ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 31 მაი 2007, 22:40
გამარჯობა
საიტზე თავმოყრილი ადამიანების უმეტესობა ექსტრემის და ბუნებრივი ნარკოტიკის,ადრენალინის მოყვარულია. გამიკვირდა, რომ ცხენოსნობის შესახებ თემა არ იყო გახსნილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულები არიან დაინტერესებული სპორტის ამ სახეობით, ცხენოსნობა ჩვენს ქვეყანაში არაა აქტუალური... აბა მაია წყნეთელებო და ამორძალებო, ასევე მამაკაცებო, რომლებიც ბავშვობაში მაინც შემოაჯდებოდით ხოლმე ჯოხის ცხენებს და "აჩუ აჩუ"-ს ძახილით უხილავ მტრებს ეომებოდით, ან უბრალოდ ადამიანებო, რომლებსაც უბრაოდ გიყვართ უმშვენიერესი ცხოველი_ცხენი, შემოდით ამ თემაში და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ა.შ.
ხომ არა არის თქვენს შორის ისეთი ადამიანი, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სპორტის ამ სახეობით?
ვიმედოვნებ, რომ თემას უყურადღებდ არ დამიტოვებთ და დაინტერესდებით

-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 31 მაი 2007, 22:49
hellen
შენს მოჭენებას და ჩვენს დახვიხვინებას გაუმარჯოს

ცხენის "ტარება" კი ვიცი, მაგრამ დიდი ხანია არ ვმჯდარვარ.
სად ერთობი ხოლმე?
ÐÐ½Ð°Ñ€Ñ…Ð¸Ñ ÐœÐ°Ñ‚ÑŒ ПорÑдка
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 31 მაი 2007, 22:52
hellen
ზუსტად დროულია ეს თემა, 2007 წლის იდეებში იმდენი ადგილია სადაც ცხენით მისვლა კარგი იქნებოდა...
ასე რომ დროა იპოდრომზე სიარული დავიწყოთ

-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 31 მაი 2007, 22:59
Bocho
იპოდრომზე ვვარჯიშობ, თუმცა ჩემი მწვრთნელი ზუსტადაც "გართობას" ეძახის , როგორც აღნიშნე

თავად 27 წლისაა, და მოგებული თასების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სტაჟიანი ცხენოსანი უნდა ერქვას, მაგრამ თავის თავს ცხენოსანს არ უწოდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასაკით "პატარაა" ამ ტიტულისთვის
Gvalva

დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით კარველებს , იპოდრომზე მოსვლა შესანიშნავი იდეაა !

-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 23:33
hellen
გამარჯობა, გაიხარე ძალიან მაგარი თემაა. სიამოვნებით ვივლი იპოდრომზე დ ვისწავლი ცხენის "ტარებას" © bocho
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:19
hellen
კარგი იდეაა (ორფეხზე დადგომის სმაილიკი

)
ცხენი თუ ვინმეს უყვარს, მეც მიყვარს

მისი განსაკუთრებული პატივისცემა თუშეთში მასწავლეს, მერე ცხენებმაც დამიმტკიცეს, რომ ყველაფერ ამას იმსახურებდნენ

ვერც მე ვიტყვი ცხენოსანი ვართქო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ სიბნელეში მიჭენებია საცალფეხო ბილიკებზე და ქვემოთ 400-500 მეტრში ალაზნის ხმა ისმოდა, იმხმაურიან ალაზანშიც გამატოპინა და გაღმაც შეუდგრომლად გამიყვანა... მაშინ წიწკვი ბიჭი ვიყავი...

p.s. ისე, იპოდრომზე კი მოვალ, მაგრამ იპოდრომის "ცხენებს", ცხენს ვერ დავუძახებ, თუშ ცხენებს პირობა მივეცი...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 01 ივნ 2007, 00:29
kotetbeli
:თითების მტვრევის სმაილიკი :

ძალიან მინდა განვიცადო : საცალფეხო ბილიკი, მთის გიჟი ცხენი, ულამაზესი ბუნება და თავზეხელაღებული( თუ შეიძლება ასე ითქვას) რწმენა და ნდობა ღმერთისადმი ! როცა აზრადაც არ მოგდის თავში რა არის სიკვდილი

და მთელი შეგნებით მინდობილი ხარ შენს ღმერთს!
აუ რამაგარია.....................
p.s.ჰო, იპოდრომის ყველა ცხენი არ მყავს მხედველობაში... მაგრამ არიან ცხენები,
მაგალითად "ალი" (გერმანულ-არაბულის ნაჯვარი) ულამაზესი და ღონიერი ცხენია, 2 კვირის წინ, ალიევის თასიც მოიგო

)))
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:40
hellen wrote:kotetbeli
:თითების მტვრევის სმაილიკი :

ძალიან მინდა განვიცადო : საცალფეხო ბილიკი, მთის გიჟი ცხენი, ულამაზესი ბუნება და თავზეხელაღებული( თუ შეიძლება ასე ითქვას) რწმენა და ნდობა ღმერთისადმი ! როცა აზრადაც არ მოგდის თავში რა არის სიკვდილი

და მთელი შეგნებით მინდობილი ხარ შენს ღმერთს!
აუ რამაგარია.....................
p.s.ჰო, იპოდრომის ყველა ცხენი არ მყავს მხედველობაში... მაგრამ არიან ცხენები,
მაგალითად "ალი" (გერმანულ-არაბულის ნაჯვარი) ულამაზესი და ღონიერი ცხენია, 2 კვირის წინ, ალიევის თასიც მოიგო

)))
მასეა!
და ყოველივე მაგის მერე, სახლში მშვიდობით რომ მიხვალ, ჯერ ღმერთს შესწირავ მადლობას და ადიდებ, მერე შენს ერთგულ ცხენს ოფლიან შუბლზე აკოცებ და მოკრძალებით მიაბამ თივასთან
p.s. მერე თბილისში შენს ერთ მეგობართან მიხვალ, რომელიც იპოდრომთან ცხოვრობს, გახედავ ამ იპოდრომის ცხენებს სახეზე ქვეტექსტი რომ აწერიათ: "ჯანდაბას, გამაჭენე"... და მიხვდები რომ თუშ ცხენებთან დადებული პირობა არ უნდა დაარღვიო
თუმცა, ვიცი, რომ იპოდრომზე ბევრი კარგი ცხენი გამოჩნდა უკვე, თუ იყო და ახლა გამოაჩინეს

მიხარია თუ მასეა!

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 01 ივნ 2007, 00:49
kotetbeli
"ჯანდაბას, გამაჭენე" ჰეჰეეე აი ზუსტად მასეა ის ცხენი, რომელზეც ვვარჯიშობ... ანუ სპეციალურად სასწავლოდ ცოტა "ლენჩი" ცხენებია (ენა როგორ მიბრუნდება ამ სიტყვის სათქმელად, მაგრამ შენი არ იყოს, მეც ყველა ცხენს ცხენად ვერ აღვიქვამ

)
-
Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
Post
by Kavtaradze » 01 ივნ 2007, 16:44
hellen
რა ქვია შენს მწვრთნელს? ჩემ ბიძაშვილს აქვს მანდ თავლა...
-
Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
Post
by Kavtaradze » 01 ივნ 2007, 16:46
kotetbeli
ჩემ ბიძაშვილს სერიოზული არაბულები ყავს 2, 2 ინგლისური და სხვისები ყავს დანარჩენები ეს უვლისპონტში რა

-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 02 ივნ 2007, 19:46
ზაზა

-
hellen
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 30 ივლ 2006, 20:12
- Location: Georgia
Post
by hellen » 04 ივნ 2007, 20:28
ცხენოსნებს დაუწერელი კანონები აქვთ, ანუ წესები, რომლებსაც ყველა , ვინც თავს არიფად არ თვლის, იცავს ( გავკადნიერდები და ვიტყვი, ვიცავთ

)
ცხენიდან რომ ჩამოვარდები, პოლიტრა მოგაქვს
და სანამ პოლიტრას მოიტანდე, წელი უნდა აითრიო და ისევ იმ ცხენზე შეჯდე, თორე მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია! ცხენის შიშს ვეღარ დაძლევ

-
Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
Post
by Kavtaradze » 04 ივნ 2007, 20:47
hellen
პიირველად მესმის
ეგ ეტყობა მესნი ცხენოსნების კანონებია

კითხე ზაზა მასს გოგა დანელიას თუ იცნობო

-
zura s
- ბილიკზე მოარული
- Posts: 84
- Joined: 01 ივნ 2007, 16:22
- Location: TBILISI
Post
by zura s » 06 ივნ 2007, 10:29
hellen wrote:ზაზა

ეგ ზაზა, ცხოიძე თუა მომიკითხე გადაეცი შენმა მოსწავლემ მოგიკითხა თქო 90 სკოლიდან (ეს კაციც ცხენოსანი იყო)
თუ არა არაუშავს
