ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Makena » 30 ნოე 2007, 13:29

ეს ოფიციალური განცხადებაა, ხოლო არაოფიციალური კი ქვემოთ იქნება :D
ასოციაცია “ელკანა” გიწვევთ Agro+Food+Drink+Tech ExpoGeorgia 2007-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე:
• 5-8 დეკემბერი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბიოპროდუქციის გამოფენა
• 6 დეკემბერი - კონფერენცია - “ბიომეურნეობის განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში”
კონფერენცია ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით; ფინანსური მხარდაჭერა: ფონდი ავალონი (ნიდერლანდები), შვეიცარიის განვითარების სააგენტო და EPER (შვეიცარია); ასევე EED და Misereor, (გერმანია), OxfamNovib (ნიდერლანდები) და GEF/UNDP.
კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებასა და დისკუსიის დაწყებას კავკასიაში ბიობაზრის განვითარების საკითხებზე. კონფერენციაზე განიხილება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბიოწარმოების სფეროში არსებულ ვითრება, პრესპექტივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე ბიობაზრის განვითარების ევროპული გამოცდილება. კონფერენცია წარმოაჩენს ბიომეურნეობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

 7 დეკემბერი – კონფერენცია – “ხარისხის მართვა – ფერმერი აწარმოებს იმას, რასაც ბაზარი ითხოვს”

ასოციაცია “ელკანასა” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (GTZ) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სხვადასხვა სფეროებში ხარისხის მართვის სისტემის მნიშვნელობა და მისი დანერგვის მექანიზმები.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ასოციაცია “ელკანას” ვებ-გვერდი http://www.elkana.org.ge/news.php?lang=ge ან მიმართეთ “ელკანას” საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელ ელენე შატბერაშვილს:
E-mail: conference@elkana.org.ge

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Naia » 30 ნოე 2007, 13:32

Makena
კონფერენციაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება?

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Makena » 30 ნოე 2007, 13:38

ეს კი არაოფიციალური განცხადების ვარიანტი :

5-8 დეკემბერს ExpoGeorgias საგამოფენო ცენტრში, მე-11 პავილიონში ჩატარდება გამოფენა AgroFoodDrinkTech, ამ გამოფენაზე ჩვენი ორგანიზაციაც ანუ ,,ელკანა" იქნება ფართოდ წარმოდგენილი, გვექნება ღვინის, ყველის, ჩურცხელას და სხვ. დეგუსტაცია, ასერომ მობრძანდით კარაველებო :D ქვევრიც იქ დაგხვდებათ დასაჭასნიკებელი ღვიონოებით და მეც იქ ვიქნები :D 8)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by ლეონტი » 30 ნოე 2007, 13:43

ამ გაგანია მარხვაში რა ყველის დეგუსტაცია აგიტყდათ?
ისე იდეაში საინტერესოა, თუ რამეს არ გვაპარებენ უცხოელები, ბრჭყვიალა შუშების მსგავსად მაგელანმა რო გადარია იგინი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Makena » 30 ნოე 2007, 13:45

Naia wrote:Makena
კონფერენციაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება?
Naia
კონფერენციაზე მხოლოდ მოსაწვევებით,რადგან ადგილები შეზღუდულია, თუმცა თუ ვინმეს აინტერესებს მე შემიძლია მისი კონფერენციაზე დასწრება ვუზრუნველყო. :wink:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Makena » 30 ნოე 2007, 13:48

ლეონტი wrote:ამ გაგანია მარხვაში რა ყველის დეგუსტაცია აგიტყდათ?
ისე იდეაში საინტერესოა, თუ რამეს არ გვაპარებენ უცხოელები, ბრჭყვიალა შუშების მსგავსად მაგელანმა რო გადარია იგინი.
ეს საერთშორისო გამოფენაა და ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად სოფლისმეურნეობისა და წარმოების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინც მარხულობს ყველს ნუ მიირთმევს, ჩურჩხელა მიირთვას :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by qvevri » 30 ნოე 2007, 13:49

ლეონტი wrote:ამ გაგანია მარხვაში რა ყველის დეგუსტაცია აგიტყდათ?
ისე იდეაში საინტერესოა, თუ რამეს არ გვაპარებენ უცხოელები, ბრჭყვიალა შუშების მსგავსად მაგელანმა რო გადარია იგინი.
უცხოელები რა შუაშია პროდუქტები ქართულია და ვინმეს გადარევა კი არ გვინდა ქართული პროდუქციის გასაღებაში ვეხმარებით ქართველ მცირე მეწარმეებს. (ყველის ჭამა ძალდატანებითი არ არის)

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by shatilis asuli » 30 ნოე 2007, 13:52

Makena
მე მაინტერესებს. GTZ-ში მაგას ვინ კურირებს?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by ლეონტი » 30 ნოე 2007, 14:26

გამოფენის მოსაწვევები თუ გაქვთ უცხოელი ვიზიტორებისთვის?

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Varvara » 30 ნოე 2007, 14:27

Makena და ალბათ ქვევრსაც უნდა მივმართო,

ელკანას სოფლის ტურიზმის პროექტის საიტზე წავიკითხე რომ არის შესაძლებლობა გლეხური ღვინო შეიძინოს მსურველმა (მითითებულიც არიან კონკრეტული მეღვინეები).

გამოფენაზე თუ მოეწყობა მათი ღვინოების გაყიდვა?

მადლობთ პასუხისთვის.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by qvevri » 30 ნოე 2007, 14:40

Varvara wrote:Makena და ალბათ ქვევრსაც უნდა მივმართო,

ელკანას სოფლის ტურიზმის პროექტის საიტზე წავიკითხე რომ არის შესაძლებლობა გლეხური ღვინო შეიძინოს მსურველმა (მითითებულიც არიან კონკრეტული მეღვინეები).

გამოფენაზე თუ მოეწყობა მათი ღვინოების გაყიდვა?

მადლობთ პასუხისთვის.
გამოფენაზე გაყიდვა არ მოხერხდება, ეს გამოფენა გაცნობითი ხასიათისაა. თქვენ შეგეძლებათ პირდაპირ მწარმოებლებთან იქონიოთ კონტაქტი. ამის გარდა მე შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივასწავლო კაი-კაი ღვინოების მისამართები(გლეხური)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by qvevri » 30 ნოე 2007, 14:42

shatilis asuli wrote:Makena
მე მაინტერესებს. GTZ-ში მაგას ვინ კურირებს?
ალბათ კნუტ გერბერი, თუმცა ზუსტად არ ვიცი :oops:

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by Varvara » 30 ნოე 2007, 14:42

qvevri wrote:ამის გარდა მე შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივასწავლო კაი-კაი ღვინოების მისამართები(გლეხური)
მადლობთ პასუხისთვის.

აი მაქეთკენ მიმყავდა ზუსტად საუბარი. კარგი საფერავი მაინტერესებს........ :D :D :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by qvevri » 30 ნოე 2007, 14:43

ლეონტი wrote:გამოფენის მოსაწვევები თუ გაქვთ უცხოელი ვიზიტორებისთვის?
მე ორი თავისუფალი მოსაწვევი მქონდა და უკვე გავეცი.
ისე უცხოელებს მაინცდამაინც არ გაუჭირდებათ ბილეთის ფასის გადახდა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ელკანა Expogeorgias გამოფენაზე-AgroFoodDrinkTech 5-8დეკემბერ

Post by qvevri » 30 ნოე 2007, 14:45

Varvara wrote:
qvevri wrote:ამის გარდა მე შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივასწავლო კაი-კაი ღვინოების მისამართები(გლეხური)
მადლობთ პასუხისთვის.

აი მაქეთკენ მიმყავდა ზუსტად საუბარი. კარგი საფერავი მაინტერესებს........ :D :D :D
ეს საქმე გამოფენამდე თუ მოითმენს იქ გეტყვი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]