ცხენოსნობა

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 31 მაი 2007, 22:40

გამარჯობა :)

საიტზე თავმოყრილი ადამიანების უმეტესობა ექსტრემის და ბუნებრივი ნარკოტიკის,ადრენალინის მოყვარულია. გამიკვირდა, რომ ცხენოსნობის შესახებ თემა არ იყო გახსნილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულები არიან დაინტერესებული სპორტის ამ სახეობით, ცხენოსნობა ჩვენს ქვეყანაში არაა აქტუალური... აბა მაია წყნეთელებო და ამორძალებო, ასევე მამაკაცებო, რომლებიც ბავშვობაში მაინც შემოაჯდებოდით ხოლმე ჯოხის ცხენებს და "აჩუ აჩუ"-ს ძახილით უხილავ მტრებს ეომებოდით, ან უბრალოდ ადამიანებო, რომლებსაც უბრაოდ გიყვართ უმშვენიერესი ცხოველი_ცხენი, შემოდით ამ თემაში და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ა.შ.

ხომ არა არის თქვენს შორის ისეთი ადამიანი, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სპორტის ამ სახეობით?
ვიმედოვნებ, რომ თემას უყურადღებდ არ დამიტოვებთ და დაინტერესდებით :)

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by Bocho » 31 მაი 2007, 22:49

hellen
შენს მოჭენებას და ჩვენს დახვიხვინებას გაუმარჯოს :)
ცხენის "ტარება" კი ვიცი, მაგრამ დიდი ხანია არ ვმჯდარვარ.
სად ერთობი ხოლმე?
Анархия Мать Порядка

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცხენოსნობა

Post by Gvalva » 31 მაი 2007, 22:52

hellen

ზუსტად დროულია ეს თემა, 2007 წლის იდეებში იმდენი ადგილია სადაც ცხენით მისვლა კარგი იქნებოდა...

ასე რომ დროა იპოდრომზე სიარული დავიწყოთ :)

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 31 მაი 2007, 22:59

Bocho
იპოდრომზე ვვარჯიშობ, თუმცა ჩემი მწვრთნელი ზუსტადაც "გართობას" ეძახის , როგორც აღნიშნე :) თავად 27 წლისაა, და მოგებული თასების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სტაჟიანი ცხენოსანი უნდა ერქვას, მაგრამ თავის თავს ცხენოსანს არ უწოდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასაკით "პატარაა" ამ ტიტულისთვის :)


Gvalva
:) დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით კარველებს , იპოდრომზე მოსვლა შესანიშნავი იდეაა ! :)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ცხენოსნობა

Post by paata_ » 31 მაი 2007, 23:33

hellen

გამარჯობა, გაიხარე ძალიან მაგარი თემაა. სიამოვნებით ვივლი იპოდრომზე დ ვისწავლი ცხენის "ტარებას" © bocho

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:19

hellen
კარგი იდეაა (ორფეხზე დადგომის სმაილიკი :wink: )
ცხენი თუ ვინმეს უყვარს, მეც მიყვარს :wink: მისი განსაკუთრებული პატივისცემა თუშეთში მასწავლეს, მერე ცხენებმაც დამიმტკიცეს, რომ ყველაფერ ამას იმსახურებდნენ :) ვერც მე ვიტყვი ცხენოსანი ვართქო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ სიბნელეში მიჭენებია საცალფეხო ბილიკებზე და ქვემოთ 400-500 მეტრში ალაზნის ხმა ისმოდა, იმხმაურიან ალაზანშიც გამატოპინა და გაღმაც შეუდგრომლად გამიყვანა... მაშინ წიწკვი ბიჭი ვიყავი... :roll:
p.s. ისე, იპოდრომზე კი მოვალ, მაგრამ იპოდრომის "ცხენებს", ცხენს ვერ დავუძახებ, თუშ ცხენებს პირობა მივეცი... :P
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 01 ივნ 2007, 00:29

kotetbeli
:თითების მტვრევის სმაილიკი : :D :D ძალიან მინდა განვიცადო : საცალფეხო ბილიკი, მთის გიჟი ცხენი, ულამაზესი ბუნება და თავზეხელაღებული( თუ შეიძლება ასე ითქვას) რწმენა და ნდობა ღმერთისადმი ! როცა აზრადაც არ მოგდის თავში რა არის სიკვდილი :) და მთელი შეგნებით მინდობილი ხარ შენს ღმერთს!
აუ რამაგარია.....................

p.s.ჰო, იპოდრომის ყველა ცხენი არ მყავს მხედველობაში... მაგრამ არიან ცხენები,
მაგალითად "ალი" (გერმანულ-არაბულის ნაჯვარი) ულამაზესი და ღონიერი ცხენია, 2 კვირის წინ, ალიევის თასიც მოიგო :) )))

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ცხენოსნობა

Post by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:40

hellen wrote:kotetbeli
:თითების მტვრევის სმაილიკი : :D :D ძალიან მინდა განვიცადო : საცალფეხო ბილიკი, მთის გიჟი ცხენი, ულამაზესი ბუნება და თავზეხელაღებული( თუ შეიძლება ასე ითქვას) რწმენა და ნდობა ღმერთისადმი ! როცა აზრადაც არ მოგდის თავში რა არის სიკვდილი :) და მთელი შეგნებით მინდობილი ხარ შენს ღმერთს!
აუ რამაგარია.....................

p.s.ჰო, იპოდრომის ყველა ცხენი არ მყავს მხედველობაში... მაგრამ არიან ცხენები,
მაგალითად "ალი" (გერმანულ-არაბულის ნაჯვარი) ულამაზესი და ღონიერი ცხენია, 2 კვირის წინ, ალიევის თასიც მოიგო :) )))
მასეა!
და ყოველივე მაგის მერე, სახლში მშვიდობით რომ მიხვალ, ჯერ ღმერთს შესწირავ მადლობას და ადიდებ, მერე შენს ერთგულ ცხენს ოფლიან შუბლზე აკოცებ და მოკრძალებით მიაბამ თივასთან :P

p.s. მერე თბილისში შენს ერთ მეგობართან მიხვალ, რომელიც იპოდრომთან ცხოვრობს, გახედავ ამ იპოდრომის ცხენებს სახეზე ქვეტექსტი რომ აწერიათ: "ჯანდაბას, გამაჭენე"... და მიხვდები რომ თუშ ცხენებთან დადებული პირობა არ უნდა დაარღვიო :D :P
თუმცა, ვიცი, რომ იპოდრომზე ბევრი კარგი ცხენი გამოჩნდა უკვე, თუ იყო და ახლა გამოაჩინეს :) მიხარია თუ მასეა! :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 01 ივნ 2007, 00:49

kotetbeli
"ჯანდაბას, გამაჭენე" ჰეჰეეე აი ზუსტად მასეა ის ცხენი, რომელზეც ვვარჯიშობ... ანუ სპეციალურად სასწავლოდ ცოტა "ლენჩი" ცხენებია (ენა როგორ მიბრუნდება ამ სიტყვის სათქმელად, მაგრამ შენი არ იყოს, მეც ყველა ცხენს ცხენად ვერ აღვიქვამ :lol: :lol: )

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ცხენოსნობა

Post by Kavtaradze » 01 ივნ 2007, 16:44

hellen
რა ქვია შენს მწვრთნელს? ჩემ ბიძაშვილს აქვს მანდ თავლა...

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ცხენოსნობა

Post by Kavtaradze » 01 ივნ 2007, 16:46

kotetbeli
ჩემ ბიძაშვილს სერიოზული არაბულები ყავს 2, 2 ინგლისური და სხვისები ყავს დანარჩენები ეს უვლისპონტში რა :)

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 02 ივნ 2007, 19:46

ზაზა :wink:

hellen
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 30 ივლ 2006, 20:12
Location: Georgia
ცხენოსნობა

Post by hellen » 04 ივნ 2007, 20:28

ცხენოსნებს დაუწერელი კანონები აქვთ, ანუ წესები, რომლებსაც ყველა , ვინც თავს არიფად არ თვლის, იცავს ( გავკადნიერდები და ვიტყვი, ვიცავთ :roll: )
ცხენიდან რომ ჩამოვარდები, პოლიტრა მოგაქვს :lol: :lol:
და სანამ პოლიტრას მოიტანდე, წელი უნდა აითრიო და ისევ იმ ცხენზე შეჯდე, თორე მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია! ცხენის შიშს ვეღარ დაძლევ :wink: :P

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ცხენოსნობა

Post by Kavtaradze » 04 ივნ 2007, 20:47

hellen
პიირველად მესმის :roll:
ეგ ეტყობა მესნი ცხენოსნების კანონებია :D
კითხე ზაზა მასს გოგა დანელიას თუ იცნობო :D

User avatar
zura s
ბილიკზე მოარული
Posts: 84
Joined: 01 ივნ 2007, 16:22
Location: TBILISI
ცხენოსნობა

Post by zura s » 06 ივნ 2007, 10:29

hellen wrote:ზაზა :wink:
ეგ ზაზა, ცხოიძე თუა მომიკითხე გადაეცი შენმა მოსწავლემ მოგიკითხა თქო 90 სკოლიდან (ეს კაციც ცხენოსანი იყო) :D
თუ არა არაუშავს :wink: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]