Page 5 of 8

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 20:47
by abo
qvevri
მარიამს ჩემგან დიდი პატივისცემით მოკითხვა გადაეცი
აბო.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 20:49
by qvevri
abo wrote:qvevri
მარიამს ჩემგან დიდი პატივისცემით მოკითხვა გადაეცი
აბო.
რა პრობლემაა ეხლავე გავძახებ:
მააარიიიაააამ, აბომ მოგიკითხააა.
მარიამი: მართლა? მეც მომიკითხე
ქვევრი: კარგი.
აბო მარიამმაც მოგიკითხა დიდივე პატივისცემით

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 20:53
by abo
qvevri
:D :D :D

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 21:45
by abo
მტკვარზე მოგზაურობის დროს ჩვენი მამალი შეუდრეკლად იტანდა მეზღვაურულ ცხოვრებას, ყოველ ღამე ახალ-ახალ ადგილზე იბუდრებდა(ეძინა) ძილას გადაეჩვია და ჩვენთან ერთად ლოთობდა შუაღამემდე.

არ შეიძლება არ მოვიგონო: აზერებს მამლების ჩხუბი ყვარებიათ: ჯერ კიდევ ევლახშიც შემოგვთავაზეს ჩხუბი. "ვასოს" სეკუნდანტი და პატრონი გურამა იყო, ცოდნია მისი გადარეული მამლის ამბავი და სანამ აზერი მამალს მოიყვანდა გურამამ ნაპირზე გაუშვა იმ წამსვე. უნდა მოჩხრიკოს მიწა აუცილებლად , თუ გინდა კარგად იჩხუბოსო თქვა.

პირობა -წაგებული მოგებულთან რჩებოდა... ასე ავედით 6 მამალზე მთელი გზის განმავლობაში და 6-ჯერ მოხარშული და მარილწაყრილი მამალის ხორცი გვარგუნა ჩვენმა ვასომ.
ერთხელ რაღაც დასახლებულ პუნქტს მივადექით, წესით ქ. ზარდობი უნდა ყოფილიყო. საოცრად ლამაზ ხეივანს მივადექით. თურმე ქალაქის ცენტრალური ბაღი ყოფილა გაშენებული მტკვრის ნაპირზე, ასე რომ შუა ქალაქში მოგვიწია დაბანაკებამ. ღამდებოდა და მშიერები იქვე რესტორანს ვეწვიეთ, დაგეგმილი გვქონდა წესიერ-ადამიანური ქეიფი, გზის დიდი ნაწილის და მნიშვნელოვან პუნქტში მისვლას ავღნიშნაბდით. საკმაოდ კარგი სუფრა გავაწყვეთ და შუა ქეიფში რომ ვართ, ვიღაც მეზობელი სუფრიდან გამოგველაპარაკა და 1 ყუთი შამპანური გამოგვიგზავნა. 3 კაცი იყვნენ და შევაერთეთ სუფრები. ატყდა გამიშვი - გაგიშობ, მილიციის უფროსი აღმოჩდა, ფულიც ვინ გადაგახდევინა. თან შეგვპირდა თუ ვინმემ გაწყენიოთ რაიონში I კაცი ვარო. მოკლედ მაგრად დავთვერით და მეორე დღეს ძლივს წამოვწიეთ თავი. თითქმის მოვემზადეთ გასასვლელად და " ვასო" მამალი არ არის.

საოცარი სილამაზის ბაღში ასევე საოცრად მაღალი ღობის იქეთ 2 სართულიანი სახლის ეზოში გადაფრენილა ჩვენი ვასო , იქაური მამალი "მიუჩმორებია" და ამაყად დააბიჯებდა დედლებს შორის. ვერაფრით ვასო ვერ წამოვიყვანეთ. ადრე წასტვენაზე იქვე გაჩდებოდა, ახლა ძალითაც არ მოგვყვებოდა. თან დიდი ძაღლი ყავდა პატრონს, დაანგრია იქაურობა. გავიკითხეთ და მილიციის უფროსისააო. არიქა! დავრეკეთ დახმარება გვჭირდება, დასაჭერი გვყავსთქო კაცი- უთხარით და 3 წუთში "კანარეიკით" მოვარდა ბრიგადა. სად არის ვინ დავიჭიროთო და ატყდა სიცილი ჩვენი მამალი რომ დავანახეთ. წინა დღეს მონაყოლი გვქონდა ვასოს შესახებ და იცნობდა , მაგრამ რომ დაინახა ატყდა მაჩუქეთო. კატეგორიულად ვიუარეთ მაგი ჩვენი ძმაკაცია და ეკიპაჟის წევრითქო. ბოდიში მოგვიხადა , რომ შევწუხდით ამხელა პატივისცემის შემდეგ, თხოვნა რომ ვერ შეუსრულეთ.

მაგრამ საყურებლად იყო ძალიან სასაცილო ეს ღიპიანი გამომძიებლები რომ დასდევდენ ვასოს და ვერ იჭერდენ. მთლად ამოიგანგლენ ტალახში. ბოლო ბოლო გავედით ზარდოფიდანაც.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 21:53
by ლეონტი
ისე მიგეცათ ეგ მამალი რა მოხდებოდა კაცს რა პატივი უცია, მაგრამ პრინციპში იმ დედლებისგან ხომ დაიბადებოდა მამლის შთამომავლობა.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 21:59
by abo
Image
სექტემრის წყნარი საღამოები ხშირად იყო.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 22:04
by abo
ლეონტი wrote:ისე მიგეცათ ეგ მამალი რა მოხდებოდა კაცს რა პატივი უცია, მაგრამ პრინციპში იმ დედლებისგან ხომ დაიბადებოდა მამლის შთამომავლობა.
ხო მარა მაგრად მივეჩვიეთ და წევრად ვთვლიდით. ცალცალკე ყველას შეიძლება მიგვეცა, მაგრამ ერთად ყოფნისას - ერთმანეთისაც შეგვრცხვა და კატეგორიული უარი ვკიცეთ.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 22:08
by abo
Image
მე და რაული მარშრუტს (ლოცია) ვამუშავებთ.

აბოს მონათხრობი

Posted: 21 ოქტ 2008, 22:54
by tiko_r
abo
მე არავის ვაჩუქებდი მაგ მამალს!!!

საერთოდ ფრინველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს,... ამ ვასო მამალზე სულ გადავირიე.
:D

აბოს მონათხრობი

Posted: 22 ოქტ 2008, 01:19
by abo
tiko_r
ძუყნურში ვარ ნამყოფი გაბრიაძეებთან.

აბოს მონათხრობი

Posted: 22 ოქტ 2008, 19:42
by Gvalva
abo

ამ წესიერ ადამიანურ პური-ჭამაზე რომ მიდიოდით გემზე ვის ტოვებდით? ცარიელს ალბათ არ მიატოვებდით და იმ დარჩენილს კაი გვარიანი კომპენსაცია დაჭირდებოდა და რა იყო ეგ კომპენსაცია? :)

ხო ისე, ნუ გეწყინებათ და თქვენი ეკიპაჟიდან ყველაზე ძალიან ვასოს ვბალელშიკობ, ვინერვიულე საჩხუბრად რომ გაგიშვიათ მაგრამ ტყვეებით თუ დაბრუნდა კაი, გადავიტან :)

აბოს მონათხრობი

Posted: 27 ოქტ 2008, 19:49
by abo
Gvalva wrote:abo

ამ წესიერ ადამიანურ პური-ჭამაზე რომ მიდიოდით გემზე ვის ტოვებდით? ცარიელს ალბათ არ მიატოვებდით და იმ დარჩენილს კაი გვარიანი კომპენსაცია დაჭირდებოდა და რა იყო ეგ კომპენსაცია? :)

ხო ისე, ნუ გეწყინებათ და თქვენი ეკიპაჟიდან ყველაზე ძალიან ვასოს ვბალელშიკობ, ვინერვიულე საჩხუბრად რომ გაგიშვიათ მაგრამ ტყვეებით თუ დაბრუნდა კაი, გადავიტან :)
გაცვეთილ რაინდობაში თუ არ ჩამითვლი, ვიტყვი;
როცა ყველა გავდიოდით და ვინმე უნდა დარჩენილიყო, ამ საპატიო და ღირსეული დავალების შემსრულებლები ყველა ვიყავით. დევიზით " ექსპედიციისა და მეგობრების საჭიროებისათვის" - აქ ვარ!
ასეთი შემართება და ერთგულება დაუმარცხებელია თავისი არსით. ხოდა ამ არსით გაჟღენთილი 21-22 წლის ახალგაზრდების ეს მოქმედება გასაკვირიც არაა.

ხოდა ის მორიგე მომავალ კვირას ყველა საჩოთირო დავალებისაგან თავისუფლდებოდა. თან გარკვეული პრივილეგიებიც ქონდა კომპენსაციის სახით, როგორც "ექსპედიციის კეთილდღეობისათვის ვნებულს".


სხვათაშორის ვასოს გზაზე იქაურებიც ბალეშჩიკობდნენ. ერთხელ უსიამოვნებაც მოუვიდათ ერთმანეთთან "-იმგენისკენ რატომ იყავიო",
სინამდვილეში სხვაგან წაყვანილი მამალი ყოველთვის შეშინებულია, ჩვენი ვასო სულ ჩვენ გვერდით იყო და ჩვენი ხმა ესმოდა, სადაც მივადგებოდით ის იყო ჩვენი და ვასოს ადგილი, ხოდა იქ, იმ ადგილას, რომ ვიღაც მამალს მოუყვანდნენ შეჭამდა იმას აბა რა. კაცი მის "პოლიაზე " ჩხუბობდა.

აბოს მონათხრობი

Posted: 27 ოქტ 2008, 19:50
by abo
ხოდა ასე ჩხუბით დაჩეხილ დასისხლიანებული და ძირს მოფართხალე შემთხვევა 7-ჯერ იყო და იმ აზერებსაც აღარ უკადრებიათ გაუბედურებული მამლის წაყვავნა. ხოდა კაი ჩაჯდომის მიზეზი გვიჩდებოდა. ისე მიზეზის ნაკლებობას არ განვიცდიდით, საღამოს კოცონთან, იქვე გემ მიყენებული, ვისაც უნდოდა კოცონთან დარჩებოდა გვიან ღამემდე, ვისაც არა და ან გემბანზე მიეგდებოდა "სპალნიკში", ან კარავს გაშლიდა და იქ იძინებდა. საერთოდ ღამე ვიღაცა ყოველთვის ფხიზლობდა ვიღაცასთან ერთად. კარგი კუნძები ყოველთვის მოგვეპოვებოდა. ცეცხლი სულ ენთო. გემიდან გადასვლისთანავე 20-25 წუთში ბანაკი თავისი ანთებული კოცონით და გაწყობილი სუფრით, მზად იყო. ბოლოს არაყი რომ გაგვითავდა, მედსპირტზე გადავედით და გავხსენით 8 ლიტრიანი მოწნული ბოცა.

აბოს მონათხრობი

Posted: 27 ოქტ 2008, 20:18
by meore monadire
:)

ra magari istoriaa :)

vaso ase mgonia kidev chaidens rame sagmiro saqmes :)

აბოს მონათხრობი

Posted: 27 ოქტ 2008, 20:48
by abo
ერთი ასეთი რამ მინდა გავიხსენო. ჩვენს გემში კოჭებამდე წყალი სულ იდგა. გზაში ხის კუნძებს მივადგებოდით და ფესვებში გაბურდულ კუებს ვიჭერდით, შემდეგ ტრიუმში ჩავყრიდით, ასევე ვყრიდით დაჭერილი თევზების იმ რაოდენობას შესაწვავად რომ არ ღირდა. რას არ ნახავდი ტრიუმმში ტრიტონებს, თევზებს კუს ანკარებს და რავი... ერთხელ გურამამ კუ უნდა გავსინჯოო და კასრული რომ არ მივეცით, ვედრაში გუდრონს ვადუღებდით და იმაში მოხარშა. მერე ბარკალი აათხლიშა და რომ გასინჯა, ისე ჩაუჯდა საჭმელად, ჩვენ გვახვეწებდა შემდეგ, დაგვაგემოვნებიეთქო. ისე რომ გავსინჯე ქათმის გულის ნაწილს გავდა გემოთი, ცოტა ნავთის გემოც ქონდა მაგრამ არაუშავს, ნავთის და ბენზინის სუნს ისედაც ვერ ვიცილებდით. ერთი დანჯღრეული დვიჟოკი გვქონდა, პომპაც ეგებოდა და ელგენერატორიც. ყოველ ღამე უნდა დაგეშალა ლამპის შუქზე და რომ ააწყობდი ამუშავდებოდა. ხოდა იმისდა "კიროვოგაზის"გადამკიდე სულ ნავთთან გვიწევდა კავშირი. Image
ისე ხანდსახან ჭადრაკსაც კი ვთამაშობდით. მოკლედ საბოლოოდ ისე ავეწყვეთ რომ გემის მართვა 3 კაცს თავისუფლად შეეძლო და ჩვენც თავი რითი გაგვერთო იმასას ვფიქრობდით.