმარჯვოთ.
იცოცხლე ჩალხიავ იცოცხლე, მიუგო მასპინძელმა მეკვლეს და სავსე ჯიხვი მიაწოდა...
თუთაააა... თუთააა... დაუძახა ჯავრიამ თავის დას. ხმა რომ ვერ გაიგო გაეღიმა, მიხვდა, რომ თუთა რომელიღაცა ხის უკან იდგა და ძმას ემალებოდა. დამაცა ჯერ გიპოვო, თქვა ჯავრიამ და ორიოდე ნაბიჯი გადადგა. თუთამ თავი ვეღარ შეიკავა, კისკისი ატეხა და სამალავიდან გამოვიდა. აკი გიპოვე, თქვა ჯავრიამ და თუთასკენ გაიქცა, თუმცა უცბადვე შეჩერდა და დაბლა დააჩერდა რაღაცას გაფაციცებით. რა მოხდა ჯავრია? ჰკითხა ძმას დამ. ნახე, უთხრა თუთას ჯავრიამ და თოვლზე ვებერთელა კვალი დაანახა, მხეცის კვალი. გვითვალთვალებს, თქვა ჯავრიამ, კაპარჭიდან ისარი ამოიღო და მშვილდის ლარს გამოსდო, მერე წელზე შებმული სატევარის ვადას ჩახედა უნებლიეთ.
ჯავრია სატევრისელი იყო. სატევრისი ქართლის ერთი პატარა სოფელი იყო, თრიალეთის ქედზე შეფენილი. სოფელს თავზე ვებერთელა კლდოვანი წამოსდგომოდა. იდუმალებით მოცული იყო ეს მთაკლდე. სწორედ ეს იყო სატევრისელი ვაჟების გამოსაცდელი და ვაჟკაცობის საზომი. დღეობისა თუ ხატობის წინა დღეს ჩაიცვავდნენ სატევრისელები ჯაჭვის პერანგებს, აისხავდნენ ხმალ-სატევარსა და დაადგებოდნენ მთაკლდისაკენ მიმავალ საცალფეხოს. დაბრუნდებოდნენ ზედ შუა ხატობა-დღეობის დროს და ატყდებოდა ტაშის ცემა და ძახილი. ჯავრია კარგი მშვილდოსანი იყო. კარგი ვაჟობისათვის ერთხელ მეფემ მოოქროვილი სატევარი უწყალობა, რომელსაც ჯავრია წელიდან არ იშორებდა. ბეჭბრტყელი, ვებერთელა ვაჟკაცი იყო , კარგი მონადირეც იყო და კარგი მებრძოლიც. შიშს არ გაივლებდა გულში. მოზიდავდა მშვილდის ლარსა და ვაი იმას, ვისაც მოხვდებოდა ისარი, ცოცხალს არ გაუშვებდა ნადირი იყო თუ მტერი. ერთი უბედურება რამ სჭირდა სოფელს, მხეცი რამე შემოსჩვეოდა და მუსრი გაევლო საქონელისათვის. წააქცევდა ხარი იყო თუ კამეჩი, გამოსჭამდა გულმუცელს და მიაგდებდა ესე... წავიდოდა, გადაიკარგებოდა ერთი ხანობა. ამოისუნთქებდა სოფელი, მგონი გვეშველაო, მაგრამ ისევ ჩამოვარდებოდა სოფელში გულგახეთქილი მწყემსი ქოშინით...
გვითვალთვალებს, გაიმეორა ჯავრიამ და ტყეს მიეყურადა. თუთა ძმის ვებერთელა ტანს მიეკრო აცახცახებული და თითქმის ტირილით უთხრა წავიდეთო. ჯავრიას ბრაზი მოერია, თვალები ჩაუწითლდა , რა ახლოს იყო მხეცთან, მაგრამ თუთას რას უზავდა? წავიდეთ, თქვა ჯავრიამ და მხეცის კვალს კიდევ ერთხელ დააკვირდა. ახლოს, სულ ახლოს დახედა ნაფეხურს. ბრჭყალები შენიშნა, თუ მხეცი ბრაზიანათ არ არის ბრჭყალებს არ გამოაჩენს, თქვა ჩუმად და საცალფეხოს დაუყვა დასთან ერთად. ჩაიარეს იფნიანი, სოფლის სასაფლაო. გამოჩნდა სახლიც. მხოლოდ ერთხელ, წამით კიდევ გაიხედა ჯავრიამ უკან ტყისაკენ და ჩუმად, სულ ჩუმად ჩაილაპარაკა რაღაცა. რა ამბავია ჩვენს თავსა? ჰკითხავდა სუფრეული ჯავრიას. არაფერია, თქვა მან და სუფრას მიუჯდა უხალისოდ. მხოლოდ მამამ შენიშნა, რაღაცას აეფორიაქებინა შვილის გული. აღარ იტყვი ვაჟო რას გვიპირებს მტერ-მოყვარე? ჰკითხა შვილს მამამ.
მხეცი მობრუნდა- თქვა ჯავრიამ და დაბლა დაიხედა, თითქოს არ უნდოდა ვინმეს თვალებში შეეხედა მისთვის. მერე მაგან დაგაღონა ვაჟო? რა სუფრა გაგვიმწარეო? ჰკითხა ჯავრიას მამამ. შენ ერთი ეს ჯიხვი ჩამომართვიო, შეაშველა მასპინძელს სიტყვა მეკვლემ და ჯავრიას პირთამდე გალიპლიპებული ჯიხვი მიაჩეჩა ხელებში. გვწევნოდეს შობის მადლი და მშვიდობა ქვეყანასა ზედაო- თქვა ვაჟმა და ჯიხვი მიიტუჩა უხალისოდ.
გატყდა ზამთარი, უკან დაიხია. თოვლი კი ჯიუტობდა, მაგრამ გაზაფხული თავისას შვებოდა. ჯავრიამ ტყეში სიარულს მოუხშირა, ტახზე ნადირობას მიზეზობდა, თორე მისი გონება სხვაგან იყო. სულ მხეცი ელანდებოდა სადაც წავიდოდა.
ბევრჯერ სულ ახლოს დაუნახია ეშვი, მაგრამ ჯავრიას ლარიც კი არ მოუზიდია სასროლად.
ერთხელ ტყიდან მობრუნებულსა და სოფელს მოახლოვებულს სოფლიდან ქალის გულისწამღები კივილი მოესმა, გაბმული კივილი. მერე ორი თუ სამი ცხენოსანი დაინახა მთაკლდისაკენ მიმქროლავი. სირბილით დაეშვა სოფლისაკენ, კაპარჭი და მშვილდი ცალ ხელში დაბღუჯა და ისე მირბოდა. გული ისეთ ამაზრზენ რაღაცას ეუბნებოდა, რომ გაფიქრებაც კი ტანში ზარავდა. მივიდა. მოგროვილ ხალხში სოფლის მენახირე გაარჩია თვალით, რომელიც რაღაცას ბლუკუნებდა თავდახრილი, ჩოხის კალთები სულ შემოხეოდა, პირისახე დაჰგაზოდა და ალაგ სისხლიც ჩამოსდიოდა ღაწვებზე და შუბლზე. ქალის კივილი არ წყდებოდა... ხალხი ჯავრიას სახეს არიდებდა, ქალები იცრემლებოდნენ. ჯავრიამ მშვილდი და კაპარჭი ძირს დაყარა და ორივე ხელი სახეზე მიიფარა. თუთააა, ჩემი თუთაააა აღმოხდა საბრალოს... საოცარი სიცარიელე იგრძნო სხეულში, თითქოს ვიღაცამ სული თუ გული ამოართვაო, გაანახევრაო.
ჯავრიას მამა ორ ცხენოსანთან ერთად დაღამებულზე მობრუნდა სოფელში. სახლში მუნჯად მოსულსა და გულდათუთქულს ახალი უბედურება დაახვედრეს მეზობლებმა, საბრალო დედის გულს ვეღარ გაეძლო შვილის სიკვდილისათვის და....
ჭრელი კენჭები ჯავრია, ჭრელი კენჭები წამოვკრიფოთ ღელეში, დაუძახა ძმას დამ და კისკისითა და სირბილით დაუყვა ღელისაკენ მიმავალ ბილიკს. ჭკუით იყავით შვილებო მიაძახა ღელისაკენ ხტუნვა-ხტუნვით მიმავალ ბავშვებს დედამ ღიმილით, თუთას ოქროსფერ დალალებს სიო ხარბად ეთამაშებოდა, დიდრონი, ლურჯი, წყლიანი და სევდიანი თვალები ჰქონდა თუთას, ვებერთელა წამწამებს ლამაზად აფახულებდა ხოლმე. დედის თვალები აქვსო, იტყოდნენ ხოლმე მეზობლის ქალები... ჯავრიას სევდიანად გაეღიმა და ჩუმად სულ ჩუმად ჩაიჩურჩულა- რა კარგი იყავ წარსულო, სად გამიფრინდი, სად წაიყვანე ჩემები... იდგა და დაჰყურებდა ყვავილებს, დედის საფლავზე ამოსულ ყვავილებს და ეგონა თითქოს ეს ეს არის რომელიღაცა ხის უკან დამალული თუთა გამოვიდოდა სამალავიდან კისკისით...
იგლოვა ჯავრიამ. ისე იგლოვა, როგორც ნამდვილ ვაჟკაცსა ჰშვენის. გლოვასაც ცოდნა სდომნია თურმე. დედისა და დის დაკარგვიდან წლამდე პირზე ღიმილიც კი არ მიუკარებია. არც ტყისაკენ არ გაუდგავს ფეხი. ერთი კი იყო, ხანდახან გახედავდა მთაკლდეს, პირქუშად მდგარს, იდგა და ფიქრობდა და ფიქრობდა. ფიქრობდა მხეცზე და იმაზე თუ როგორ ფლეთდა იგი თავისი ბასრი ბრჭყალებითა და კბილებით თავის დას, თავის თუთას და ბრაზისაგან თვალები სუმთლად უსისხლიანდებოდა. სადღაც იქ კლდეებში ცხოვრობდა ჯავრიას გულის მკვლელი მხეცი, ჯიქი.
ერთ დილას ჯავრია მამამისმა მიიხმო თავისთან და უთხრა, რომ სოფლის განაპირას რომ მთიული ჯურხა ცხოვრობდა იმასთან წასულიყო.
საღამო ხანი იყო, ჯურხა ბუხარს ეჯდა და ყალიონის კვამლში გახვეულიყო. გამიგის შენ ნაქებ ვაჟობაის ამბავ, უთხრა სტუმარს ჯურხამ, მეც გითხრობ ჩემას ვაჟობას-ო თქვა და მოყოლა დაიწყო. უსმენდა ჯავრია მოხუცი მთიულის მონათხრობს და თითქოს ეს ყველაფერი ეხლა, ამ წუთას ხდებოდა და მისი თვალით უყურებდა ყველაფერს. ცხადლივ დაინახა, როგორ დაეცა წარსულ დროში მხეცი სოფელს, როგორ დასჭრეს სოფლელებმა ისრით გავეშებული მხეცი და დაედევნენ უკან მოსაკლავად, როგორ დაეტაკა გაქცეული და გადარეული ნადირი წყაროდან მომავალ გოგოს და დაფლითა წამში.... ჯურხას გულისსწორი... მერე როგორ აისხა ჯურხამ ხმალსატევარი და როგორ დაადგა მთაკლდისაკენ მიმავალ ბილიკს, როგორ ეძებდა სამი დღე და ღამე მხეცის ბუნაგს და როგორ მიაგნო, როგორ შეებრძოლა და დაამარცხა მხეცი ვაჟკაცმა. ჯურხამ ძველი სკივრიდან მხეცის ტყავი ამოიღო და სტუმარს აჩვენა, ჯავრიამ უნებლიეთ სატევრის ვადაზე გაივლო მარჯვენა. დასდექ ვაჟო, ამან თავის ხვედრ უკვ შასჭამა და მაინევლა, თქვა და კედელზე დაკიდებულ სატევარს გახედა. მოხუცმა კედლიდან სატევარი ჩამოხსნა და ჯავრიას გაუწოდა, გამამართვ ვაჟო, ამით სძლიე, ნაჩვევ არს მაგათ გორის სისხლის სმასა. შამიტყვივ, მაგის გორ არ დაიშლს ჩვენ გორის სისხლის სმასა... ჯვარიმც გეწეროს ვაჟო და გახსამდეს, რაიც არ უნდ ეწადნო, მხეც არ და პიველ მაგისი აჯობებს, ხოლ მეორე შენ უნდ იყვნეს, შენზე ძლიერია და თუ ჭკუითამც მაგიგო იცოდე... მოხუცი გაჩუმდა. ჯავრია მიხვდა ნათქვამსა და დარიგებას. წასვლის ნიშან ძილჩი მაგეცემ, დაიხსომ და გიმწყალობოს...
წამოვიდა ჯავრია ჩაფიქრებული. პირველს ის დაგასწრებს, ხოლო მეორე შენი უნდა იყოსო, წასვლის ნიშანი ძილში მოგეცემაო, შენზე ძლიერიაო და თუ შენზე ჭკვიანიც გამოდგა მაშინ... მაშინ ვეღარ დაბრუნდებიო უნდოდა თქმა, მაგრამ გამიფრთხილდა. უყურებ მაგასა? როგორ მორევია იმოდენა მხეცსა სატევრითა? ეკითხებოდა თავის თავს ჯავრია.
ტყიდან ტოტების მტვრევის ხმა, ფოთლების შრიალი და მხეცის ბრდღვინვა ისმოდა, ხმა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მერე სიჩუმე ჩამოწვა, ჯავრიას მძორის სუნი მოუვიდა, მინდორზე იდგა, იმ მინდორზე რომელიც ჯურხამ მიასწავლა. მინდორი ძვლებით იყო მოფენილი, ჯავრიას დაბლა დახედვისა ეშინოდა, ვინძლო დახრულ ძვლებში ადამიანის ძვალი არ ამოეცნო, საყვარელი ადამიანისა... წყნარად, სულ წყნარად გამოვიდა ჯიქი მინდორზე, წყნარადვე მოზიდა მშვილდი ჯავრიამ, მოზიდა და მოზიდა, უნდა ისროლოს კიდეც, მაგრამ რაღაცა ძალა აჩერებს თუ ბორკავს. გახედა მხეცს, რომელიც დამცინავად გამოჰყურებდა ჯავრიას. გადმოდგა ჯიქმა ერთი ნაბიჯი, მეორე, აუჩქარა, გამოიქცა, ახტება საცაა და დაეტაკება ვაჟს...
თითქოს თავპირზე სათლით ცივი წყალი დაასხესო ისე წამოხტა ჯავრია ლოგინიდან გულგახეთქილი. შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. გათენებულიყო, ჩიტები ტკბილად ჟღურტულებდნენ. უცებ ჯურხას სიტყვები გაახსენდა, წასვლის ნიშანი ძილში მოგეცემაო... გარეთ გამოვიდა და ჯანღში გახვეულ მთაკლდეს გახედა, მერე შინ შეტრიალდა და ჯურხას მიცემულ სატევარს დაუწყო პირვა. მეორე დილით გათენებამდე ადგა, შემოირტყა სატევარი, აიღო მშვილდი და მხოლოდ ერთი ისარი, ეს ისარი თავად გამოჭედა, მხეცისთვის გამოჭედა. ეს ერთიც მეყოფა თუ საყოფია და გამარჯვება მიწერიაო გაივლო გულში, პირჯვარი გადაიწერა და შეუყვა საცალფეხოს. თოვლი ახალი აღებული იყო, გარემოში მზისაგან გაფუებული მიწის სასიამოვნო სურნელი იდგა. ჩიტების გალობასა და შაშვების ჭახჭახს რაღაცნაირი ხალისი შემოჰქონდა კაცის გულში. მალე ბუნების ხმიანობა შეწყდა და უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა. ჯავრია სატევარის ვადას ხელს არ უშვებდა და იმ გზას მიუყვებოდა, რომელი გზაც ჯურხამ მიასწავლა. ჯავრიას ჯურხას ხმა ეხლაც ყურში ედგა- პირველი ის დაგასწრებს, მარა მეორე შენი უნდა იყოსო. მაშ ვითომ დამასწრებს? ფიქრობდა ჯავრია. უცებ მძორის სუნი იგრძნო, მერე ყორნების ყრანტალიც გაიგო სადღაც. ვინ იცის იქნებ თუთასაც ასე ჯიჯგნიდნენ ყორნებიო, გაიფიქრა და ამან სულ გააცოფა, მკლავებში უზარმაზარი ძალა იგრძნო, მაგრამ იმ წამსვე მიხვდა, რომ მხეცსაც უზღვავი ძალა უნდა ჰქონოდა. ჩამოშლილი თმები თასმით შეიკრა და მთლად სმენად გადაიქცა. თუ ჯურხას ნათქვამს დაუჯერებდა, მაშინ უკვე მოსული უნდა ყოფილიყო. წინ, ახლოვე ერთი პატარა მონდორი შენიშნა, რომელიც წუხანდელი სიზმარისა არ იყოს ძვლებით იყო მოფენილი. როგორც სიზმარში, ეხლაც უმძიმდა დაბლა დახედვა ჯავრიას. ის კი არა ძეძვის ბუჩქებსაც ვერ უსწორებდა თვალს, იქნება და სადმე თუთას კაბის ნაფლეთი დაენახა. ამას მისი გული ვერ გაუძლებდა ვერა, რა არ გამოევლო, რა არ ენახა, მაგრამ... თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, თითქოს რაღაც ჩქამიც კი გაიგო ტყის პირიდან, გაიგო და რაღაც ჭრელს, ისეთს როგორიც ჯურხამ ანახა მოჰკრა თვალი. თვალებს არ დაუჯერა,
მშვილდი მოამზადა და წამს დაელოდა. მხეცი მინდორზე გამოსვლას არ ჩქარობდა და ჯავრიას გარს უვლიდა ტყით. დრო გაჰყავს, მართლა ჭკვიანი ყოფილა, მაგრამ ჩემზე ჭკვიანია? აი გამოვიდა კიდეც მხეცი ტყიდან, ჯავრიას რაღაც თვალში ემცირა მხეცი, მაგრამ წამის მეასედში მოზიდა მშვილდი და... მხეცი დაეცა. ჯავრია გაოცდა, სულ ეს იყო? იქნება მიტყუებს, რომ უეცრად დამეცეს თავს? მშვილდი და კაპარჭი იქვე, მინდორზე დაყარა, სატევარი გააძრო და მხეცისაკენ წავიდა. ახლოს, სულ ახლოს მივიდა მხეცთან და... შვილია, ბოკვერია თქვა გაკვირვებულმა ხმამაღლა. ჩაიმუხლა და ბოკვერს ახლოდან დახედა, რომელსაც სიმწრისაგან ენა კბილებში მოექცია და დახუჭული თვალებიდან ჯერ კიდევ გადმოსდიოდა ცრემლები. ისარი შიგ გულში მოხვედროდა, რომელიც წაქცეულს შუაზე გადაემტვრია. ისრის ნამტვრევი ოდნავღა მოსჩანდა ჭრილობიდან. ჯავრია გამოერკვა და თავის თავთან დაიწყო ლაპარაკი. კი მაგრამ ეს ხომ შვილია, ბოკვერია? ამან რა დამიშავა? თუმცა რაღაცნაირ კმაყოფილებას მაინც გრძნობდა გულში. ეხლა იმის გულშიც ის მოხდება რაც დედაჩემის გულში მოხდა. ეხლა იმასაც დაეთუთქება და დაემდუღრება გულ-მუცელი, ეხლა მოვიდეს და შემეყაროს ტოლსა და სწორს. თუმცა კი საოცრად შეებრალა თავისი მსხვერპლი. ვერა, ვერ შეეხებოდა ამ სილამაზეს ჯავრიას ხელი გასატყავებლად. ბოკვერი აქვე, თავის სახლში უნდა დარჩენილიყო, მისი ძვლებიც ამ მინდორზე უნდა მოფენილიყო. დაღლილობა და მოქანცულობა იგრძნო, მაგრამ ეს დაღლა სხვა დაღლა იყო. სევდითა და დარდით დაღლილიყო, ბრძოლით დაღლილიყო, სისხლით დაღლილიყო. როდის მორჩება ეს ყველაფერი, როდის? ამ წუთას საოცრად მოუნდა ამ ბოკვერის ადგილზე ყოფილიყო...
საშინელ ...