ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ
Posted: 30 ნოე 2007, 13:29
ეს ოფიციალური განცხადებაა, ხოლო არაოფიციალური კი ქვემოთ იქნება
ასოციაცია “ელკანა” გიწვევთ Agro+Food+Drink+Tech ExpoGeorgia 2007-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე:
• 5-8 დეკემბერი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიოპროდუქციის გამოფენა
• 6 დეკემბერი - კონფერენცია - “ბიომეურნეობის განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში”
კონფერენცია ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით; ფინანსური მხარდაჭერა: ფონდი ავალონი (ნიდერლანდები), შვეიცარიის განვითარების სააგენტო და EPER (შვეიცარია); ასევე EED და Misereor, (გერმანია), OxfamNovib (ნიდერლანდები) და GEF/UNDP.
კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებასა და დისკუსიის დაწყებას კავკასიაში ბიობაზრის განვითარების საკითხებზე. კონფერენციაზე განიხილება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბიოწარმოების სფეროში არსებულ ვითრება, პრესპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე ბიობაზრის განვითარების ევროპული გამოცდილება. კონფერენცია წარმოაჩენს ბიომეურნეობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ï‚§ 7 დეკემბერი – კონფერენცია – “ხარისხის მართვა – ფერმერი აწარმოებს იმას, რასაც ბაზარი ითხოვს”
ასოციაცია “ელკანასა” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (GTZ) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სხვადასხვა სფეროებში ხარისხის მართვის სისტემის მნიშვნელობა და მისი დანერგვის მექანიზმები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ასოციაცია “ელკანას” ვებ-გვერდი http://www.elkana.org.ge/news.php?lang=ge ან მიმართეთ “ელკანას” საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელ ელენე შატბერაშვილს:
E-mail: conference@elkana.org.ge