Page 1 of 7

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:02
by qvevri
:D პატივცემულებო გთავაზობთ ერთ გამოცანას, ვინც გამოიცნობს პირადად მე ვჩუქნი ერთ ბოთლ ისეთ საფერავს თავის დღეში რომ არ ექნება გასინჯული. უკაცრავად მაგრამ მისაყოლებელი არ იგულისხმება. მაშ ასე:
მისი შვილი ჩემთან ერთად დაიბადა და ჩემთან ერთად მოკვდება.
მას ზვიგენზე მეტი კბილები აქვს.
მის სახლიკ კარების რაოდენობას დიდგორის გმირი გიკარნახებთ.
იგი არ არსებობდა და დაიბადა, მან თანის თავი თვითონ შეჰქმნა.
თვითონ მუცელზე დახოხავს, ხოლო დედამისი დაფრინავს. ვერავინ ეწევა.
მას შენ ყოველდღე უყურებ თვალებში მაგრამ..........
მისი პირმშო შენი ყველაზე დიდი მეგობარია და ეცადე მტრად არ გაიხადო, გაგანადგურებს.
იგი მჭედელია, აქვს ერთი გრდემლი და ბევრი ჩაქუჩები, რამდენი? ამას ერთერთი ქართული გაზეთი გიკარნახებს.
იგი თავიდან ჯიბისქურდი იყო.
მისი დედა გპარავთ სუნთქვას, ნაბიჯებს, სიცოცხლეს მაგრამ შეიძლება მარადისობა გაჩუქოს.....
იგი ხან კრემლშია ხან ლონდონში, ხან თბილისის მერიაში. იგი იქ მუშაობს, რას აკეთებს???????????
იგი არტისტია, აქვს უამრავი ნიღაბი მაგრამ არასოდეს იყენებს.
მას თავის დროზე გალაქტიონმა ჰკითხა ვინაობა, რისთვისაც მან დიდ პოეტს დამქაში მიუგზავნა და მაკვლევინა. გავეშებულმა გოეთემ მდუღარე წყალში ჩააგდო, არ აპატია ჯიბის ქურდობა, მაგრამ ვერას გახდა, პირიქითაც.........
იგი არ არის ამპარტავანი, რომ ზემოდან გიყურებდეს, არც ისეთი თავმდაბალი რომ მუხლებზე დგიჩოქოს. მაჯვნიდან მოგადგა მაგრამ შენი მფარველი ანგელოზი დაუხვდა, და საბოლოოდ მარცხენა მხარე აირჩია??!!??

სულ ერთია დიდი პატარა მისთვის.
არა აქვს მნიშვნელობა ვინა ხარ და რას წარმოადგენ.
ატირდები? უხარია, იცინი და უფრო უხარია.
თავისი უტეხი ირონიით გითვალთვალებს, და გაკვირდება,
იცით რა არის?


ამ წუთას გითხარი, აბა ბოლო სტროფს გადაავლე თვალი.

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:13
by ლეონტი
ღვინოა.

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:40
by qvevri
ლეონტი wrote:ღვინოა.
არა!!!!!1

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:41
by KINALOKO
ვაზი?

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:43
by paata_
დრო
დღე და ღამე
საათი

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:44
by KINALOKO
რაღაც არა მგონიაა... :roll:

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:46
by qvevri
LOKOKINA wrote:ვაზი?
ვაზი ქვევრი და ღვინო ძალიან მიყვარსმარა არანაირად.

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:46
by KINALOKO
ჰოოო,
ს---ულ ერთია დიდი პატარა მისთვის.
ა---რა აქვს მნიშვნელობა ვინა ხარ და რას წარმოადგენ.
ა----ტირდები? უხარია, იცინი და უფრო უხარია.
თ----ავისი უტეხი ირონიით გითვალთვალებს, და გაკვირდება,
ი------ცით რა არის?
:D:D:D

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:49
by zura s
LOKOKINA
მალაჩინა :lol:
დაიმსახურა ამ გოგომ საფერავი და მგონი მისაყოლებელიც :wink: :lol:

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:52
by KINALOKO
კი არ გამოვიცანი, პაატას დავეთანხმე და თვალსაჩინოებაც მივაყოლე :D:D:D

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 12:57
by paata_
LOKOKINA

ერთად დავლიოთ :)

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 13:06
by qvevri
LOKOKINA wrote:ჰოოო,
ს---ულ ერთია დიდი პატარა მისთვის.
ა---რა აქვს მნიშვნელობა ვინა ხარ და რას წარმოადგენ.
ა----ტირდები? უხარია, იცინი და უფრო უხარია.
თ----ავისი უტეხი ირონიით გითვალთვალებს, და გაკვირდება,
ი------ცით რა არის?
:D:D:D
შევრცხვი, რა დაგემართად ცოტა მაინც გეფიქრათ.
ისე პირველი ამ პასუხს პაატა მიუახლოცდა!!!!!!
მე ეს ღვინო სახლში მაქვს,საკუთარ მარანში
Image
შეგიძლია მშვიდად იყო და მცხეთაში რომ მოხვდები შემატყობინე და დემონსტრაციულად გადმოქცემ.

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 13:20
by ლეონტი
პრიზის ასაღებად რო წახვალთ მეც წამიყვანეთ, ქვევრი შემპირდა რამდენსაც მოერევი დალიეო.
:lol:

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 14:29
by ARCHILI
მე მომიხსენიეთ მაინც... შემეწევა... სასურველია, მომიხსენიოთ ცოცხლებში...

:wink:

გამოიცანი რა არის და.......

Posted: 24 ივლ 2007, 14:40
by qvevri
abaldui wrote:მე მომიხსენიეთ მაინც... შემეწევა... სასურველია, მომიხსენიოთ ცოცხლებში...

:wink:
ცოცხლებში მოგიხსენიებთ მარა შენც წამოდი გეპატიჟები. ისე თუ დააკვირდი ერთი ბოთლის წამოსაღებათ კაი 15-20 კაცი ვგროვდებით. სკამები წამოიღეთ დანარჩენი ჩემზე იყოს.