Beqa Picxelauri wrote:დაწერეთ რა რა იყო სურპრიზი
რა იყო და....
შევიკრიბეთ მერიის წინ, ემატებოდა და ემატებოდა ხალხი. ვინ არ იყო იქ: გვალვა, გოგა, ტომა, უნა, ილია, გობე გობე-ვაიფითურთ, ბოჭო, დრუიდი თავის მეუღლითურთ, ლიკაკო, თიკო_რ, ქეთუნა, თუთა, ნუსა, გვალდა, ჭუნა, ნინუცა, ლობო, ტრულალა, ნიკა, მირანდა, მისი და მარიტა, სასკვა, მისი და მარიტა, ლამა, ახალი კარველები კოკო, "მინდა ვიყო ბატონი გვალვა" (მისი ნამდვილი ნიკი ვერაფრით გავიგე, მარწმუნებდა ეს არის ჩემი ნიკიო, სხვათაშორის გვალვა რომ მოვიდა, შორიდან შენიშნა, ხელები რუპორივით დაიჭირა და "გადადექი, გგადადექი"-ს ყვირილი დაიწყო მერიის წინ. ვინ დაიჯერებდა, რომ გვალვას უყვიროდა?.

მოკლედ გაზით და წყლის ჭავლით აქციის დაშლას გადავრჩით

), ფლორა, ვარვარა, N67, ზვიო, თამუსია, ზვიოს პლიუსები, რომლებიც სხვადასხვა ლაშქრობებიდან გახსოვთ (პლიუსების მთელი არმია ყავდა

), ბელჯი, გურული, ჩამოხეული ბილბორდები, ლინდა, ქლაიმბერი და მეტი აღარ მახსოვს, სულ 37 თუ 38 კაცი. ბოლოს ნინუკალა შემოგვიერთდა... არ ჩანდა მხოლოდ მაო.... დავიძარით მთაწმინდის მიმართულებით, არ ვიცით სად მივდივართ. ჟრიამულით ავიკელით იქაურობა, ხალხი ფანჯრებიდან იხედებოდა და კითხულობდა: “აქციააო?”, მაოს დანაკლისი ყველამ შენიშნა, და სხვათაშორის ეჭვებიც გამოითქვა, მაოს სახლში ხომ არ მივდივართ და ამდენი ხალხს გვეტყვის ალბათ “აგერ, შეშა მაქვს დასაჩეხი”, “აქ ცოტა შესაღებია, აქ გაჯია დასმატებელიო” მოკლედ სხვადასხვა ვარიანტებს გამოვთქვამდით, მაგრამ სინამდვილეში რა ხდებოდა, კაციშვილმა არ იცოდა, ეს გაურკვეველი მოლოდინი კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღვვიძრავდა… ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, მივადექით ამაღლების ქუჩაზე (როგორც ლამამ თქვა) ახლადგაშენებულ სკვერს. ჩვენს გამოჩენაზე უცებ ცა განათდა და სხვადასხვა მხრიდან ფეიერვერკების წვიმა წამოვიდა, მთელი სკვერი მიწაში ჩამაგრებული სანთლებით იყო განათებული, ფეიერვერკების წვიმა ხელოვნური თოვლის ფანტელებმა შეცვალა აეროზოლიდან, მერე კი იქაურობა ისევ განათდა, ამჯერად ბენგალური შუშხუნების ნათებით, რომლებიც ყველა კარველს დაგვირიგეს… აი ასე მოგვილოცეს მაომ და გოგამ დამდეგი ნიკოლოზობა. მართლა დაუვიწყარი სიურპრიზი იყო, რამაც ამდენი, მოულოდნელი საჩუქრის მოლოდინით ავსებული სოლიდური და ნაკლებადსოლიდური

ხალხი ბავშვობაში დააბრუნა და პატარა დრესასწაული აჩუქა. დიდი მადლობა მაოს, გოგას, მაოს ახლობელ პატარა გოგონას, რომელმაც მასთან ერთად სიურპრიზის უშუალო მოწყობაში დიდი როლი ითამაშა. გმადლობთ, ხალხნო, გაიხარეთ. მიხარია რომ ასეთები ხართ და შეგიძლიათ პრობლემებით დატვირთული რეალობისდა მიუხედავად ხალხს ასეთი სიხარული აჩუქოთ.
ჰოო, კინაღამ დამავიწყდა, კარალიოკი უბრალოდ საშვის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც მაომ ჩამოგვართვა (დუბლიონკაში ჩავულაგეთ

, მერე ისევ დაგვირიგა და "ახლა შეჭამეთო" გვითხრა. ჩვენც რა თქმა უნდა ასე მოვიქეცით
ვინც გამომრჩა ნელ-ნელა მახსენდება და ვამატებ სიაში
