ლევანი დღეს ჭუბერშია, ბიძამისის ოჯახში და ხვალაც იქ დარჩება ფეხის პრობლემების გამო. თუ საჭირო გახდება, ზეგაც, მაგრამ იმედოვნებს, რომ ამდენი არ დასჭირდება და ზეგ გაუდგება უკვე გზას. უშგულამდე დარჩა 115 კმ, ამ მანძილის გავლას კი 5 დღეში გეგმავს. მანძილი ასე დაჰყო:
1 დღე: ჭუბერი-ლახამულა
2. ლახამულა-ბეჩო
3. ბეჩო-მესტია
4. მესტია-იფარი
5. იფარი-უშგული
უშგულში დარჩენას არ აპირებს - თუ ტრანსპორტი იქნება, ეგრევე გამოვტრიალდები და ქობულეთში მინდა წასვლა 5 დღითო.
როგორც დავწერე, გუშინ ყველაზე გრძელი გზა იარა - 52 კმ-მდე, მაგრამ ისეთი სვანეთი ვნახე, იმდენად ლამაზი და განსხვავებული, ღირდა ამათო, ტკივილები არც მახსოვდაო. ხაიშში ბიძაშვილი დახვედრია მანქანით, აქედან მაინც აგიყვანთ ჭუბერშიო, მაგრამ არ ჰქნა და სამართლიანად - სადაც ამდენი, იქაც ის 9 კმ! ჭუბერში მთელი სოფელი შესასვლელში დახვედრია - ადგილობრივიც, დამსვენებელიც, ახალგაზრდაც, მოხუციც... ოლიმპიურ ჩემპიონებს რომ ხვდებოდნენ, ისე დამხვდნენო.

ყველას უნდოდა ჩემტან ფოტოების გადაღება, მე კი სათვალესაც ვერ ვიხსნიდი, სახე ისეთ დღეში მაქვს ამდენი დღის ნასიცხარი, ნაოფლარი და დამტვერილიო...
მოპკლედ, ახლა ჭუბერში ისვენებს მართლაც საოცარ ადგილას. ეგ თბილისის ფორუმზე დებდა ბიძამისის სახლ-კარისა და ეზოს, აგრეთვე იმ ხედების ფოტოებს, რაც მაგ ეზოდან ჩანდა და ეს იყო ფანტასტიკა! უმაგრესი ხედებია ირგვლივ. თან, ეტყობა, რომ ბიძის ოჯახიც ძალიან გამრჯე ხალხია - მოქარგული ეზო-კარი აქვთ.
მაგრამ პრობლემებიც ემატება - ახლა მარცხენა ფეხის კოჭი გასიებია. არ მტკივაო, მაგრამ გასიებულიაო. ტელეფონზე ექიმებტან კონსულტაციების მერე გაირკვა, რომ ესაა ხანგრძლივი სიარულით გამოწვეული მოვლენა, რომელიც დასვენების შემთხვევაში თავისით გაივლის. არის ახალი წყლულებიც, მაგრამ ამას დასვენება უშველის. ამასთან, ჩიპიც თითქმის გადაევსო უკვე - ცოტა ადგილია დარცენილი, ძირითადად ვიდეოებს ვიღებო, მაგრამ დრეს ბიცოლამისია სამტრედიაში წამოსული და ამ პრობლემასაც მოაგვარებს. რაც მთავარია, თვითონ მხნედაა და კვლავაც შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ
ბარაქალა ამ კაცის შემართებას.