ცხენოსნობა

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ცხენოსნობა

Post by Makena » 15 ივნ 2007, 13:57

მე ხვალ კვარიათში მივდივარ ერთი კვირით თორემ სიამოვნებით შემოგიერთდებოდით :D აბა თქვენ იცით პანტაპუნტით არ ჩამოცვივდეთ ძირს :lol: ცხენები არ გააკვირვოთ :wink:
რამდენიმე რჩევა თუ არ მიწყენთ :) გირჩევთ ჯინსი ჩაიცვათ, ფეხზე მყარი ფეხსაცმელი, უზანგში ფეხს ქუსლამდე ნუ შეყოფთ გადმოვარდნის შემთხვევაში რომ არ გათრიოთ ცხენმა, ნატეხ შაქარს თუ წაიღებთ ცხენს რომ აჭამოთ კარგია მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ხელისგულზე დადებული უნდა მიცეთ და არა თითებში დაჭერილი თორემ შეიძლება თითებიც შეახრამუნოს შაქართან ერთად, ფრთხილ და უწყინარ ცხენზე დამსვითთქო უთხარით იქ თორემ თავიდანვე თუ შეგაშინათ ცხენმა მეორეჯერ დაჯდომის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ, თუ ცხენი დაგიფრთხათ და გაგეგცათ წინ ნუ გადაიხრებით ეს ცხენისთვის კიდევ უფრო სწრაფად გაქცევის ნიშანია, პირიქით აღვირს უკან მოსწიეთ და თან მონოტონურად აათამაშეთ მარჯვენა და მარცხენა ხელი და ცხენიც ადგილზე გაქვავდება.
აბა სასიამოვნო ცხენოსნობას გისურვებთ :D
Toma wrote:კიიიი :D აბა როდის წავიდეთ გინდა კვირას დილით? :D აბა იფიქრეთ

Image

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ცხენოსნობა

Post by Mao » 15 ივნ 2007, 14:16

Makena
xa xa xa reoriulad rogor kargad da ushpotvelad zhgers es yvelaperi! :D :D :D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by Toma » 15 ივნ 2007, 15:42

Makena
გაიხარე ინსტრუქტაჟი მივიღეთ, შაქარს ვიყოდი და დანარჩენი არ ვიცი რა გამოვა. :(

თუ გამოვკვებე ცხენი ხო კარგი :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ცხენოსნობა

Post by ARCHILI » 15 ივნ 2007, 15:42

ხუმრობა-ხუმრობაში, ცხენი ერთობ მნიშვნელოვანი არსებაა ადამიანისათვის,დამეგობრებული ცხიველებიდან მათ შორის ძაღლზე უფრო მნიშვნელოვნადაც შეიძლება ჩაითვალოს... მხატვრულ ლიტერატურაში ცხენზე უფრო ხშირად ყოფილა გმირის ე.წ. ბედი დამოკიდებული, მაგალითად, ვიდრე სხვა არსებაზე... ცხადია, თუ ადამიანებს არ ჩავთვლით :wink: ჰოდა... ამ საკითხს სერიოზული გულმოდგინება სჭირდება...

ისე,გამოცდილ ცხენოსნებს შევეკითხებოდი... რა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე: ცხენის მართვა (როგორც რაღაც ინსტრუმენტის, ბოდიშს ვიხდი ცხენებთან) თუ რამე სხვა ისეთი იმპულსებით მოქმედება, რომელიც განასხვავებს ტიპიურ მართვას საერთო მიზნისაკენ (ანუ პატრონის მიზნისაკენ) სწრაფვაში?..
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ცხენოსნობა

Post by lama » 15 ივნ 2007, 16:00

abaldui wrote: მხატვრულ ლიტერატურაში ცხენზე უფრო ხშირად ყოფილა გმირის ე.წ. ბედი დამოკიდებული, ..
და არა მარტო მხატვრულ ლიტერატურაში

გავიხსენოთ ლუარსაბ მეფე, რომელსაც სამწუხაროდ ცხენი ლაფში ჩაეფლო და ამის გამო მტერმა ჩვენი მეფე ბრძოლის ველზე მოკლა :( :cry:

და ასევე დონ კიხოტსაც როსინანტი რომ არ ჰყოლოდა იგი ვერ წავიდოდა ქარის წისქვილებთან საომრად :D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ცხენოსნობა

Post by ARCHILI » 15 ივნ 2007, 16:09

მეც სწორედ მაგას ვგულისხმობდი

:D

ასევე დონ კიხოტსაც როსინანტი რომ არ ჰყოლოდა იგი ვერ წავიდოდა ქარის წისქვილებთან საომრად --- მისტერ ლამა... ცხენი, მგონი, თავისებურად მისტიკური ცხოველია... ვინმემ თუ იცის (მე არ მახსენდება...) რომელიმე ტომს ან მისთ... ცხენი თუ ქონია კერპად, მაგალიტად, ისევე, როგორც ხარი, სპილო და ა.შ.

ან თუ გაქვთ ცხენის შესახებ ამ ან თუნდაც სხვა სახის ინფორმაცია.. იქნებ გამიზიაროთ......................

აბალდუი
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ცხენოსნობა

Post by lama » 15 ივნ 2007, 17:17

abaldui
მოკლედ გავიხსენოთ ერთად ჩვენ ტროას ცხენი



ანუ ესეც მნიშვნელოვანია

და კიდევ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებაა შესაძლერბელი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ცხენოსნობა

Post by Makena » 15 ივნ 2007, 20:12

ცხენი საოცრად კეთილშობილი არსებაა, ომში ცხენს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, საბრძოლოდ გაწვრთნილ განსაკუთრებულად ძლიერ ცხენებს ტაიჭი ჰქვია, ეს არის განსაკუთრებულად ძლიერი იაბო ანუ დაკოდილი მამალი ცხენი,რომელიც თვინიერებითა და ამტანობით გამოირჩევა, ასეთ ცხენზე მჯდომი გადიოდნენ მეფეები ბრძოლის ველზე.
რაც შეეხება ულაყს ანუ დაუკოდავ ცხენს, როგორც წესი უფრო აგრესიული, მოუსვენარი და გაუთვალისწინებელია ამიტომ ასეთ ცხენეზე ჯდომა და მისი მოთოკვა ყოველთვის ძნელია, რათქმაუნდა სპორტული ასპარეზობების დროს ულაყებსაც იყენებენ, მაგრამ ომში ასეთი რისკი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდათ.
არც ჩვეულებრივი ფაშატი (ანუ დედალი ცხენი) გამოირჩევა ხასიათის დიდი სტაბილურობით, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ჭირვეული და თავქარიანია, თუმცა არიან ძალიან რბილი და კარგი ხასიათის ფაშატებიც... როგორც ქალები არიან დაახლოებით ეგ ვარიანტია :D :wink:

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 16 ივნ 2007, 01:08

ახლა თქვენს მსჯელობას ვკითხულობ და გამახსენდა შარშან როგორ შევესწარი თუშური ცხენების საუბარს...

,,-ესაა შენი მხედარი?
-ჰო, ნასვამია და დღესაც სახლში უნდა მივიყვანო.
-სიფხიზლე როგორი აქვს, კარგად გექცევა?
-კი, ეს კარგი ტიპია, მარა მაგის ბიძაშვილს მივყავდი ხოლმე ტყეში შეშაზე და გამტანჯა, ვირივით მექცეოდა, მერე მოვიფიქრე და ვითომ ტოტების ქანაობაზე ვფრთხებოდი... გადმოვაგდე რამდენჯერმე და იმის მერე შეშისგან და ტყისგან დავისვენე.
-აუუ, ამ ჩემი მხედრის ბიძაშვილები იყვნენ ჩამოსულები ქალაქიდან... აუუ, რა "გოროდი" სასტავი იყო რო იცოდე, დამტანჯეს რა... ავოეე, მანქანას და თვითმფრინავს რომ არ გაცდენილან რა, ყანაა! რამდენჯერაც შემაჯდა ერთი, იმდენჯერ ვერ გავიგე რა უნდოდა!
- იიიიჰჰააჰჰჰაააჰჰჰააა, ვიცი, ვიცი, ხან მარჯვნიმ მოეღრიცებოდა უნაგირი, ხან-მარჯვნივ ხო?..
- ჰოოო, ზუუსტად და თან უზანგებიც რომ ,,ნასკებივით" ეცვა ბოლომდე...
- აბაა, აბაა...
- აუ, ჩემ პატრონს ვცემ პატივს, თორე "აჩუ, აჩუ"-ს დავაძახებინებდი მაგის ბიძაშვილებს!..
- დოღზე რა ქენი ხითანობას?
- ეეხ, ნიშაანთ ქოჩორამ გვთხოვა სანამ დავეწყობოდით-ძმებო, ხო იცით, ცოტა ჯანი აღარ მიჭრის და ეს ჩემი პატრონის გუნებაზე აღარ არის მაგის გამოო, იმ დღეს იპოდრომიდან ყოფილან ამოსულები ჩემს საყიდლად, მგონი ამ ჩემ პატრონსაც ჭკუაში დაუჯდა და რამე უნდა მიშველოთო... ავდექით და ცხენებმა მთელი დოღი ფეხი ვითრიეთ, მათრახებიც ავიტანეთ, ჭყივილ-კივილიც, მარა ეს ჩვენი ნიშაანთ ქოჩორა გამარჯვებული გავხადეთ... გუშინ ისევ ცამოსულან იპოდრომიდან და ქოჩორას პატრონს სულ მარილიანი თოფით გაუგდია-ამ ცხენს რა გამაყიდინებსო...
- ეეხ, მადლია, მადლი...
- ეს ვიღაა? (ჩემზე იყო საუბარი, მე არ შევიმჩნიე)
- რეზოს სტუმარია, ესეც მაგარი "გოროდია", დახამებულია ცხენებზე. იმდღეს ჯერ ჩამოსული არ იყო და შუადღეს მამუკას ცხენს რო შემოაჯდა, დაბინდებულს ძლივს ჩამოსვეს იქიდან...
- ისე, კაი მხედარია?
- კაი არა ისა... რეზო უხსნიდა ასე ქენი, ისე ქენიო, ეტყობა ზოოპარკის ცხენი-ატრაქციონის გარდა სხვაზე არა მჯდარა...
- რავი, ტკიპასავით კი იჯდა ზედ და...
- ვახ, რეზომ ასწავლა მეთქი!
- აუ, მოტრიალდი რა, ეხლა გაანათებს და თვალები არ გეტკინოს...
- რა გაანათებს კაცო?
- ფოტოს გიღებს, ფოტოს!
- აუუ,ახლა მივხვდი- დოღზე დაგვასხივა რა!
- კაი, წამო, წამო, თორე მაგას ციფრული ექნება, კადრები მაგას არ გამოელევა და დავსხივდი უკვე!
- კაი, წამო, სანამ ესენი აქა ჭყავიან და ძოვენ, ჩვენ ცხენებთან ავიდეთ, სოფლის თავში სეირნობენ ეხლა ალბათ... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ცხენოსნობა

Post by paata_ » 16 ივნ 2007, 01:14

kotetbeli


ვა ცხენების ენაც იცი?

არადა ძალიან საინტერესო საუბარია, პატრონის ბიძაშვილი მემგონი მე ვარ :( დ ფოტოსაც მე ვუღებ.



რაღა მაგ ცხენის საუბარ მოუსმინე, სხვა საინტერესო ვერაფერი ნახე ?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 16 ივნ 2007, 01:28

paata_
ჰეეე, მაგათ ფაშატებზე ილაპარაკეეეს... ვინაა უინტერესო ჰა?.. :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 16 ივნ 2007, 01:37

Toma
paata_
lama
Mao
Makena
abaldui
hellen

აბა, კარველებო, კვირას მივდგეთ, მოვდგეთ-ცხენზე მოვჯდეთ!.. რას იტყვით? :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by Toma » 16 ივნ 2007, 02:19

kotetbeli


ძაან მაგარო ხარ ადამიანო

Image

და მეც მაგას არ ვამბობ კვირას წავიდეთ მეთქი?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 16 ივნ 2007, 02:27

Toma
გაიხარე! :D
სხვებსაც დავუცადოთ რას იტყვიან, ვერ შემოვახედე ამ თემაში და ამ "ყვითელი მოთხრობის" "დიშოვი" ილეთებს იმიტომ მივმართე რა!.. ეხლა ნახე რა ცვენა იყოს... :lol: :lol: :oops: :oops: :lol: :lol: :lol:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენოსნობა

Post by Gvalva » 16 ივნ 2007, 10:16

სიაშიც კი არა ვარ? Image

მაკენა, ძალიან მიყვარს ასეთი რჩევები, რამის კეთებას რომ ვიწყებ ჯერ თეორიას ვეცნობი ხოლმე, ეხლაც გამეხარდა, ხოდა, ჯინსი ვიცი... შაქარიც... მარა ეს ილეთი არ გამომივიდა :oops:
აღვირს უკან მოსწიეთ და თან მონოტონურად აათამაშეთ მარჯვენა და მარცხენა ხელი და ცხენიც ადგილზე გაქვავდება.
რაო რა ქენითო??? :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]