Page 7 of 8

აბოს მონათხრობი

Posted: 25 თებ 2009, 01:11
by abo
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შეკრება მართლაც კგ აზრია.

აბო
მსგავს ექსპედიციებს კიდევ აწყობთ?
ან, ჰომ არ გაქვთ "კარავთან" 1ად მისი მოწყობის სურვილი?
მე მტკვრის სათავეებთან და სასრულთან მისვლა მინდა.
ექსპედიცია - მტკვრის მოწყობის სურვილი მაქვს.
ფეხითაც მინდა სიარული, ნავითაც, მსგავსი ხომალდითაც.
და კიდევ, ადრე გკითხეთ, ტიმ სევერინის ექსპედიციაში მონაწილეობა ჰომ არ მიგიღიათ-მეთქი
არა მე არ მიმიღია, ისე ძალიან დამწყდა გული. მაშინ მოდური პიროვნებებიც ვიყავით და თან მარშრუტს ძალიან კარგად ვიცნობდი, სხვათა შორის მარშრუტის დაუმუშავებლობა მათ წინ დაუდგათ და ბოლომდე ჭყვიშამდე ვერ ამოვიდნენ. 2 დღის შემდეგ წყალის დონე დაიწევდა და დინების წინააღმდეგ უფრო ადვილად გაჭრიდნენ წყალს. ისეთ დროს დაიწყეს ამოსვლა წინ ცხვირზე სატარანე ფორშტევენზე სულ კუნძები ქონდა წამონცობილი და ბუქსირით მატორკებით მიათრევდნენ ზემოდ. ნუ შემდეგ ხალხში მეც ვიყავი იქ რომ შეწყვიტეს სვლა და შემდეგ გალაქტიონის სახლმუზეუმში გაგრძელდა ამბები. არც იქ უკითხავს ჩემთვის ვინმეს ბალი ათი შაურია რამე.
რაც შეეხება ახალ ექსპედიციას ცოტა ძნელი იქნება ამ პირობებში, მაგრამ შეუძლებელი არა, ასე რომ კონსულტაციები და სხვა დახმარებები მოდის ჩემგან დაინტერესებული ხალხისთვის.
თუ არ მოგწყინდებათ სხვა ექპედიციებსაც გაგაცნობთ შემდეგში თან უფრო საინტერესოს და ცოტა გიჟურს..
აბო

აბოს მონათხრობი

Posted: 25 თებ 2009, 01:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
abo wrote: არა მე არ მიმიღია, ისე ძალიან დამწყდა გული. მაშინ მოდური პიროვნებებიც ვიყავით და თან მარშრუტს ძალიან კარგად ვიცნობდი, სხვათა შორის მარშრუტის დაუმუშავებლობა მათ წინ დაუდგათ და ბოლომდე ჭყვიშამდე ვერ ამოვიდნენ. 2 დღის შემდეგ წყალის დონე დაიწევდა და დინების წინააღმდეგ უფრო ადვილად გაჭრიდნენ წყალს. ისეთ დროს დაიწყეს ამოსვლა წინ ცხვირზე სატარანე ფორშტევენზე სულ კუნძები ქონდა წამონცობილი და ბუქსირით მატორკებით მიათრევდნენ ზემოდ. ნუ შემდეგ ხალხში მეც ვიყავი იქ რომ შეწყვიტეს სვლა და შემდეგ გალაქტიონის სახლმუზეუმში გაგრძელდა ამბები. არც იქ უკითხავს ჩემთვის ვინმეს ბალი ათი შაურია რამე.
რაც შეეხება ახალ ექსპედიციას ცოტა ძნელი იქნება ამ პირობებში, მაგრამ შეუძლებელი არა, ასე რომ კონსულტაციები და სხვა დახმარებები მოდის ჩემგან დაინტერესებული ხალხისთვის. აბო
ჭყვიშის ამბები ვიცი.
იქ მითხრეს ჯერ კიდევ 15 წლის წინათ და მას შემდეგსგავსი ექსპედიცია გულში ამოვიჭერი.
მტკვრის ექსპედიციის იდეაც კი ამოვიჩემე, არათუ რიონის

თუ არ მოგწყინდებათ სხვა ექპედიციებსაც გაგაცნობთ შემდეგში თან უფრო საინტერესოს და ცოტა გიჟურს..
მეც და, ვფიქრობ, სხვებიც, სიამოვნებით მოგისმენთ.

აბოს მონათხრობი

Posted: 25 თებ 2009, 02:05
by abo
GAMARJOBA SAKARTVELO
რიონზე თითქმის ყოველ მეორე წელს მივდივართ ქუთაისიდან ფოთამდე სულ რომ გაჩერდე 3 დღეში ფოთში ჩაგაცურებს გზაც სასიამოვნო მაგრამ კოღოებიანია. გზში ვიღაცის გოჭის წაყოლიებაც მოდის. ტყეში პატრონს სად ნახავ ფული რომ მიცე, და ამით ვიმშვიდებთ გულს. :oops: :P

აბოს მონათხრობი

Posted: 25 თებ 2009, 02:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
abo wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
რიონზე თითქმის ყოველ მეორე წელს მივდივართ ქუთაისიდან ფოთამდე სულ რომ გაჩერდე 3 დღეში ფოთში ჩაგაცურებს გზაც სასიამოვნო მაგრამ კოღოებიანია. გზში ვიღაცის გოჭის წაყოლიებაც მოდის. ტყეში პატრონს სად ნახავ ფული რომ მიცე, და ამით ვიმშვიდებთ გულს. :oops: :P
რაღაც მანძილზე ბორნებით გადავსულვარ, მახსოვს.
აი, ფოტამდე მაგით ჩასვლა რამდენად შესაძლებელია, ეგ აღარ ვიცი

აბოს მონათხრობი

Posted: 01 მარ 2009, 01:58
by abo
ძალიან ჩვეულებრივად, ცოტა მომზადებაც გზისთვის და წასული ხარ.
აბო.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 მარ 2009, 02:13
by Varvara
GAMARJOBA SAKARTVELO

შენ ჯერ სამხატვრო აკადემიის ხალხთან ერთად უნდა წახვიდე ერთ კრუიზში - აი ტივებით და გასაბერი ნავებით რომ მიდიან. ფორმაში შესასვლელად და ,,წყალთან'' მისაჩვევად დაგეხმარება.

ბოდიშით ოფტოპიკისათვის.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 მარ 2009, 02:43
by abo
სამხატვრო აკადემიის ხალხი ჩემ დროსაც ხშირად დადიოდნენ
აბო.

აბოს მონათხრობი

Posted: 01 მარ 2009, 12:55
by guruli
მსგავსი "კრუიზი" ძალიან კარგი იდეაა. მეც შემოგიერთდებით, თუ მიმიღებთ. :oops: :oops:

აბოს მონათხრობი

Posted: 28 მაი 2009, 23:20
by abo
Image
დილით ადრე მორიგი გასვლის წინ. დილის საუზმე ფეხზე დგომით, დროის მოგების მიზნით.
აბო

აბოს მონათხრობი

Posted: 28 მაი 2009, 23:37
by abo
Image
აქაც სამზადისი. აღსანიშნავია რომ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თან მატორიანი ნავიც გვქონდა გზების დასაზვერად და კინოგადაღებისთვის(საუბედუროდ ვიდეო გადაღება მაშინ არ იყო) მოძრაობაში სურათები ნაკლებად გვაქვს გზაში რატომღაც გვავიწყდებოდა მნიშვნელოვანი მომემტების გადაღება, ან ერთმანეთს ვაძალებდით გადაღებას. ხომალდის დატოვება რატომღაც არავის სურდა. მიუხედავად ამისა 45 წუთიანი ფერადი ფილმი მაინც შევქმენით.
აბო

აბოს მონათხრობი

Posted: 29 მაი 2009, 00:04
by abo
Image
წყლის საქაჩი მცურავი მოწყობილობა, რომელიც ირგვლივ ფართის მოსარწყავად იყო განკუთვნილი. უკან ჩანს ნავთობის ამოსაქაჩი კოშკურა, ნახევრად დახრილი რომ არის ჩვენგან მარცხნივ.

აბოს მონათხრობი

Posted: 29 მაი 2009, 00:08
by abo
Image
ეს ჩრდილო აღმოსავლეთი ბანკის (ასე ქვია სოფელს. სასაზღვრო ზონაა)მიდამოებია

აბოს მონათხრობი

Posted: 29 მაი 2009, 00:30
by abo
მოკლედ ბევრია მოსაყოლი, მაგრამ 33 წლის წინანდელი ამბები ზოგი გამებნა, ბევრიც დამავიწყდა, მოკლეთ დადგა დრო და კასპიის ზღვის შესართავსაც მივადექით. იქით გასვლა არ შეიძლებოდა თუ მესაზღვრეებიდან ნებართვას არ ავიღებდით. ამ ცერემონიალს დიდი ბრძოლა და 2 დღე დაჭირდა, ბოლოს მაინც შევაბით "ზასტავის ნაჩალნიკი" და დაგვრთეს ნება შევსულიყავით კასპიაში, მხოლოდ იმ პირობით რომ ზღვაში ბუქსირს უნდა შევეყვანეთ. როგორც გაირკვა მტკვარი ზღვაში კი არ ერთვის არამედ ქვეშ მიძვრება და ზღვა ზემოდან მდინარეში შემოდის, ასე რომ იქ დიდი სირთულეებიაო. ჩვენც რაღას დავეძებდით დავთანხმდით. ერთი მომენტი თავს იკავებდნენ ბუქსირი რომ გაქაჩავს დაიშლება თქვენი გემიო, მაგრამ გამოცდას გაუძელით.
Image
ესეც შეგვათრია ბუქსირმა და იქედან გადავიღეთ, გვათრია-გვათრია და მერე ჩვენც გაუყევით გზას

აბოს მონათხრობი

Posted: 29 მაი 2009, 09:06
by qvevri
abo
ის ფილმი სადაა თქვენ რომ გადაიღეთ?

აბოს მონათხრობი

Posted: 05 სექ 2010, 19:43
by abo
qvevri wrote:abo
ის ფილმი სადაა თქვენ რომ გადაიღეთ?
ეეეჰ ეს თემა როგორ მიმავიწყდა...

ფილმი სახლში მაქვს 16 მმ-იანია