Page 7 of 8

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 10 იან 2009, 00:34
by tamari-khevi
Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
2008 წლის შემოდგომის მთიანი აჭარა ჩემს რამდენიმე ფოტოშიც ნახეთ:

ქედის რაიონის ხედები:
Image

Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოხუცი სოფელ ნიგაზეულიდან
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
100 წლის მეჩეთი
Image

Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყოფის დეტალები
Image

Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
მთიანი აჭარის ხედი სოფელ ღორჯომიდან. აქ ბინდია შემოპარული და იქაურობის სილამაზე, სიღრმე,
ფერები ამ ფოტოებში ვერ გადმოვეცი.

Image

Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეჩეთი ხულოდან 15 კმში
Image

Image

ძნ ლამაზი მეჩეთები აქვთ ქართველ მუსლიმებს
Image

განსაკუთრებით, მეჩეთების კარები მომწონს და მათ ფოტოებს ვაგროვებ

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:12
by qvevri
ფრიად მიხარია, რომ ეს თემა ამდენ ხანს "ცოცხლობს", მადლობა ყველას ვინც თავისი მონათხრობითა და ლამაზ-ლამაზი სურათებით ამკობს და საინტერესოს ხდის ამ თემას. მე ვფოქრობ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ჩვენი კარვული გასვლის მიზეზი და საბაბიც კი გახდეს მომავალი წლისათვის აჭარის მთიანეთში.

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 18 იან 2009, 09:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:ფრიად მიხარია, რომ ეს თემა ამდენ ხანს "ცოცხლობს", მადლობა ყველას ვინც თავისი მონათხრობითა და ლამაზ-ლამაზი სურათებით ამკობს და საინტერესოს ხდის ამ თემას. მე ვფოქრობ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ჩვენი კარვული გასვლის მიზეზი და საბაბიც კი გახდეს მომავალი წლისათვის აჭარის მთიანეთში.
აუცილებლად.
მთიან აჭარას "კარავი" ცუდად იცნობს.
შევატყე აქაურობას.
ამიტომაც, შევიტანე 2009 წლის იდეებში.
განსაკუთრებით, ბეშუმთან 2 სთის გზაზე მდებარე მწვანე ტბის ნახვას ვესწრაფვი

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 19 იან 2009, 12:29
by guruli
ფოტო თუ თხრობითი რეპორტაჟისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. მართლა კარგი რეპორტაჟია და ვისიამოვნე მისით, თუმცა მეც ასე გვიან ვნახე ეს თემა. :oops: :oops: საწყენად არავის მიმართ არ ვამბობ, მაგრამ გამიკვირდა და არ მეჭაშნიკა, აქ აჭარლების კარგ ქართველობაზე ცოტა გაკვირვებით რომ ითქვა. მე არც აჭარელი ვარ და არც იქაური მყავს ვინმე, მაგრამ როგორც გურულმა, კარგად ვიცი ეგ ხალხი და არც ერთი კუთხის ქართველზე ნაკლები ქართველები არ არიან. პირიქით - ისეთი ტრადიციებიც შემოინახეს, რაც სხვაგან უკვე დაივიწყეს. მაგალითად - უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემა, რაც მაგათთან ჯერ ისევ კულტის დონეზეა. ღმერთმა ნურც მოშალოს! სტუმარი საქართველოში ყოველთვის ღვთის საჩუქრად მიიჩნეოდა და მთაში ახლაც ასეა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ - ბევრგან იღებენ სტუმარს ისე თბილად, როგორც - აჭარაში? თან, მანდ მთიანსა თუ ბარის აჭარას მნიშვნელობა არა აქვს. მაგათ შემოინახეს საოცრად თბილი სიტყვა - ნენეი, რაც დედას ნიშნავს...
ასლანას დროს, როცა მთელ საქართველოში ათასგვარი ჭორი ვრცელდებოდა, კარგად მახსოვს რომელიღაც გაზეთში უბრალო ქედელი გლეხკაცის სიტყვები -აჭარის გზა საქართველოს გულზეა გადავლილიო. არათუ დღეს, ეს გზა მაშინაც კი გადიოდა საქართველოს გულზე, როცა ქართველობას უშლიდნენ და რელიგიას უცვლიდნენ. მართალია, მათში ძალიან ბევრია მუსულმანი, მაგრამ, ჯერ ერთი, რელიგია საერთოდ ხალხებს შორის არ უნდა იქცეს ბარიერად, არათუ ერთ ერში, და მეორეც - ისინი რელიგიის მიუხედავად, თავს ყოველთვის ქართველებად მიიჩნევდნენ. მანდ კი არა, უკვე საკმაოდ ბევრი ღირსეული და საქართველოს პატრიოტი ადამიანი თურქეთის ქართველებშიც კი ვიცი და მაგათი კარგი ქართველობა რატომ უნდა გვიკვირდეს.
ქრისტიანული სიმბოლიკა ქვეშეცნეულად შემოინახესო, ერთგან ეწერა. მეჩეთზე რომ ჯვარისა და ვაზის სიმბოლიკას ამოგიტვიფრავს, ეს ქვეშეცნეულია? იქნებ იმ ფარული თუ აშკარა მედგარი ბრძოლის ნაირსახეობაა, რის ხარჯზეც ფერეიდნელებმა და თურქეთის ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში ჯოჯოხეთურ პირობებში, გაუგონარი ზეწოლის პირობებში შეინარჩუნეს ქართველობა! მხოლოდ აჭარაში შემორჩა ჭადზე ჯვარის გამოსახვის ტრადიცია, რაც ცოტას არ უნდა ნიშნავდეს. ერთხელ ერთი ბეგების ჩამომავალი ახალგაზრდა კაცი მიყვებოდა თავის მუსლიმან ბებიაზე, ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავინახე, წადზე როგორ გამოსახა ჯვარი და ვკითხე, რატომ აკეთებ მაგას, ჩვენ ხომ ქრისტიანები არ ვართო. ამომხედა და მითხრაო, არ დაგავიწყდეს, ადრე ჩვენც ქრისტიანები ვიყავითო. სწორედ ეს "არ დაგავიწყდეს" იყო ის ჯაჭვი, რომელსაც თავად მუსულმანები შვილებს დედასამშობლოს წიაღში დასაბრუნებლად ნისანსვეტად, გზის მაჩვენებლად უტოვებდნენ. ამის შედეგია, რომ დღეს აჭარაში ახალგაზრდობის 90 და 100 % თუ არა, 80 % მაინც ქრისტიანია. არადა, ახალგაზრდობა ამ კუთხის მომავალია, ის მუსულმანი მშობლების თაობა კი - წარმავალი. აი, სწორედ ამისთვის სახავდნენ აჭარელი ნენეები თუ დიდნენეები ჭადზე ჯვარს და ამისთვის ეუბნებოდნენ: არ დაგავიწყდეს!..
დაბოლოს, მომიტევეთ ამხელა მონოლოგი და კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის წყენინება არ მინდა. უბრალოდ, გული მტკივა, როცა საქართველოში აჭარლების კარგი ქართველობა უკვირთ და რომელ ფორუმზეც, რა საზოგადოებაშიც არ უნდა შევესწრო ამაზე კამათს, მუდამ "მძიმე არტილერიით" :D ვებმები ბრძოლაში, რადგან საკმაოდ ახლოს ვიცნობ იმ მართლაც კარგ ხალხს. და თუ მაინც ჩემი ტონი ზედმეტად გაღიზიანებული და ჭკუის დამრიგებლური გეჩვენათ, მაშინ, ჩანს სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცი და ასე ვიტყვი - მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ აჭარლების კარგი ქართველობა ნუ გიკვირთ.
ბოქაულო, მწვანე ტბაზე წასვლა მეც ძალიან მინდა და სხვა კარაველებსაც. ამაზე თემაც კი გავხსენი ორი წლის წინ - "განავარდება მთიან აჭარაში". დავათობაზეც ველაპარაკებოდი მაგაზე რამდენიმეს და იქნებ, ერთხელ მართლაც დავგეგმოთ... ოღონდ სადრაც ივლის-აგვისტოში, თორემ მანამდე თოვლია იქ.
აქ იქაური დღეობებიც ახსენეს. იქნებ რომელიმეზე - შუამთობაზე" ან ნებისმიერზე მართლაც წავსულიყავით, ჰა?

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 07 თებ 2009, 00:23
by imerkhevli
დილა ხულოში
Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 07 თებ 2009, 21:09
by anano
მიხარია, რომ ეს თემა აღმოვაჩინე, გასულ ზაფხულს მე მხოლოდ ერთი კვირით გახლდით მაღალმთიან აჭარაში,ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები მოვინახულე შეძლებისდაგვარად, პირველი ორი რაიონის საოჯახო სასტუმროებში ვიყავით დაბანაკებულნი, რომლებიც საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი და წარმატებულადაც მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტებს.
უკვე ნახეთ ალბათ, რომ თვალწარმტაცი ბუნებაა, არაჩვეულებრივი ტრადიციები და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ბუნების მქონე, სტუმართ და კაცთმოვყარე ხალხი ცხოვრობს....რომელ სახლთანაც არ უნდა შეჩერდეთ ყველგან შეგიპატიჯებენ და ღამესაც გაგათევინებენ...მოგესიყვარულებიან და ისე გამოგისტუმრებენ....
მეც შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფოტოს და იქნებ, როდისმე კარაველებმა გადავწყვიტოთ და მეც თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით წამოვალ....რადგან ძალზედ ბევრია სანახავი....

სოფ.ნიგაზეულში ჩასვლისას
Image
გამთენიისას...
Image

მათი სახლები და ყოფა-ცხოვრება....
Image

Image

Image

Image

Image

Image

მუდამ მშრომელნი...
Image

113 წლის ბებია და შვილთა შვილი-ნანიკო ოღონდ რომელი თაობის არ ვიცი.... :)
Image
რიჟრაჟი...
Image

ბევრ ასეთ სასიამოვნო მოხუცს ნახავთ....
Image
112 და 114 წლის ცოლქმარი....
Image

Image

Image

Image

სახალხო გმირის-სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი...უფრო სწორად აქ მისი თავის ქალა განისვენებს....თავი მოჰკვეთეს სამშობლოს გამო...მის საფლავზე კი ეს ორი უზარმაზარი ხეა ამოსული....თუ არ ვცედბი ერთი მუხაა და მეორე კი ნაძვი..
Image

Image
Image

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 08 თებ 2009, 00:31
by imerkhevli
anano
აღვფრთოვანდი და მოვიხიბლე :)

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 08 თებ 2009, 08:49
by qvevri
ფრიად ვისიამოვნე სურათებით. საერთოდ ის, რაც ნამდვილად გვაკლია ამ ფორუმზე, ესაა ხარისხიანი სურათები, მე არ ვგუსისხმობ 10 000 დოლარიანი აპარატით გადაღებულ სურათებს, არამედ კარგად დანახულ კადრებს. აი სწორედ ესაა რაც ზემორე სურათებსში აღმოვაჩინე... :wink:
ფრიადი მადლობა :!:

აჭარის მთიანეთი გვიან შემოდგომით. 27--30.11.08

Posted: 08 თებ 2009, 08:53
by qvevri
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენ ამ ზაფხულ/შემოდგომას აუცილებლად უნდა მოვინახულოდ ზემო აჭარა, იქიდან კი შეიძლება გოდერძის უღელტეხილით გადმოვიდეთ ადიგენში და ზარზმისა და სხვათა დათვალიერების შემდოგ დავბრუნდეთ შინ. ... ასეა ეს :!: