3 დღეში მართალია ყველაფერი ვერ ვნახე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვერ მოვასწარი. უბრალოდ არ ვიცოდი რა იყო სანახავი და ადგილზე დავდიოდი და ვათვალიერებდი... ზოგ ადგილს შემთხვევით წავაწყდი და მერე გავიგე რაც იყო

კარლოვის ხიდი (იგივე Charles bridge) ვიცოდი მხოლოდ...
ერთი რამაც შემაწუხა ის იყო, რომ შთაბეჭდილებებს ვერავის ვუზიარებდი.. უუუფ, ძალიან ცუდი ყოფილა...
მეორე ის იყო, რომ ჩემს დარდს ვერავის ვუზიარებდი..
ღამ-ღამობით CNN-ს ვუყურებდი და იქ ისეთ საშინელებებს აცხადებდნენ და მე კი არავინ მყავდა გვერდით, რომ დავლაპარაკებოდი.. ერთ ღამეს (მეორე ღამეს) სახლში ვეღარ გავჩერდი და გარეთ გამოვედი... ხიდისკენ წავედი და ხიდის მოაჯირზე (თუ რაც ქვია) ჩამოვჯექი... ტირილით გული ვიჯერე...
ვიღაც ბიჭი მოვიდა... არც რუსული იცოდა, არც ინგლისური... ძალიან ცოტა იცოტა გერმანული (სულ რამდენიმე სიტყვა ალბათ). ჩეხი იყო.
მოვიდა და მეუბნება: you are beautiful.. why cry?
მე ვუთხარი: ჩემს ქვეყანაში ომია მეთქი... (CNN-ზე ასე გამოაცხადეს)..
ვაიმეო, ვინებთანო...
მე ვუთხარი რუსებთან მეთქი... და მერე რაღაცეები თავის ენაზე თქვა, არ ვიცი კარგს ამბობდა თუ ცუდს, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ თანამიგრძნობდა...
მერე ვუთხარი - მე უნდა წავიდე-მეთქი.. უნდა დავიძინო-მეთქი და დავემშვიდობე... მაგრამ სახლში ვერ წავედი მაინც...
ვენცესლასის ბულვარში რომ ვსეირნობდი ისევ შემხვდა შემთხვევით (2 საათის შემდეგ)... იქაც ვისაუბრეთ... ყველა ენის გამოყენებით წინადადებები შეთხზა და ჩემს გამხნევებას ცდილობდა... თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან დამეხმარა...
სამ დღეში ცოტა არ იყოს ლაპარაკს გადავეჩვიე.. ბრიუსელში რომ ჩავედი პირველი დღე თითქმის არ ვლაპარაკობდი
პრაღაში სულ 10 ევრო მქონდა კრონებში გადახურდავებული. 10 ევრო 223 კრონია (მაშინ მასე იყო).
რჩევა: 223 კრონით პრაღაში არ წახვიდეთ
ვერ ვიტყვი, რომ პრაღა ძალიან ძვირი ქალაქია, იმიტომ, რომ ჩემი აზრით არ არის, მაგრამ მაინცდამაინც იაფიც არ არის.
განსაკუთრებით სუვენირებია ძვირი.. ან, შეიძლება, მე რომ მხოლოდ 223 კრონი მქონდა იმიტომ მომეჩვენა ასე!? რა ვიცი, რა ვიცი..
ჩეხური მინა - შესანიშნავია!!! ძალიან მომეწონა, მაგრამ 223 კრონი არ ეყო.
ფულის გადაყვანა [კრონიდან ლარებში] ძალიან ადვილი იყო.. როგორც იტყვიან დავამუღამე...
10 კრონი - 1.00 ლარი
180 კრონი - 18.00 ლარი
და ა.შ. ანუ ზუსტად 10-ზე გაყოფდი და ეგ იყო... დიდი დიდი განსხვავება ყოფილიყო რამდენიმე თეთრში ან თუ დიდი თანხა იყო რამდენიმე ლარში...

ეს მე პირადად ძალიან დამეხმარა...
პრაღა - ტურისტების ქალაქია... ამ დასკვნამდე იმიტომ მივედი, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცილებით მეტი მე პირადად ტურისტი ვნახე... ქუჩაში ან რუკიანი ხალხი დადიოდა, ან ზურგჩანთიანი, ან თვალები რომ ცაში აქვთ გაწვდენილი და ისე დადიან ისეთი ადამიანები.. მოკლედ ყველა ტურისტს გავდა... ქალაქი სავსე იყო ტურისტებით. ძირითადად ისმოდა ესპანური და იტალიური ენები... მეორე ადგილზე იყო ინგლისური (აქ ალბათ რამდენიმე ერი იქნებოდა გაერთიანებული). იაპონელებსაც ბევრს შენიშნავდით ქალაქში (იაპონელების და ჩინელების გარჩევა ვისწავლე, მგონი

)
ჰო, კიდევ, ჩემი "ხაზეიკა", ლენა, თურმე თბილისში ცხოვრობდა... საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და განსაკუთრებით უყვარს ქართველები. ეს ისე ინფორმაციისთვის, თუ ვინმე პრაღაში გადაწყვეტს წასვლას შემიძლია ლენას კოორდინატები მივცე.
ჰმმ.. კიდევ რისი თქმა მინდოდა?!
ჰო, ამინდი ხშირად იცვლებოდა ძალიან. ხან ძალიან ცხელოდა, მერე უცებ აცივდებოდა. წვიმით ღამით იწვიმა - ერთხელ და მეორე დღეს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო. მოკლედ ამინდ ვერ გავუგე..
ფეხით ძალიან ბევრი ვიარე... იმდენი ვიარე, რომ ახლა ჩემი თავისაც მიკვირს... ერთხელ დავთვალე და გადაბმულად გამომივიდა სიარული 9 საათი... "გადაბმულად" - იგულისხმება საერთოდ შესვენების გარეშე... თითქოს 9 ბევრად აღარ ჟღერს ახლა

, მაგრამ მაშინ ბევრად მომეჩვენა და..

ისე კი იმ 2 დღის განმავლობაში გამომივიდა 27 საათი (მესამე დღეს აღარ ვთვლი) და საერთოდ არ დავღლილვარ...
დრო ძალიან ნელა გადიოდა და როცა მეგონა უკვე 6 საათი იქნებოდა, ჯერ ისევ 3 საათი იყო... ასეთი რამ სხვა დროს არ დამმართნია..
ჰო... მგონი როცა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ვახსენე, დამავიწყდა მეთქვა, რომ იქ ყველაფერი უფასოა - ინფორმაციაც, რუკებიც და საინფორმაციო ბუკლეტებიც... (შეიძლება ვინმესთვის გამოსადეგი ინფორმაცია იყოს).
მეტი ახლა აღარაფერი მახსენდება...
