პაატას მონახულების შემდეგ
Posted: 08 ნოე 2007, 22:51
დღეს, 2007-ის 8 ნოემბერს, 18.30ზე შევიკრიბეთ მარჯანიშვილის თეატრთან და წავედით პაატას მოსანახუკებლად საავადმყოფოში.
პაატას, რომელსაც, ჯერაც არ ვიცით, რატომ მოხვდა საავადმყოფოში, ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრიანობა. დავასაჩუქრეთ კიდეც.
ოღონდ, ვინცხა სანიტარმა (ვინ იცის, ეგებ ექთანი იყო ან ექიმიც) ამდენი შეკრებილი რომ დაგვინახა, მგონი, იფიქრა, არიქა, მიტინგს მართავანე განყოფილების გამგის გადასაყენებლად უმალ დაგვშალა.
გოგონას თავგამოდებით შეკრების ადგილი ლიფტთან გადავიტანეთ, მაგრამ 2-ოდე წუთში ის ვინცხა სანიტარი თავს ხელახლა დაგვადგა და შემოსასვლელამდე კუდით ქვა გვასროლინა, აქ რას ჩამომდგახართ, საავადმყოფოა.
ჰოდა, ქვევით ჩამოსულებმა ციმ-ციმ, აი, ეს ფოტო გადავიღეთ და "კარავზეც" გამოვიტანეთ.

კი მაგრამ, თავად პაატა სად არის?
მივიკითხ-მოვიკითხეთ, მაგრამ მისი ქვევით ჩამოსვლა, თურმე, არ შეიძლებოდა.
ჰოდა, დავრჩით გაღიმებულნი.
მემრე სხვაგან შევიკრიბეთ.
აწი, ფოტოები და კომენტარები იმათ გამოამზეურონ, ვინც მშვენივრად იყოჩაღა