Page 33 of 39

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 09:59
by QEBURIUS
guruli wrote:
Makena wrote:ESPANA
აქვს შანსი, მაგრამ ფრიცები უფრო ოსტატურად თამაშობენ. ნუ, კლასში სხვაობა მაინც იგრძობა.

რავა გეკადრებათ ბატონო. ფრიცები კლასით 1 თავით დაბლა დგანან. ესპანეთის ნაკრები ფაქტიურად ბარსელობა რეალია, გაძლიერებული რამოდენიმე ფეხბურთელით...


Makena

გაგიკვირდა რამე? გერმანიამ არგენტინას იმიტომ ჩახადა დაცვა არ ყავდა, თორემ ესპანეთმა კარამდეც 1-2 ძლივს მიუშვა..


პ.ს მოვა ეხლა ვანგა ცრუ და გამოაცხადებს, სულ ჰოლანდია ესპანეთის ფინალს ვამბობდიო

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 10:02
by QEBURIUS
QEBURIUS wrote:ფინალი: ესპანეთი-ჰოლანდია

მესამე ადგილისათვის: გერმანია-ურუგვაი


პ.ს. ლამა შენ არაფერი გეწყინოს, პუტინის პუტანა-მერკელს %$#@ მთელმა თავისუფალმა სამყარომ :twisted:

ისწავლე გოგა კი არა და ვანგა ცრუ, როგორ უნდა მომავლის გარტყმა

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:24
by Duckling
QEBURIUS
რავა გეკადრებათ ბატონო. ფრიცები კლასით 1 თავით დაბლა დგანან. ესპანეთის ნაკრები ფაქტიურად ბარსელობა რეალია, გაძლიერებული რამოდენიმე ფეხბურთელით...
ხო აბა მეც ძალიან გამიკვირდა ეგ რომ დაწერა . იმიტომ რომ ათას რამეს ვკითხულობ და ეგეტი რამე მხოლოდ გურულისგან წავიკითხე თორემ ყველა, გერმანიის გულშმეტკივრებიც კი ამბობდნენ, რომ კლასით ესპანეთი ბევრად მაღალია

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:42
by lama
მე ჰოლანდიის ქომაგად ვიქეც, არა იმიტომ რომ გერმანიამ წააგო და ჯავრის ამოყრა მინდა, არა მე ზოგადად ვქომაგობ ჩრდილოურ ფეხბურთს, მათ შორის კი უპირველესად გერმანიას, ჰოლანდიას და ინგლისს :)

ჰოლანდია ჩემპიონია :)

Image

მოისმინეთ და აყევით ძალიან გთხოვთ :)


http://www.youtube.com/watch?v=BYYPY1g_-js



:)

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:44
by Makena
QEBURIUS
ესპანეთის ნაკრები ძალიან ლამაზ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, მწვრთნელიც ძალიან კარგი ყავს, ასეთი ფეხბურთის ყურება არ გბეზრდება კაცს, გუშინ 3 გოლი მაინც უნდა გაეტანათ მაგრამ დაძაბულობამ თავისი გააკეთა და ძალიან ბევრი ააცილეს.

ჰოლანდიაც დამსახურებულად გავიდა ფინალში, ეგენიც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ ფეხბურთს ვიხილავთ, მაგარი ჯახი იქნება :D

არგენტინის მარცხი ცუდი მწვრთნელის ბრალია, არგენტინას რომ კარგი მწვრთნელი ყოლოდა გერმანიასთან არ წააგებდა. არამგონია ტექნიკური თვალსაზრისით არგენტინელები გერმანელებზე დაბლა იდგნენ, პირველივე გოლის შემდეგ მწვრთნელს რომ კორექტივები შეეტანა გუნდი ასე არ მოირღვეოდა დაცვაში. მეორეს მხრივ კარგია ასე რომ ,,გაპაზორდა" მარადონა, იქნებ მიხვდეს და დაანებოს თავი მწვრთნელობას.

გერმანიის თამაში სანახაობრივად ხისტი და ტლანქია, ძალისმიერი, ეს გუნდი ყოველთვის იმსახურებს პატივისცემას თავისი სტაბილურობითა და ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ ჩემპიონობისთვის მხოლოდ ეს არაა საკმარისი.

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:46
by meleksa
lama wrote:მე ჰოლანდიის ქომაგად ვიქეც, არა იმიტომ რომ გერმანიამ წააგო და ჯავრის ამოყრა მინდა, არა მე ზოგადად ვქომაგობ ჩრდილოურ ფეხბურთს, მათ შორის კი უპირველესად გერმანიას, ჰოლანდიას და ინგლისს :)

ჰოლანდია ჩემპიონია :)

Image

მოისმინეთ და აყევით ძალიან გთხოვთ :)


http://www.youtube.com/watch?v=BYYPY1g_-js


:)

ტყუილია მაგი, არ დაიჯერო :lol: ესპანეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები რო ყავდა ჩემპიონატის დაწყებამდე აღიარებდა ყველა :)

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:47
by Makena
QEBURIUS
გოგა სად გაქრა რომ აღარ ჩანს? აფრიკაში ხომ არ წავიდა? არ გამიკვირდება ფინალურ მატჩზე სტადიონზე რომ დავინახო ფოტოაპარატით ხელში 8)

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 11:57
by VANO
რაო ანჟელიკა დეიდამ ჩაისვარაოოო??? :D :D :D


აბა ახლა ჩამოწერეთ თქვენ-თქვენი სახელები ანჟელოვიჩებო, უნდა დაგცინოთ :D :D :D



ფაშისტები იღბლიანები არიან სულ ფინალში გადიან და სადაც უფრო მეტი იღბალი უნდათ იქ ვერ ქაჩავენ, ისვრიან ქვეშ რაა :D :D :D


P.S. ისე ლიოვმა რო თქვა ამ მაისურს არ გავიხდიო იღბლიანიაო არგენტინას მოვუგეთო იმ უბედურმა არ იცოდა რო იღბლიანი კი არა ოფლიანი რო იყო? :D

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 12:28
by GT.ge
აჰა ბატონო, შეხვდა დალაგებულ ნაკრებს რობოტმაისტერები და ქე ჩამოიჩალნენ... :D
რა ლამაზად დაღლილწაშლილმისავათებული სახეები ჰქონდათ 80 წუთისთვის... :lol: თვალს ესიამოვნა სირბილის ტაკუნებიც რო აღრ ჰქონდათ, აქეთ ესპანეთი უტევდა... რომ არა ბავშურად მომენტების გაცუდება, ეგებ სამამდეც ასულიყვნენ... კი იმსახურებდნენ ნემცები ნულტრის. :lol:

ასევე არ გამოუშვებენ თავინთი საჯარიმოდან "გალანდსკი კურიცებს".

ცალი ფეხით იგებეს ესპანეთი ევროსავით მსოფლიოს.
დონე.

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 12:40
by keto
lama

შენ ახლა იმას უნდა ამბობდე, ვინც მოიგებს, იმათკენ ვარო. მერე იმას მაინც იტყვი, გეერმანიამ ჩემპიონთან წააგო :P

Makena wrote:QEBURIUS
გოგა სად გაქრა რომ აღარ ჩანს? აფრიკაში ხომ არ წავიდა? არ გამიკვირდება ფინალურ მატჩზე სტადიონზე რომ დავინახო ფოტოაპარატით ხელში 8)
გერმანიაშია :

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 14:56
by QEBURIUS
ესეც თქვენი საათის მექანიზმივით აწყობილი გერმანული მანქანა:

http://new.interpressnews.ge/ge/msoflio ... okles.html

:twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted: :twisted:

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 19:08
by guruli
QEBURIUS
Duckling
როცა ეგ დავწერე, პირველი ტაიმის ნახევარი თუ იყო გასული, მაშინ კი ფრიცებმა რამდენჯერმე უფრო მწვავედ შეუტიეს, ვიდრე - ესპანელებმა. მაგ ეპიზოდისთვის ბურთს უმეტესად ესპანელები ფლობდნენ, მაგრამ იმათ უფრო მწარედ შეუტიეს - ამიტომ დავწერე, თორემ მეორე ტაიმში ესპანეთმა აშკარად დაჩაგრა - ყოველმხრივ და ყველაფერში.

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 08 ივლ 2010, 19:44
by lama
გერმანელები რომ აგებდნენ ეს ის დროა....

ფოტოს ავტორი მირანდა მერკვილაძე

Image

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 09 ივლ 2010, 11:21
by Wanderer
QEBURIUS
ტყუილია მაგი. არ მოუკლავთ. როგორც ჩანს დეზინფორმაციაა გავრცელებული ბლოგებზე და საინფორმაციოებმაც აიტაცეს. მანდ საქმე იმაშია, რომ ტოტალიზატორებს ადგათ ცუდი დღე მაგ რვაფეხის გამო. ხოდა შეიძლება დამალონ ან რაღაცა უქნან მაგის გამო...

და ისე რომც მოეკლათ რა შუაშია მანდ საათის მექანიზმივით აწყობილი გერმანული მანქანა არ მესმის. :) გერმანია მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ და პროგრესულ ქვეყანად. ხოლო ნახევარფინალში გუნდის დამარცხება მის სიცუდეს არ ნიშნავს არანაირად. მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში ყოფნა პატარა ამბავი არაა. შეგახსენებთ, რომ ამ ოთხეულში წელს ვერ მოხვდნენ იტალია, ბრაზილია, არგენტინა, ინგლისი, პორტუგალია და სხვა. :)


P.S. საღოლ ურუგვაის! და თუ გერმანიას მოუგებს უფრო საღოლ! :)

P.P.S. ფინალში მეც ჰოლანდია ვარ. :) ცხელი სამხრეთი არ მიყვარს. ცივი ჩრდილოეთი მირჩევნია. ;)

მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Posted: 09 ივლ 2010, 11:24
by Archil
ჰოლანდია !!!

მარა ისე ესპანელებიც ჩვენებურები არიან, ივერიელები... ირლანდიელებისა არ იყოს..