Page 1 of 2
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 11:10
by Kakha
ახლა რაშია საქმე - 12-13 აპრილს ვიყავი სამსახურიდან ახალციხეში სადაც დავესწარი ბიო-მეურნეთა ასოციაციის ”ელკანას” ყრილობას როგორც სტუმარი. ყრილობა თავად მოეწყო ახლაციხის რაბათში, რომელიც ოდესღაც ციხე იყო და წარმოადგენს გვიან-ოსმალური არქიტექტურის საკმაოდ კარგ ნიმუშს. დღეს-დღეობით იქ მუზეუმია გამართული.
აი რაბათის რამდნიმე სურათი
ეს მედრესეა
ეს მეჩეთი, ახლა იქაც სამუზეუმო ექსპოზიციაა
ეს ხიდია, თავადაც ხედავთ, რომელიც რაბათს ქვემოთაა
მოკლედ რაბათმა დიდი შთავეჭდილება დატოვა და თუ მოხვდით ახალციხეში ნუ დაიზარებთ ადით რაბათში. მუზეუმსაც არა უშავს, ნორმალური პროვინციული მუზეუმია თავის კუთხეზე შეყვარებული ექსკურსიამძღოლებით, რომლებიც ამის გამო ზომიერების გრძნობას კარგავენ და უგრძეს ექსკურსიებს ატარებენ.
ღამე დავბინავდით სასტუმრო "თეთრ სახლში", ახლა რატომ ვწერ ამას. მაგ სასტუმროს რესტორანში ვივახშმეთ და რომ შევედით აი ასეთი სკამები დაგვხვდა. მე პირადად ასეთი მორთული სკამები პირველად ვნახე, თუმცა პრეტენზია მაქვს, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრი რამ მინახავს. მოკლედ ავეჯის დიზაინის შედევრი ახალიციხიდან

ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 13:30
by lama
Kakha
ძალიან საინტერესოა და ეს სიგ ახალციხეშია ეს შენობა???
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 13:52
by kopeina
Kakha
ბაფთებიანი სკამები ძალიან მომეწონა......

ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 13:52
by Kakha
lama
ახალციხეშია, ძველ ცენტრში, მდინარე ფოცხოვს გადმოყურებს.
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 14:15
by Kakha
გრძელზე გრძელი წერილი მოვამზადე თავის ილუსტრაციებიანად ჩემი მთავარ სათქმელზე, მაგრამ ეტყობა დიდხანს ვწერდი და ატვირთვა რომ დავიწყე დამიწერა დრო გაგივაიდაო და კველაფერი დაიკარგა.
ახლა თავიდან ვიწყებ.
მთავარი სათქმელი კი ისაა რომ ეს თემა ალბათ ფლორასა და ფაუნის განყოფილებაში შემეძლო გამეხსნა, რადგან რადგან სრულიად გამორჩეული მცენარეები ვნახე ახალციხეში.
ზემოთ ელკანა ვახსენე, რომელიც ძირითადად ბიოლოგიური ანუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ფერმერებს/მწარმოებლებს ეხმარება. მაგრამ ამას გარდა ახლაციხეში ამჯამად ერთი პროექტი აქვთ, რომელიც მართალია გრკვეულწილად დაკავშრებული ბიო-მეურნეობასთან, მაგრამ ამ პრობლემატიკას სორს სცილდება.
საქმე კი იმაშია რომ ელკანა ახორციელბს სამცხე-ჯავახეთში ბიო-მრავალფეროვნების პროექტს. ორი სიტყვით რაა ეს პროექტი - ეკლანამ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის მეშევეობით გამართა მერუნეობა სოფელ წნისთან (იქვეა ახალციხესთან) და 4.5 ჰა ფართობზე დაიწყო მივიწყებული და გადაშენების პირას მისული ადგილობრივი მესხურ-ჯავახური სასაფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მცენარეების მომრავლება. გამართეს სანერგე სადაც აშენებენ ვაშლს, მსხალს, თუთას (გიჭამიათ მესხური ხართუთა?), ვაზს, კენკროვანსაც კი და აგრეთვე ადგილობრივ წითელ დოლის პურს.
დღეისათვის 1500 ნერგი გამოიყვანეს და ახლა დაიწყებენ დარიგებას (უფასოდ), მაგრამ მისცემენ მხოლოდ იმ გლეხებს (ფერმერებს) რომლებიც ბაღებს გააშენებენ. როგორც ამიხსნეს თოთო ოროლა ნერგის მიცემას აზრი არ აქვსო. ბაღები უნდა გაშენდესო. ისიც მითხრეს რომ ერთი ჰექტარი ბაღის გაშენებას დაახლოებით 100 ნერგი უნდაო. ანუ უკვე წელს საკმარისი ნერგები აქვთ რომ 15 ჰა ბაღი გაშენდეს.
არადა რა ჯიშები აქვთ, ასეთები არ კი გამეგო. მართალია ნაყოფი არ მინახავს და არ მიგემია (აბა ახალ გაშენებულ სანერგეში ნაყოფს თან ამ დროს რა უნდა), მაგრამ მარტო სახელები რად ღირს. სურათზე ნახავთ
რაც შეეხება მარცვალს, დოლის პურს, ამასაც უფასოდ გასცემენ, მაგრამ პირობით რომ ვინც წიღებს, როცა მოსავალს მოიწევს ერთ კილოზე კილონახევარი დაუბრუნოს ელკანას, რომ მათ მერე სხვებს მისცენ სათესლედ.
ახლა სურათები
აბა ასეთი ვაშლები გაგიგიათ და გინახავთ. მე პრიველად ვნახე
ან კიდევ ესენი
ეს კი დოლის პურის ახლაადამოსული ჯეჯილია
ეს ბოლო სურათია, რომ ნახოთ ვისი ფულებით კეთდება ყოველივე
თუ ელკანაზე მეტი გინდათ შეიტყოთ ნახეთ
www.elkana.org.ge
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 14:51
by lama
ძალიან ლამაზი ხეობაა ფოცხოვის ხეობა ჩემი მეგობარი ისტორიკოსი ბებური გოზალიშვილი მუშაობს ფოცხოვის ხეობაზე და მისგან ვიცი რომ ძალიან საინტერესო და ლამაზია ფოცხოვის ხეობა მთლიანობაში
კახა დიიიდი მადლობა ამ თემის გახსნისთვის
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 15:48
by Mao
Kakha
me maqvs dagemovnebuli magati puris ramodenime saxeoba, barda, lobio. minda gitxrat dzalian gemrieli iyo!!!!!!!! sheratonshi hqondat prezentatsia.
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 18:54
by Giorgi Bagrationi
მცირე შესწორებას შევიტან კახას ძალიან საინტერესო მონათხრობში;
რაბათის ხიდი გარდა იმისა რომ ამჟამად მხოლოდ ხიდად გამოიყენება, თავის დროზე აკვედუკს (წყლის თვითდინებით გადასაყვანი საინჟინრო ნაგებობა) წარმოადგენდა, რაც ასე ცოტაა შემორჩენილი საქართველოში.
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 20:00
by GOGONA
lama wrote:Kakha
ძალიან საინტერესოა და ეს სიგ ახალციხეშია ეს შენობა???
აბასთუმნის მარშრუტში მაგის მოხილვას გთავაზობთ,
გადახედე - რაბათის ციხე ჩასმული მაქვს

ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 18 აპრ 2007, 22:43
by Gvalva
კახა, როგორც ყოველთვის საინტერესო რამ მოგვიყევი!
ყველაზე ძალიან რავათის ხიდმა დამაინტერესა: გაუგებარია, რას რასთან აერთებდა ეს ხიდი? ხეობის გადასაკეტ ნაგებობას უფეო გავს მარა, ბევრი ღრუტნულები აქვს საფორტიფიკაციოს კვალობაზე...
გიორგი,
აკვედუკზე ინფორმაცია არ გვეყო...

ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 19 აპრ 2007, 09:28
by Kakha
Gvalva
გიორგი სწორია - რაბათის ხიდი იმდენად ხიდის ფუნქციას არ ასრულებდა არმედ წყლის მოწოდების სისტემის ნაწილი იყო და მასზე არხის ან მილების საშუალებით წყალი გადადიოდა. ამისთანა ხიდებს კი აკვედუკებს ეძახიან. რომაელები იყვნენ ასეთი ხიდების/აკვედუკების მშენებლობის უდიდესი ოსტატები.
საქართველოში სულ რამდენიმეა და ისიც გვიანდელი. რაბათის აკვედუკი ერთ-ერთი ამათგანია. თუ დააკვირდები ფოტოს აკვედუკის ზედა ზედაპირზე ორი ღიობია, ლუკისმაგვარი. სწორედ ისინი მიანიშნებდნენ რომ ზედა ზედაპირის ქვეშ სიცარიელეა, სადაც ალბათ არხი იყო გამართული.
შენს კითხვას რომ პასუხი გავცე თუ რას რასთან აერთებდა ეს ხიდი - იგი ნაწილი იყო წყალმომარაგების სისტემის და სათავე ნაგებობიდან წამოსულ წყალს აწვდიდა რაბათს.
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 19 აპრ 2007, 11:16
by lama
Kakha
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 19 აპრ 2007, 22:52
by Mrs. Robinson
Kakha მართლაც დიდი ინტერესით ჩავიკითხე...
თურმე ვაშლის რა ჯიშები ყოფილა - დაგემოვნება მოგინდება....
რაც შეეხება სასტუმროს, ვფიქრობ, როგორც ტრანსპორტ-მძღოლებისთვისაა, სასტუმროებისთვისაც ცალკე თემა გავხსნათ. მე ახლახანს დამჭირდა და მივხვდი, რომ საჭიროა..............
Giorgi Bagrationi wrote:
რაბათის ხიდი გარდა იმისა რომ ამჟამად მხოლოდ ხიდად გამოიყენება, თავის დროზე აკვედუკს (წყლის თვითდინებით გადასაყვანი საინჟინრო ნაგებობა) წარმოადგენდა, რაც ასე ცოტაა შემორჩენილი საქართველოში.
ნეტავ კიდევ სად? თითქოს არსად შევხვედრივარ....
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 20 აპრ 2007, 14:31
by Giorgi Bagrationi
Mrs. Robinson
ერთია ხოვლეს მახლობლად, საკმაოდ კარგად შემონახული (ჩემ დისკზე ნახე);
ერთიც სოფელ დიღმის სიახლოვეს რომლისგანაც ქვების გროვებიღაა შემონახული.
ახალციხე + ელკანას პროექტი
Posted: 21 აპრ 2007, 20:40
by Mrs. Robinson
ო, მადლობა! უკვე ვნახულობ!
