Makena
იმედია მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ვუქომაგებთ ერთად, თორემ რად უნდა გერმანიას ან ესპანეთს ჩვენი ქომაგობა, მაგათ თავისი ხალხიც ეყოფათ.
ვნახოთ რა გუნდს დააყენებს ქეცბაია, მაგ კაცმა თუ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახადა და მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ნამდვილად ჩაიწერება საქართვეოს ისტორიაში.
ერთი გვეღირსოს და საქართველოს ნაკრები გავიდეს ჩემპიონატზე და ქომაგობას ნაღდად არ მოვაკლებთ
ღმერთმა გისმინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამორიცხულია, აქ ისეთი ვითარებაა.

ქეცბაია კარგი მწვრთნელია, მაგრამ მარტო მწვრთნელი რომ შველოდეს საქმეს, აქამდე რა - მაგაზე ნაკლები მწვრთნელები გვყავდა? კუპერს რაღა აქ დაუცდა ფეხი, როცა მალიორკა-ვალენსია-ინტერში ისეთ წარმატებებს მიაღწია. ოღონდ არ მითხრათ ახლა, ის ის კლუი იყო, ნაკრები კი სხვააო... საქმე ისაა, რომ მთელი ქართული ფეხბურთი და მთელი ქართული სახელმწიფო ”ავგიას თავლაა”, დამსუფთავებელი კი არავინ ჩანს. სულ ახალი მაგალითი - ”ვიტ-ჯორჯია”, რომელიც ევროლიგის თამაშისთვის ემზადება ჩეხურ ’ბანიკთან”, უკრაინაშია შეკრებაზე და ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაზე თავდამსხმელმა მწვრთნელი სცემა... თუმცა ქართული ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ასეთი კონკრეტული მაგალითები რომ იყოს, კიდევ რა უჭირდა - მთლიანად საფეხბურთო მეურნეობაა შესაცვლელი, ამას კი ზოგადად ქვეყანაში სჭირდება ვითარების შეცვლა. ზოგადად, ეს ყველა სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, თორემ ცალ-ცალკე ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ამა თუ იმ სახეობის განვითარებისთვის (უპირველესად - საკანონმდებლო ბაზით) და თავი დაანებოს ფედერაციების საქმეებში ჩარევას. ამ ჩარევამ რა შედეგიც მოიტანა, კარგდა დავინახეთ - ჯერ ახალკაცის ყოვლად უხერხემლო მმართველობა, ახლა - საეჭვო რეპუტაციის და გაურკვეველი გეგმების მქონე სიჭინავა, მოშლილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, უპერსპექტივო საკლუბო ფეხბურთი, ჩემპიონობამისჯილი გუნდები, ე.წ. ”გუბერნატორების ჩემპიონატი” და წინასწარ ცნობილი ეროვნული ჩემპიონატის შედეგები, როცა ლამის ყველამ ჯერ კიდევ დაწყებამდე იცის, ვინ გახდება ჩემპიონი... ხელისუფლების უხეშ ჩარევას ემსხვერპლა ძიუდო - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა ქვეყანაში და ახლა იგივე ემუქრება ჭიდაობასაც. ევროპის ჩემპიონატის წინ ბერძნულ-რომაულ ნაკრებში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის შვილი მწვრთნელს აუბუნტდა, ნაკრებში რატომ არ მაყენებო (არადა, შესარჩევ ტურნირში კონკურენტმა აჯობა), ფედერაციამ და სპორტის დეპარტამენტმა კი მისი მხარე დაიჭირა და მწვრთნელს აძალებდნენ ამის დაყენებას. კიდევ კარგი, მერე საქმეში ოლიმპიური კომიტეტი ჩაერია და აღკვეთა ზეწოლა, მწვრთნელმა კი არც ერთი არ დააყენა და მესამე კაცი წაიყვანა - ახალგაზრდა ბიჭი. სამწუხაროდ, ასე ხდება ყველგან. ხელისუფლების ჩარევისგან აქამდე შედარებით თავისუფლები კალათბურთის და რაგბის ფედერაციები იყვნენ და მიაღწიეს კიდეც წარმატებებს, მაგრამ უკვე იქაც ერევიან. თუმცა მორაგბეები მთლად ასე ტავის ჭკუაზე არ მიუშვებენ მაგათ, კალათბურთელებისა კი რა გითხრათ. თუმცა კალათბურთს, მოპოვებული წარმატების მიუხედავად, საერთაშორისო არენაზე წარმატების მოპოვების ბევრად მცირე შანსი აქვს, ვიდრე - რაგბის.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიდრე მთლიანად ქვეყანაში არ შეიცვლება მდგომარეობა, მანამდე ვერც ქეცბაია გვიშველის და ვერც ჩვენი ნაკრები გავა ფინალურ ტურნირზე.